ART MANAGERS TALK ! 1 და 2 დეკემბერი !
როგორ ვსწავლობთ მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკას? წიგნები, ლექციები, კვლევები, სემინარები, გამოცდილება — ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არანაკლებ ღირებულია მაგალითები, ამბები - ანუ „ქეისები“, როგორც მათ ხშირად ვუწოდებთ. გამოცდილი პროდიუსერებისა და მენეჯერების ეს "ქეისები " რეალური ამბებია - სირთულეები და მარტივი შესაძლებლობები, წესები და წესების ცვლილებები ; წარმატებები და უკუსვლები ...
ეს ამბები და ისტორიები შთააგონებს სხვებს და შესაძლებელია უკეთ დაგვანახოს გზა, რომელსაც ვადგავართ ჩვენს პროფესიაში.
ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა — ხელოვნების მენეჯმენტის ფესტივალი ART MANAGERS TALK .
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მენეჯერების ფესტივალი, სადაც ისინი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მათ, ვინც კულტურის სფეროში მუშაობას გეგმავს.
თავიანთი ამბებით ისინი ეხებიან მენეჯმენტის პროფესიის ყველა აუცილებელ ასპექტს და აჩვენებენ შესაძლებლობას და შესაძლებლობებს : როდის და სად უნდა გამოვიყენოთ კომუნიკაციის უნარები ; რას გვაძლევს შეძღუდული ფინანსური შესაძლებლობები; რა არის მარკეტინგის მთავარი და მეორე ხარისხოვანი წესები; როგორ გადავჭრათ პრობლემები, როდის ვიყოთ გაბედულები და როდის მივცეთ დროის დინებას თავისი გზა; რა უნდათ იურისტებს და როგორ ვიმოქმედოთ დღევანდელ საერთაშორისო რუკაზე; სად უნდა დავრეკოთ და სად ელექტრონული წერილი აჯობებს;
სად დაუშვეს მათ თვითონ შეცდომები დიდი იდეის განხორციელებისას და საერთოდ, რა არის დიდი იდეა ან თუნდაც პატარა პროექტები....
მაშ ასე ! ART MANAGERS TALK !
1 და 2 დეკემბერი !