
სიყვარულის ბანალურობა
- რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე
- თეატრი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი - სავიონ ლიბრეხტი
რეჟისორი - მამუკა ცერცვაძე
სცენოგრაფია - ნუცა ჭყონია
კოსტიუმების მხატვარი - ნუცა ჭყონია
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ბეჟან ამირანაშვილი
რეჟისორის თანაშემწე - გვანცა ბიწაძე
მონაწილეობენ:
ჰანა არენდტი - ლილი ხურითი
მარტინ ჰაიდეგერი - ანდრია ვაჭრიძე
სტუდენტი ჰანა - მაშო თვალაბეიშვილი
რაფაელ მენდელსონი, მიხაელ ბენ შაკედი - ოთარ აშკარელი
ხანგრძლოვობა:1 საათი და 40 წუთი ანტრაქტის გარეშე
ჟანრი:
მოგზაურობის შემთხვევაში: 15 ადამიანი
თანამედროვე ებრაელი დრამატურგის სავიონ ლიბრეხტის პიესა „სიყვარულის ბანალურობა“ XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.
ეს არ არის კლასიკური სიყვარულის ისტორია 18 წლის გოგოსა და 35 წლის ცოლიან მამაკაცს შორის, როდესაც ნდობითა და ვალდებულების გრძნობით ბოროტად სარგებლობენ. რომანტიკის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ასპექტის მიღმა, ებრაელი ჰანა არენდტისა და ნაცისტური პარტიის დროებით წევრ მარტინ ჰაიდეგერის საიდუმლო კავშირი ერთდროულად მომხიბვლელიცაა და შემაძრწუნებელიც.
თეატრი თავისი არსით პოლიტიკური ხელოვნებაა, თუმცა ამასთანავე, ადამიანის ცხოვრების პოლიტიკური ასპექტები ხელოვნებისთვის საინტერესო მხატვრულ სახეებში გარდაიქმნება. თეატრის ცენტრალურ საკვლევ ობიექტს ადამიანი წარმოადგენს, მისი რაობის განსაზღვრა და შესაბამისად იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ როგორ და რა ფორმებში ვლინდება ადამიანის ადამიანურობა. აღნიშნული საკითხის კვლევა და ანალიზი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია XX საუკუნის ტოტალიტარული და ძალადობრივი რეჟიმების გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, საგულისხმოა, რომ პოლიტიკა, ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალიზაცია დიდ როლს თამაშობს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდის, თავისუფლების გამოვლინების სივრცესა და არეალს.
ილიაუნის თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია.
ილიაუნის თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია. თეატრის ბაზაზე ამჟამად ხორციელდება სამაგისტრო პროგრამა “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში”. თეატრი ყოველთვის ღიაა ახალგაზრდა რეჟისორებისა და ხელოვანებისათვის, სიამოვნებით ერთვება მათ ექსპერიმენტებსა და ინოვაციურ პროექტებში. ილიაუნის თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ხშირად არიან დაკავებულები არამარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და კურდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან.
საუნივერსიტეტო თეატრმა პირველი სეზონი 2010 წლის 30 სექტემბერს გახსნა ავქსენტი ცაგარელის ვოდევილით „ჭკუისა მჭირს!“ (რეჟისორი ოთარ ეგაძე).
თეატრალური სეზონი იხსნება ოქტომბრის პირველ კვირაში და იხურება ივნისის ბოლოს.
თეატრის დირექტორი : ნატალია თვალჭრელიძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 597760074
ელ-ფოსტა: natia.kvashali@iliauni.edu.ge