პროსპეროს ახალი ევროპული ტალღა

 




 




პროსპეროს ახალი ევროპული ტალღა   Prospero New European Wave“ (Prospero NEW) ეყრდნობა „პროსპეროს“ ქსელის მემკვიდრეობის გაგრძელებაა.
პროსპერო 2006 წელს 6 თეატრალური ორგანიზაციის მიერ შეიქმნა და ხელს უწყობს ევროპის მხატვრული და კულტურული სივრცის განმტკიცებას და აძლევს ახალგაზრდებსა თუ უკვე დამკვიდრებულ ხელოვანებს შესაძლებლობას, იმუშაონ ევროპულ სცენებზე და მის ფარგლებს გარეთაც.
მოგვიანებით უკვე 9 წევრამდე გაზრდილმა ჯგუფმა სტრიმინგ პლატფორმა შექმნა.  პლატფორმა თეატრალური ნაწარმოებების ონლაინ ცირკულაციას უწყობს ხელს და დღეს ფართოდ არის აღიარებული.
რამდენიმე პროექტის განხორციელებისა და ახალი პარტნიორების შემოერთების შემდეგ (დღეს „პროსპეროს“ 19 წევრი ჰყავს) ქსელი ევროპული თეატრალური პლატფორმის სახით ჩამოყალიბდა .
ამ პლატფორმის მიზანია მნიშვნელოვნად გაზარდოს შესაძლებლობები მთელი ევროპიდან ნიჭიერი თეატრალური ხელოვანების აღმოჩენისთვის, განავითაროს მათთვის გათვალისწინებული მხარდაჭერის ფორმები (მათ საჭიროებებთან შესაბამისობაში) და გააფართოოს მხარდაჭერისა და წარდგენის გეოგრაფიული მასშტაბები. პლატფორმის მიზანი ასევე კვლევით საქმიანობაა, რაც არსებითია ხვალინდელი თეატრის შესაქმნელად. ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული ციფრული შესაძლებლობებიც.
მიზნები და აქტივობები
4-წლიან პერიოდში პროექტის მთავარი მიზანია თეატრის ხელოვანების, განსაკუთრებით კი რეჟისორების მხარდაჭერა და მათთვის ევროპულ სივრცეში აღიარების მიღწევის ხელშეწყობა.
მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმ ხელოვანების დახმარებას, რომლებიც ცნობილნი არიან ეროვნულ დონეზე მაგრამ კულტურული ან ფინანსური ბარიერების გამო მათთვის ძნელია საერთაშორისო აუდიტორიაზე გასვლა.
ახალი ტალღის პროექტი დაეყრდნობა პლატფორმის წევრების გამოცდილებას, ინტუიციასა და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას, რათა მთელი ევროპიდან გამოავლინოს ნიჭიერი ხელოვანები და მხარი დაუჭიროს მათ სხვადასხვა გზით:
• განავითარონ თავიანთი პროექტები საერთაშორისო რეზიდენციებისა და მენტორობის პროგრამების საშუალებით;
• უზრუნველყონ მათი პროექტების წარმოება და წარდგენა;
• მოამზადონ და გაავრცელონ ონლაინ შინაარსი, რომელიც მათ საქმიანობას ასახავს;
• გაზარდონ მათ მიმართ ყურადღება და ქსელური კავშირების შესაძლებლობები
ამასთან ერთად, პლატფორმის ბრენდისა და ლეიბლის შესაქმნელად განხორციელდება საკომუნიკაციო აქტივობები  – რაც მხარს დაუჭერს ხელოვანების ხილვადობას და აღიარებას როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობაც  მდგრადობისა და მრავალფეროვნების  მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დიალოგს ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის; კვლევის მიზანია გააძლიეროს თეატრი,   შესთავაზოს მას სივრცე კრიტიკული ანალიზისა და შესაძლო მომავლის დაგეგმვისთვის.
მმართველობის თვალსაზრისით, პროექტი უზრუნველყოფს წევრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ავითარებს მდგრადობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკას და ყველა აქტივობის ცენტრში აყენებს ხელოვანების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
პლატფორმა ხელს შეუწყობს ხელოვანების ზრდას ევროპულ კონტექსტში და მისცემს წევრ თეატრებს შესაძლებლობას, თავიანთი საქმიანობა ევროპულ მასშტაბზე გადაიყვანონ, ხოლო მაყურებელთან კომუნიკაცია გააძლიერონ საერთაშორისო ნამუშევრებთან მიმართებით.
 
მოსალოდნელი შედეგები
4-წლიანი პერიოდის განმავლობაში, Prospero NEW-ის მიზანია განახორციელოს 150-ზე მეტი პროექტი, რაც შეეხება დაახლოებით 332 ხელოვანს:
• 100 ახალგაზრდა რეჟისორის პროექტს მიენიჭება „Prospero NEW“-ის ლეიბლი, რაც ნიშნავს, რომ წევრებს შეეძლებათ მოითხოვონ დაფინანსება ამ პროექტების მასპინძლობისთვის (პროექტის განმავლობაში დაგეგმილია მინიმუმ 60 ტურნეს თარიღი);
• თითოეულ დადგმაზე გათვალისწინებულია საშუალოდ 2 ახალგაზრდა ხელოვანი;
• 19 ახალგაზრდა რეჟისორის პროექტი კოპროდიუსერი იქნება პლატფორმის წევრების მიერ (თითო წევრი – ერთი კოპროდუქცია);
• 40 ახალგაზრდა ხელოვანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პლატფორმის 4 ანაზღაურებად მენტორობის პროგრამაში, რომლებიც გაიმართება ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში (თითო პროგრამაში – 10 მონაწილე);
• 38 ახალგაზრდა ხელოვანს ექნება შესაძლებლობა იმუშაოს ანაზღაურებად რეზიდენციაში, რომელიც გაიმართება პლატფორმის რომელიმე წევრის სივრცეში;
• მინიმუმ 16 ახალგაზრდა ხელოვანს ექნება შესაძლებლობა თავისი ნამუშევარი ონლაინ პლატფორმაზე წარადგინოს;
და ბოლოს – ყველა მხარდამჭერი ხელოვნისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქსელური კონტაქტები და ხილვადობის გაზრდის შესაძლებლობები.

© 2025 All Rights Reserved