ქალი ქვიშაში
- რეჟისორი: ანა გოგიშვილი
- თეატრი:მოძრაობის თეატრის და ა(ა)იპ ინტერაქტივის კოლაბორაცია
- მასპინძელი თეატრი :კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
- თარიღი:
კობო აბე
რეჟისორი: ანა გოგიშვილი
ანიმაციების ავტორი: ანა გოგიშვილი
ქორეოგრაფი: კახა ბაკურაძე
ხანგრძლივობა: 60 წუთი (შესვენების გარეშე)
ჟანრი: ციფრული თეატრი/ფსიქოლოგიური დრამა
მსახიობები: ანანო იაშვილი, გიორგი ცერცვაძე
პრემიერა შედგა: 07/06/2026
სპექტაკლის შესახებ
სპექტაკლი მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი იაპონელი მწერლის, კობო აბეს რომანს "ქალი ქვიშაში" ეფუძნება. სპექტაკლის მთავარი თემა შეგუების ფსიქოლოგიაა. სპექტაკლი იმაზეა, თუ როგორ და რატომ წყვეტს ადამიანი ბრძოლას და ირჩევს შემგუებლობას, რისი მიზეზებიც მის ცნობიერებასა და შინაგან ტრანსფორმაციაში უნდა მოვძებნოთ. ნაწარმოები იდენტობის პრობლემასა და კრიზისზეა. სპექტაკლის იდეაა, რომ ადამიანი თავისუფალია იქამდე, სანამ იბრძვის, მიუხედავად გარემოებებისა. სპექტაკლი ინოვაციურია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების თეატრალურ ხელოვნებაში ინტეგრირებას მოიცავს. პროექტი ჰიბრიდული თეატრალური ფორმის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც პირდაპირ ეხმიანება დღევანდელ რეალობას — რეალობას, სადაც სხეულები და სისტემები ერთმანეთთან განუყოფლად არიან გადახლართულნი. სპექტაკლის პრემიერა მოძრაობის თეატრში 7, 9 და 14 აპრილს შედგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თეატრის ჰიბრიდული ფორმა, სადაც ციფრული მექანიზმები და სპეციალური მეთოდით - მათ შორის AI-ს დახმარებით - შექმნილი ანიმაციები სპექტაკლის მნიშვნელოვან ქმედით ნაწილს წარმოადგენენ. სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60 წუთი.
მოძრაობის თეატრი 2000 წელს კახა ბაკურაძემ დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.
თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ანა გოგიშვილი (რეჟისორი)
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599 496 561 / gogishviliani923@gmail.com