en_ქალი ქვიშაში

  • Director: ანა გოგიშვილი
  • Theatre:მოძრაობის თეატრის და ა(ა)იპ ინტერაქტივის კოლაბორაცია
  • Hosting Theatre :Movement Theatre
  • Date:

 კობო აბე

 

რეჟისორი: ანა გოგიშვილი

ანიმაციების ავტორი: ანა გოგიშვილი

ქორეოგრაფი: კახა ბაკურაძე

 

ხანგრძლივობა: 60 წუთი (შესვენების გარეშე)

ჟანრი: ციფრული თეატრი/ფსიქოლოგიური დრამა

 

მსახიობები: ანანო იაშვილი, გიორგი ცერცვაძე

 

პრემიერა შედგა: 07/06/2026

სპექტაკლის შესახებ

სპექტაკლი მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი იაპონელი მწერლის, კობო აბეს რომანს "ქალი ქვიშაში" ეფუძნება. სპექტაკლის მთავარი თემა შეგუების ფსიქოლოგიაა. სპექტაკლი იმაზეა, თუ როგორ და რატომ წყვეტს ადამიანი ბრძოლას და ირჩევს შემგუებლობას, რისი მიზეზებიც მის ცნობიერებასა და შინაგან ტრანსფორმაციაში უნდა მოვძებნოთ. ნაწარმოები იდენტობის პრობლემასა და კრიზისზეა. სპექტაკლის იდეაა, რომ ადამიანი თავისუფალია იქამდე, სანამ იბრძვის, მიუხედავად გარემოებებისა. სპექტაკლი ინოვაციურია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების თეატრალურ ხელოვნებაში ინტეგრირებას მოიცავს. პროექტი ჰიბრიდული თეატრალური ფორმის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც პირდაპირ ეხმიანება დღევანდელ რეალობასრეალობას, სადაც სხეულები და სისტემები ერთმანეთთან განუყოფლად არიან გადახლართულნი. სპექტაკლის პრემიერა მოძრაობის თეატრში 7, 9 და 14 აპრილს შედგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თეატრის ჰიბრიდული ფორმა, სადაც ციფრული მექანიზმები და სპეციალური მეთოდით - მათ შორის AI- დახმარებით - შექმნილი ანიმაციები სპექტაკლის მნიშვნელოვან ქმედით ნაწილს წარმოადგენენ. სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60 წუთი.

მოძრაობის თეატრი 2000 წელს  კახა ბაკურაძემ  დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლითქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო  ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან  ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი  აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ეკა ბაკურაძე
ტელ:+995 599624034,
E-mail:pr.movementtheatre@gmail.com,
www.movementtheatre.ge

 

 

Gallery

© 2026 All Rights Reserved