სხვა მზერა - მუსიკალური თეატრი

  • რეჟისორი: ამალია ბენეტი
  • თეატრი:სიდს, საბერძნეთი
  • თარიღი:
    • 26 ივნისი - 21:00 სთ,

რეჟისორი: ამალია ბენეტი
კომპოზიტორი: Seeds
დიზაინი: Seeds & ამალია ბენეტი
მუსიკალური ადაპტაცია: Seeds
ფოტოგრაფი: სტერგიოს დინოპულოს

ხანგრძლივობა: 70 წუთი (ანტრაქტის გარეშე)

მონაწილეები:
Seeds — დუეტი (მიხალის და ქრისტოს კალკანისი)
ალკმინი — მომღერალი
მიხალის ვალასოგლუ — მსახიობი / მთხრობელი

სპექტაკლის შესახებ
„სხვა მზერა“ — სიდსის  (მიხალის და ქრისტოს კალკანისი) ჰიბრიდული სცენური კომპოზიცია — აერთიანებს ორიგინალურ მუსიკას, თხრობასა და ბერძნულ ტრადიციულ სიმღერას. ნამუშევრის პრემიერა შედგა 2025 წელს Athens Epidaurus Festival-ის ფარგლებში.

სპექტაკლი იკვლევს ურბანულ ცხოვრებასა და ბუნებას შორის არსებულ დაძაბულობას ორი ძმის ისტორიის საფუძველზე. ძმები საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას ცდილობენ. კონტრაბასის, კლარნეტის, ფორტეპიანოსა და ელექტრონიკის კომბინაცია მსახიობ-მთხრობელთან ერთა  ქმნის მრავალშრიან, კომპლექსურ ხმოვან დრამატურგიას.

ფოლკლორული, ეგზისტენციალური ტექსტების თანამედროვე ბგერით  გარემოში ინტეგრაციით, „სხვა მზერა“ გვთავაზობს ღრმა რეფლექსიას მეხსიერებასა და იდენტობაზე და მაყურებელს იწვევ ხელახლა გაააზროს ადამიანის მდგომარეობის არსებითი, უცვლელი საფუძვლები.

„სიდს“   (Seeds — მიხალის და ქრისტოს კალკანისის დუეტი — თანამედროვე კომპოზიციის ფარგლებში ქმნის ჰიბრიდულ ევროპულ ჟღერადობას, სადაც ორგანულად ერთიანდება აკუსტიკური ინსტრუმენტები, ელექტრონული მედია და თხრობითი  ელემენტები. მათი კომპოზიციები  ხელახლა განსაზღვრავს ხმას, სივრცესა და მოსმენას შორის ურთიერთობას, მუსიკას აქცევს აქტიურ, დრამატურგიულ ძალად, რომელიც უშუალოდ ერთვება ტექსტთან და სცენურ მოქმედებასთან დიალოგში.

დუეტს წარმოდგენები გამართული აქვს არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტიტუციასა და ფესტივალზე, მათ შორის: Athens Epidaurus Festival, EMST (თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი), ეროვნული გალერეა და SNFCC. საერთაშორისო ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის სცენაზე აქტიური მონაწილეობით, Seeds-მა ჩამოაყალიბა მკაფიოდ გამოკვეთილი საშემსრულებლო  ენა.

© 2026 All Rights Reserved