ნუ გეშინია გულის ტკივილის

  • რეჟისორი: ბუთა ორჯონიკიძე
  • თეატრი:დამოუკიდებელი პროექტი
  • მასპინძელი თეატრი :ბაპტისტური ეკლესია
  • თარიღი:
    • 18 სექტემბერი - 22:00 სთ,

ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე

რეჟისორი : ბუთა ორჯონიკიძე

მონაწილეობენ: პაატა ინაური, ირაკლი კვირიკაძე

 

ხანგრძლოვობა: 40 წუთი, შესვენების გარეშე

 

ნუ გეშინია გულის ტკივილისარის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც ქვეყანაში

ფორმალურად განაგრძობენ არსებობას.

ამბავი თაობისა, რომელთა იმედებიც წარსული თაობების იმედების მსგავსად ქრება და იმარხება. ყველა და ყველაფერი სამშობლოდან წასვლისკენ უბიძგებთ.

მაგრამ შესაძლებელი სამშობლოსგან გაქცევა?

ადგილისგან, სადაც ვერაფერი შეძელი და ერთადერთი, რაც იმედად დაგრჩა მისგან გათავისუფლებაა?

 

ჩვენთვის, შემოქმედებითი ჯგუფისთვის, აღნიშნული წარმოდგენა საპროტესტო ტალღის ნაწილია, რადგან მოგვიწია გვემუშავა წარმოდგენაზე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, რომლის ნაწილიც ვართ. ამის გამო ბევრჯერ შეგვეცვალა დამოკიდებულება ტექსტის და წარმოდგენის ფორმის მიმართ. გადავაწყდით დაბრკოლებებს, ბევრჯერ დავეჭვდით რამდენად დროული შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენის ჩვენება უკანონო პატიმრების პროცესების პარალელურად... საბოლოოდ თავად ტექსტმა გვიკარნახა ფორმა.

მივხვდით, რომ ამ ამბავში მაყურებელს/მსმენელს უნდა ჰქონოდა თავისი, პირადი გზა. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ წარმოდგენა პირადი და კოლექტიური გამოცდილების ნაზავად ქცეულიყო. მაყურებელი/მსმენელი ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, სიბნელეში,  მოისმენს ამბავს ადამიანებზე, რომლებიც ქვეყანაში ფორმალურად განაგრძობენ არსებობას და ერთადერთი, რაც იმედად დარჩათ სამშობლოსგან გათავისუფლებაა.

© 2025 All Rights Reserved