რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში

  • რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
  • თეატრი:სამეფო უბნის თეატრი - ჰესენის მიწის მარბურგის თეატრი HLTM (საქართველო-გერმანია)
  • მასპინძელი თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • თარიღი:
    • 13 ოქტომბერი - 20:00 სთ,
    • 14 ოქტომბერი - 20:00 სთ,
    • 15 ოქტომბერი - 20:00 სთ,
    • 16 ოქტომბერი - 20:00 სთ,
    • 17 ოქტომბერი - 20:00 სთ,

აგლაია ვეტერანი,  ნინო ხარატიშვილის ადაპტაციით 

რომანის ადაპტაცია

რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
სცენის მოწყობა: იულია ბ. ნოვიკოვა
კოსტიუმები: კამილა დემენი
მუსიკა: ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი
ვიდეო: ზაზა რუსაძე
ქორეოგრაფია: ვარა კახიას პონსე
დრამატურგია: პეტრა ტიურინგი
რეჟისორის ასისტენტი: ნატალი გლაზოვ
ტექნიკური დირექტორი: ქსენია შტრაუსი

 

როლებში:

სასკია ბოდენ-დილინგი
ბაია დვალიშვილი
ანკე ჰოფმანი
ზენზი იუბერი
ნატა მურვანიძე
ანა რაუში
ანანო მახარაძე

ხანგრძლივობა: 120 წუთი, შესვენების გარეშე

 

სპექტაკლის  შესახებ:
რუმინელმა მწერალმა ქალმა, აგლაია ვეტერანიმ დაწერა რომანი ბავშვზე, რომელიც  მისეულად აღიქვამს ცირკის მსახიობი მშობლების ცხოვრებას -  ოჯახი ყოველდღე საოცარი იმედით გადის ბეწვის ხიდს  დაუნდობელ სამყაროში - სამყაროში, სადაც ადამიანებს სხეულებით ითვლიან,  ილუზიებით ცხოვრება გარდაუვალია, მაგრამ იმედი ყველაზე მძლავრად გიზგიზებს. 

მუდმივი უცხოობა უცნობ სამყაროში, დაუსრულებელი გადააგილებები; სახლის, საკუთარი ქვეყნის მონატრება; და, ბოლოს და ბოლოს, ყოველდღე ბოსტნეულით სავსე თეფში მაგიდაზე - ესაა ახალგაზრდა გოგონას იდენტობა. მაგრამ იმედის ძაფი მომავლისკენ მეტისმეტად ძლიერ ირხევა. ცირკის საზიდარიც კვლავ შარაგზასაა გამოდებული და გაურკვევლობისაკენ მიექანება - იმის მიუხედავად, რომ ახალ ენაზე პირველი ახალი სიტყვები თითქოს ნასწავლია.. და მაინც, ესაა იმ სასტიკის რეალობის პოეტური სარკე, რომელშიც მიუსაფარ, გაუცხოებულ ადამიანებს  იყენებენ.

 

პრესა:

,,მარბურგის ანსამბლის ქალები აღმაფრთოვანებლები არიან.. ანსამბლი, რომელიც სპექტაკლში თბილისელ პარტნიორებსა და მსახიობებთან ერთად მონაწილეობს, დიდებულია.. თითქმის მიწურული სეზონის უდავო მარგალიტი." მიხაელ ლააგესი, nachtkritik.de;  21.04. 2023წ.)

,, შთამბეჭდავია ექვსი პერსონაჟის თამაში მათთვის საგანგებოდ შექმნილ ექვს ოთახში. ეს ყველაფერი დადგმულია წარმოუდგენელი ფანტაზიით, მბრუნავ სცენაზე. სპექტაკლი დიდი თანაგრძნობითაა გამსჭვალული და ამავე დროს საინტერესოდაა დისტნაცირებული აგლაია ვეტერანის ხედვისაგან." იენს ფიშერი, Die deutsche Bühne, 22.04.2023წ.

 ,, რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში" მძიმეა, როგორც რომანი და დაუნდობელია სცენაზეც, თუმცა მას უსასრულო სინაზით თამაშობენ მსახიობები - ლაღად, მაგრამ არა ზედაპირულად, რაც საკმაოდ უჩვეულოა." იუდით ფონ შტერნბურგი, Frankfurter Rundschau, 24.04. 2023წ. 

 

სპონსორები და პარტნიორები:

სამეფო უბნის თეატრი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ორგანიზაცია Civil Society Cooperation
გერმანიის ქალაქ ფულდას თეატრი Schlosstheater

 

 

სამეფო უბნის თეატრი - სამეფო უბნის თეატრი ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი თეატრია საქართველოში. იგი 1997 წლიდან ხელს უწყობს ალტერნატიულ და თავისუფალ სასცენო ექსპერიმენტებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის საზღვრების გაფართოებაში. "რადიკალური და ინოვაციური" სამეფო უბნის თეატრი, რეპერტუარის შერჩევისას, ყოველთვის ითვალისწინებს სოციალურ ღირებულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რითაც რეფლექსიისა და რეაგირების, დიალოგისა და ანალიზის სივრცეს ქმნის.

InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა 2022 წელს ჩამოყალიბდა. ის ხელს უწყობს ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას საქართველოში და ქმნის ხელოვნების საშუალებით საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ინკლუზიური, არტისტული პროექტები ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებთან თუ სახელოვნებო ჯგუფებთან თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარება და ძლიერი ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნა - ეს არის პლატფორმის „InForm” მთავარი ფოკუსი. პლატფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის თეატრი, რომელიც აერთიანებს შშმ და ტიპური განვითარების მქონე მოცეკვავეებს. თეატრი თანამშრომლობს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანთან და სახელოვნებო ჯგუფთან, მათ შორისაა საშა ვალცი & სტუმრების ცეკვის კომპანია, სამეფო უბნის თეატრი და სხვ.

HLTM - ჰესენის მიწის  მარბურგის თეატრია, რომელიც ჰესენის მხარისა და ქალაქ მარბურგის მხარდაჭერით არსებობს, ამ მხარის  ხუთი სხვა სახელმწიფო თეატრის მსგავსად.  თეატრს ჰყავს 75 თანამშრომელი, მათ შორის - 18 მსახიობი. თეატრს სამი მუდმივი სცენა აქვს. მისი ამოცანა ამ რეგიონში თეატრის პოპულარიზაციაა. მას შემდეგ, რაც თეატრის შემოქმედებით მიმართულებას ორი რეჟისორი ქალი, ევა ლანგე და კაროლინა უნსერ ლაიხტვაისი განსაზღვრავს, იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია გახდა.

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved