პატარა ცახესი ცინობერად წოდებული

  • რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
  • თეატრი:ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი / მანანა ანთაძე

რეჟისორი : საბა ასლამაზიშვილი

სცენოგრაფია : გიორგი უსტიაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : კონსტანტინე ეჯიბაშვილი

რეჟისორის თანაშემწე: მაია მებონია

 

მონაწილეობენ:

ცახესი - გუჯა ქარაია

ფროილაინ როზენშიონი- ნინო პაჭკორია

სტუდენტი ბალთაზარი - ალიკა ცეკვაშვილი

სტუდენტი ფაბიანი - შოთა სასანია

პროფესორი მოშ ტერპინი (კანდიდას მამა) - ნოდარ ბჟალავა

კანდიდა - ანი ანდღულაძე

პრემიერ-მინისტრი - მარიკა ბუკია

მინისტრი - ნიკა კვარაცხელია

მინისტრის მოადგილე -გურამ დვალიშვილი

ცახესის დედა, ფრაუ ლიზა (ახალგაზრდა) - თამუნა ჭუბაბრია

ცახესის დედა, ფრაუ ლიზა (ხანშიშესული) - ლილი ბოდაველი

მევიოლინე სბიოკა - ზურა დონდოლაძე

რეფერენდაიუსი პულხერი - თემო გოგინავა

კარის ექიმი - სანდრო გუჯაბიძე (დუბლიორი მარტინ ღამბარაშვილი)

თეატრის მკერავი - ფატიმა აბრახამია

ალპანუსის თანაშემწეები - ჩიტო პატარაძე, ნიარა ჭიჭინაძე

დოქტორი პროსპერ ალპანუსი, ჯადოქარი - ჯანო იზორია

 

 

ხანგრძლივობა : 65 წთ. შესვენება არა აქვს

ჟანრი -

მოგზაურობის შემთხვევაში - 23 ადამიანი

 

პატარა ცახესის უცნაური ზღაპარი, ვითარდება ერთი ადამიანის გარშემო რომელიც უშნო და უგუნურია მაგრამ ჯადოქრობის წყალობით დიდ წარმატებას აღწევს და ყველას გაკეთებულ საქმეს ისაკუთრებს. ჯადო თმის სამ წითელ ღერშია, რომელიც უნდა დაიწვას რათა მინისტრი ცინობერი განადგურდეს და ქვეყანაზე ისევ სიმშვიდემ დაისადგუროს.

ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი  1963 წელს მიენიჭა.

1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.

დღეს, ფოთის თეატრი მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიურად  განვითარებადი თეატრია. თეატრის ამოცანაა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩვენი რეალობის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ფოთის თეატრში იდმება, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე  დრამატურგთა პიესები. თეატრი ცდილობს შემოქმედებითი პროცესი მიმართოს   თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების  გამოშვებისაკენ, ხშირად თამამად ლაპარაკობს ტაბუდადებულ თემებზე.  თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა  თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში აქტიურად იდგმება, ახალგაზრდა ქართველი  რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები.  გარდა რეჟისორების მოწვევისა, ხდება ახალგაზრდა დრამატურგების, სცენოგრაფების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების და მსახიობების მოწვევაც. მიმდინარეობს ახალი თეატრალური ენისა და მიმართულების ძიება. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი და კრიტერიუმი არის,  ვიყოთ თანამედროვენი,  ხარისხის მთავარი კრიტერიუმი კი  არის შექმნილი პროდუქციის აქტუალობა-სიმძაფრე

თეატრის დირექტორი:  საბა ასლამაზიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 555 327 689

sabaaslamazishvili@gmail.com

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved