17 ოქტომბერი - "ამბის თხრობის პასუხისმგებლობა" შეხვედრა მსახიობებთან

ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა
17 ოქტომბერი - "ამბის თხრობის პასუხისმგებლობა"  შეხვედრა მსახიობებთან

მოდერატორი: გურამი ღონღაძე 

დასაწყისი: სპექტაკლის შემდეგ

მონაწილეები: შეხვედრა პროფესიონალებთან და მაყურებელთან

 

90-იანი წლების დასაწყისში ასობით ჟურნალისტი ჩადიოდა ბოსნიაში მთელი მსოფლიოდან ომისა და სარაევოს ალყის გასაშუქებლად. მათ შორის იყო ბელგიური RTBF-ს კორესპონდენტი ფრანსუაზ ვალმაკი. ოცდახუთი წლის წინ,  ვალმაკის რადიორეპორტაჟებით შთაგონებული სებასტიან ფუკო დამატყვევებელი სილამაზის წარმოდგენას დგამს მთხრობელის პასუხისმგებლობაზე. ფუკოსთვის, რომელიც მანამდმდე Kunstenfestivaldesarts-ში ისე მონაწილეობდა, როგორც  რეჟისორის და დრამატურგის, მილო რაუს სპექტაკლების ,, სამოქალაქო ომები“ /The Civil Wars და ,, რეპრიზა, თეატრის ისტორი(ა)ები“/ La reprise, Histoire(s) du théâtre მსახიობი, სწორედ ეს პერიოდი იქცევა იმ რეფლექსიების საწყის ეტაპად,  რომელსაც დოკუმენტური თეატრითა და იმ ზღვრებით დაინტერესება მოჰყვება, სცენაზე ამბების გადმოტანას რომ უდევს. პიესა ჟურნალიზმსა და თეატრს შუა ბალანისრებს დაუსრულებლად, სცენაზე ვხედავთ კორესპონდენტს,ფრანსუაზ ვალმაკს, მასთან ერთად კი - მასავით მსახიობს, მაგრამ თან ყოფილ ჟურნალისტს, ბოსნიელ ვედრანა ბოჟინოვიჩს, რომელიც სარაევოს ალყას აშუქებდა; ასევე მიშელ ვილეს, ბელგიური ,,ექიმები საზღვრებგარეშეს“ ყოფილ პრეს-მდივანს, ახლა - მეთოჯინეს. 

რეპრეზენტაციის სხვადასხვა ტექნიკის დაუფლებით, ეს გუნდი თეატრის მედიუმს იმისთვის იყენებს, რომ ძველი რადიორეპორტაჟები არტისტულ ნამუშევრებად აქციოს. Reporters de guerre განსაკუთრებული სიღრმის  თეატრალური წარმოდგენაა ამბების თხრობის, თხრობის ზღვრების შესახებ,  მაგრამ თან  - ბრძოლაზე გულგრილობისა და დავიწყების წინააღმდეგ. 

 

სრული ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ:

https://tbilisiinternational.com/en/performances/omis-reportiorebi 

 

© 2024 All Rights Reserved