
ვერაგობა და სიყვარული
- რეჟისორი: დავით თარბა
- თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი: ფრიდრიხ შილერი
რეჟისორი : დავით თარბა
სცენოგრაფია : გვანცა ჯავახიშვილი
კოსტიუმების მხატვარი: სანდრო მარგველაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება: ნიკა კოხრეიძე
რეჟისორის თანაშემწე: მაგდა წულაძე
მონაწილეობენ: ჰოფმარშალი ფონ კალბი - დუტა სხირტლაძე
მილერის ცოლი - მაია ხორნაული
კამერდინერი - გიორგი ტიელიძე
პრეზიდენტის მდივანი - ოთარ ლორთქიფანიძე
ფერდინანდი ფონ ვალტერი - ზუკა პაპუაშვილი
მილერი - გიორგი ცერცვაძე
პრეზიდენტი, ფონ ვალტერი - დათო როსტომაშვილი
ლუიზე მილერი - თამარ ყალაბეგაშვილი
სოფი - ნინო ქევხიშვილი
ლედი მილფორდი - მარიამ ჯოლოგუა
კამერდინერი - გური ფოჩხუა
ხანგრძლივობა: 150 წუთი. ორი აქტი, ორი შესვენებით
სპექტაკლი ფრიდრიხ შილერის პიესის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, დადგმა წარმოაჩენს კლასიკურ დრამატურგიას თანამედროვე ქართული რეალობის ფონზე და თეატრს გარდაქმნის სოციალური რეფლექსიისა და კრიტიკული დიალოგის სივრცედ. შილერის მიერ დაყენებული თემები - ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მორალური დილემები და პირადი თავისუფლების შეზღუდვა - ახალ კონტექსტში განსაკუთრებით რელევანტურია: სისტემა, რომელიც ჩაგრავს ინდივიდს, და სიყვარული, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ძალაუფლებას.
სპექტაკლი მისი არსით ექსპერიმენტული იქნება და ახალი თეატრალური ფორმების მოძიებასა და თეატრალურ სივრცეში ინტეგრირებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის განხორციელებისთვისაც ორიგინალური მხატვრობა, თანამედროვე ვიზუალური ენა და სპეციალურად შექმნილი მუსიკა და კოსტიუმები იქმნება.
თეატრი სახელოსნო 42 დამოუკიდებელი თეატრია, ის 2023 წელს გაიხსნა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY-ის ტერიტორიაზე. თეატრი 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების , როგორც აუცილებლობის, განვითარება და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში;
“თეატრი სახელოსნო 42” 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მეორე სეზონის ბოლოს მისი რეპერტუარი უკვე 12 სპექტაკლს მოიცავს - კლასიკა, თანამედროვე დრამატურგია, დოკუმენტური პიესა. ხოლო საგანმანათლებლო პროექტები , რომელიც თეატრში გაჩნდა, პოპულარულია და მოთხოვნადი.
თეატრალური ხელოვნების განვითარება და მსოფლიო კულტურულ რუკაზე ინტეგრირება ჩვენი მისიაა, ამიტომ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები და ტექნოლოგიური უორქშოფები, საერთაშორისო გაცვლითი პროექტები, გამოფენები და კონფერენციები თეატრის პროფესიების სხვადასხვა მიმართუოლებით ; კოპროდუქციები ჩვენი დიდი ინტერესია და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ.
თეატრს არ ჰყავს მუდმივი დასი, აქ გამოცდილ მსახიობებთან ერთად სცენაზე სრულიად ახალგაზრდები დგანან.
მიუხედავად რთული სეზონის (2024-2025 წლის სეზონი), 3 თვიანი გაფიცვისა და წინააღდეგობის მოძრაობისა, თეატრმა 3 პრემიერა გამოუშვა, მიიღო მთავარი პრემია თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოვებაზე და საერთაშორისო პროექტებსაც უმასპინძლა;