ჰაიდე
- რეჟისორები: ტატო გელიაშვილი, თათა თავდიშვილი
- თეატრი:მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ,,კულტურის ცენტრი“
- მასპინძელი თეატრი :მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- თარიღი:
- 19 სექტემბერი - 17:00 სთ,
ავტორი: თამთა ტაბატაძე/ტატო გელიაშვილი
რეჟისორი: ტატო გელიაშვილი/ თათა თავდიშვილი
სცენოგრაფია : ტატო გელიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ტატო გელიაშვილი
ქორეოგრაფი: თათა თავდიშვილი
კომპოზიტორი: მიხეილ ზაქაიძე
მონაწილეობენ:
მარინა ჯოხაძე
თათია თათარაშვილი
ზურაბ ხაფთანი
ლიზა ნიკვაშვილი
ნინი ნოზაძე
პაპუნა ირემაძე
ალექსანდრე შარაბიძე
მაკა სტეფანია
მარიამ ჭოხონელიძე
ნიკა გუგუნავა
ხანგრძლოვობა: 90 წთ (შესვენების გარეშე)
საქართველოში მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცხოვრება ჯერ კიდევ სავსეა უთქმელი ტკივილებით, ძალადობის კვალი ყოველდღიურობაში იბეჭდება, თეატრი ხდება სივრცე, სადაც დუმილი ფორმულირდება სიტყვებში და ამავდროულად სხეული იწყებს საუბარს. სპექტაკლი „ჰაიდე“, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრში დაიდგა,დოკუმენტურ მხატვრულ ამბებზე დაფუძნებული თეატრალური წარმოდგენაა. სცენაზე გადმოტანილი ქალების უზარმაზარი გამოცდილება, ბრძოლა სიმართლისთვის, ღირსებისთვის, საკუთარი ადგილისთვის. სპექტაკლი ასახავს ძალადობის სხვადასხვა ფორმას, სისტემურ სიჩუმეს, და იმ უხილავ კედლებს, რომლებსაც ქალები ყოველდღე ეჯახებიან. თუმცა ეს მხოლოდ ტკივილის გამოსახვა არაა — ეს არის ძახილი, რომელიც იბადება ქალის ბუნებაში ქარიშხლის მსგავსად. ეს არის წინააღმდეგობის აქტი, რომელიც გონებას და გულს თანაბრად ეხება.
„ჰაიდე“ მნახველს სთავაზობს შეხვედრას — საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და მისი სიჩუმის სივრცეებთან. ეს ამბავი არ გვაშორებს რეალობას, პირიქით მის ცენტრში გვამყოფებს. შემოქმედებითი გუნდი ცდილობს გახსნას დიალოგი ქალთა უფლებებზე, დაანგრიოს სოციო-კულტურული სტიგმები და მიაწვდინოს ხმა იმათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ალაპარაკდა. სპექტაკლის მიზანი არ არის პასუხების გაცემა. იგი ცდილობს გახსნას სივრცე — სადაც საუბარი ქალთა უფლებებზე არ არის მხოლოდ სოციალური აუცილებლობა, არამედ ადამიანის არსის ხელახალი გააზრება. „ჰაიდე“ იწვევს მაყურებელს, გადაკვეთს სტიგმების, ჩარჩოებს და სთავაზობს შეხვედრას ისეთ ხმებთან, რომლებიც ხანგრძლივი დუმილის შემდეგ იწყებენ საუბარს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს პროფესიული და მუნიციპალური თეატრი, თუმცა მარნეულის კულტურის ცენტრი მიზანმიმართულად და სისტემურად მუშაობს თეატრალური ხელოვნების განვითარების მიმართულებით. ხორციელდება თეატრალური პროექტები. კულტურის ცენტრის თეატრალური აქტივობები მკვეთრად სოციალური ხასიათისაა, სპეტაკლები მიზანმიმართულად ეხმიანება ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში არსებულ აქტუალურ სოციალურ და საზოგადოებრივ პრობლემებს, როგორებიცაა: განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თანასწორობის საკითხები, ძალადობა, მულტიეთნიკური და ეთნოკულტურული თანაცხოვრება, ახალგაზრდების გამოწვევები.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ:599418427 ; 577384100