🎭🌟ჯაილზ ფორმანის ვორქშოფი თბილისში
16 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჯაილზ ფორმანის ვორქშოფს უმასპინძლებს.
🕚 დრო: 11:00–დან 17:00 საათამდე
☕ 1 შესვენებით
🗣️ სამუშაო ენა: ინგლისური
ვორქშოფი განკუთვნილია მხოლოდ კარიერის დასაწყისში მყოფი პროფესიონალი მსახიობებისთვის.
📩 რეგისტრაციისთვის გთხოვთ, არაუგვიანეს 13 ნოემბრის დღის 12:00 საათისა, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე:
info@tbilisiinternational.com
შერჩეული კანდიდატები სრულ ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.