ძვირფასო კოლეგებო,


იწყება განაცხადების მიღება 2026 წლის ქართული სპექტაკლების პროგრამისთვის.

Georgian Showcase წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ქართულ  თეატრს საერთაშორისო პროფესიულ სივრცესთან აკავშირებს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოდიან: ფესტივალების დირექტორები, კურატორები, პროდიუსერები, თეატრების ხელმძღვანელები და კრიტიკოსები, რათა გაეცნონ თანამედროვე ქართულ თეატრს და დაამყარონ ახალი საერთაშორისო თანამშრომლობები.

წელს, Georgian Showcase 16 – 21 სექტემბერს გაიმართება. პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით ყველა თანდართული დოკუმენტაციით არაუგვიანეს 31 მაისისა. 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

საქართველოს სახელმწიფო თეატრებს (დედაქალაქიდან და რეგიონებიდან)
დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიებსა და ჯგუფებს

პროგრამა წარადგენს მხოლოდ  2025–2026 წლების სეზონის სპექტაკლებს და იმ პრემიერებს, რომელთა ჩვენება Showcase-ის ფარგლებში დაიგეგმება.

Georgian Showcase არის პლატფორმა, სადაც ქართული სპექტაკლები წარმოდგენილია საერთაშორისო პროფესიული აუდიტორიის წინაშე და  ეხმარება  ქართული თანამედროვე თეატრის პოპულარიზაციას მსოფლიო თეატრალურ რუქაზე. პროგრამა ხელს უწყობს:  ახალი პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებას; საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას (კო-პროდუქციები, ფესტივალები, ტურნე) , ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების შემოქმედებით საქმიანობას საზღვარგარეთ; გაცვლით პროექტებს.

მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

თუ უკვე გაქვთ დადგმული სპექტაკლი, რომლის წარდგენასაც გეგმავთ პროგრამაში, გთხოვთ არ დაელოდოთ განაცხადის ბოლო ვადას.
ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო სტუმრებს პერიოდულად გავაცნოთ პროგრამაში მონაწილე სპექტაკლები, რაც გაზრდის ინტერესს როგორც თქვენი თეატრის, ასევე მთლიანად ქართული თეატრის მიმართ.

აპლიკაციის შევსებისას გაითვალისწინეთ:

ტექსტი უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და ინფორმაციული
(თეატრის აღწერა უნდა ასახავდეს მის დღევანდელ საქმიანობას, რეპერტუარს და მიმართულებას)
ფოტომასალა უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის
ვიდეო ჩანაწერი და სარეკლამო მასალა უნდა აკმაყოფილებდეს  მაღალი ხარისხის ტექნიკურ მოთხოვნებს

არასრული განაცხადები არ განიხილება.

 

აპლიკაცია ივსება ონლაინ, ქართულ და ინგლისურ ენებზე

 

აპლიკაციის ქართული ვერსია

აპლიკაციის ინგლისური ვერსია

 

პროგრამის მნიშვნელობა 


Georgian Showcase წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომლის მიზანია თანამედროვე ქართული თეატრის წარმოჩენა გლობალურ პროფესიულ სივრცეში. პროგრამა ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველოს თეატრებმა საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ საერთაშორისო ფესტივალების კურატორებს, თეატრების ხელმძღვანელებს, პროდიუსერებსა და კრიტიკოსებს.

ქართული სპექტაკლების პროგრამა არა მხოლოდ წარმოდგენების სერიაა, არამედ პროფესიული შეხვედრებისა და ახალი თანამშრომლობების სივრცეა. სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით ქართული სპექტაკლები ხშირად იღებენ მიწვევებს საერთაშორისო ფესტივალებზე, იწყება კოპროდუქციები და ყალიბდება ახალი პროფესიული კავშირები.

Georgian Showcase ხელს უწყობს ქართული თეატრის ინტეგრაციას საერთაშორისო კულტურულ პროცესებში და აძლიერებს საქართველოს პოზიციას როგორც თანამედროვე თეატრალური ხელოვნების აქტიურ და საინტერესო სივრცეს.

 

პატივისცემით

შოუქეისის გუნდი

© 2026 All Rights Reserved