*ინფორმაცია ფასდაკლების შესახებ: წინასწარი გაყიდვები 22 მაისის ჩათვლით იმოქმედებს და ამ პერიოდში ბილეთების 20%-იანი ფასდაკლებით შეძენას მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa და თიბისი WM Visa ბარათებით შეძლებთ წინასწარი გაყიდვების დასრულების შემდეგ, თიბისი კონცეპტის და თიბისი WM-ის Visa ბარათებით კვლავ 20%-იანი ფასდაკლება გაგრძელდება, ხოლო 28 მაისიდან, ამავე ბარათებით გადახდისას, ბილეთებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა თანამედროვე თეატრის საუკეთესო სპექტაკლებს წარმოადგენს - თეატრის ვარსკვლავებს, შემოქმედებს, რომელთა ხედვა, შემოქმედებითი სიღრმე და გემოვნება გამორჩეულია და განსაკუთრებული!
ფესტივალი წელს შემოდგომის ნაცვლად ზაფხულში გაიმართება - სპექტაკლები 13 ივნისიდან დაიწყება და 12 ივლისამდე გასტანს. ქართული სპექტაკლების პროგრამა კი კვლავ სექტემბერში გაიმართება.
კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ელიზაბეთ კოსტელო“, მილო რაუს „მისანი“, ჯეიმს ტიერეს „რანდევუ“ და სიდს დუეტის „სხვა ხედვა“ - 13 ივნისიდან 12 ივლისამდე გამოცდილი და ემოციური ქართველი მაყურებლის შეფასებას დაელოდება. მაგრამ არა მარტო შეფასებას - ეს არის ემოცია და შეგრძნებები, რომელიც გაჩნდება მხოლოდ აქ და ახლა და გაგყვება დიდხანს.
დაარსებიდან დღემდე ფესტივალი ორ ძირითად პროგრამას წარმოადგენს - საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. წელს ასევე აღდგა პროგრამა „ნიუ“. ფესტივალი მუდმივად წარმოადგენს მსოფლიო თეატრის „ვარსკვლავებსა“ და ახალ საინტერესო სახელებსა და მოვლენებს - რობერტ უილსონი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, რობერტ ლეპაჟი, დაიტო მანაბე, ჯორჯო სტრელერი, აკრამ ჰანი, მიხეილ ბარიშნიკოვი, სილვიუ პურკარეტე, იან ფაბრი და სხვა - ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა დროს.