სანდრო კალანდაძე

პოზიცია: კომპანია „ჰარაკის“ დამფუძნებელი.
სანდრო კალანდაძე, 1991 წელს დაბადებული მსახიობი და რეჟისორი, დაიბადა თბილისში. 2012 წელს დაასრულა ერთწლიანი კურსი კინოსა და ტელევიზიის მსახიობობაში VANARTS-ში (ვანკუვერის მედია ხელოვნების ინსტიტუტი) და სწავლა განაგრძო ლონდონში, LAMDA-ში (ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემია).

2016 წელს კალანდაძემ მოიპოვა მსახიობობის ბაკალავრის ხარისხი (BA Hons) Collaborative and Devised Theatre-ის ფაკულტეტზე, The Royal Central School of Speech and Drama-ში. იმავე წელს სანდრო დაბრუნდა თბილისში და ჩაირიცხა თემურ ჩხეიძის ლაბორატორიაში, სადაც გაიარა ორწლიანი სარეჟისორო კურსი თბილისის სამეფო უბნის თეატრში.

სანდრო არის თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ დამფუძნებელი. მას დადგმული აქვს 8 სპექტაკლი, რომელთა ჩვენებები გაიმართა გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში.

როგორც მსახიობმა, სანდრომ ითამაშა 5 სრულმეტრაჟიან ფილმსა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ნამუშევარში.

ის მონაწილეობდა მრავალ ვორქშოპში, მათ შორის გროტოვსკის ლაბორატორიაში იტალიაში და თეოდოროს ტერზოპულოსის ერთთვიან ვორქშოპში ათენში. იგი მუდმივად იკვლევს მსახიობობისა და თეატრის როლს.
© 2026 All Rights Reserved