უშენოდ არ შემიძლია
- რეჟისორი: ციცინო კობიაშვილი
- თეატრი:თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა
- მასპინძელი თეატრი :თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა
- თარიღი:
მიხეილ ზადორნოვის პიესის მიხედვით
თარგმანისა და ადაპტირებული ტექსტის ავტორი მაია ჯაფარიძე
რეჟისორი - ციცნო კობიაშვილი
მხატვარი - ხათუნა მაისურაძე
ქორეოგრაფი - ბაქარ ხინთიბიძე
კომპოზიტორი - დავით არჩვაძე
რეჟისორის ასისტენტი - თინათინ სირბილაძე
მონაწილეობენ:
თეიმურაზ კილაძე
ანა სანაია
ნინო დუმბაძე
სპექტაკლის შესახებ:
„უშენოდ არ შემიძლია“ — ექსცენტრიული კომედიაა სასიყვარულო სამკუთხედზე, ბობოქარ ვნებებზე და ღალატზე.
როგორ უნდა დაიბრუნო დაკარგული გრძნობები?
ოჯახური ბედნიერება სიყვარულზეა აგებული — შენარჩუნება კი მოთმინებაზე და პატიებაზე.
პრემიერა შედგება 2025 წლის 9 დეკემბერს.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 90 წუთი, შესვენების გარეშე
მარჯანიშვილის თეატრი 97- ე თეატრალური სეზონს ხსნის. თეატრი მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების ერთგული რჩება. ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელი დაემკვიდრებინა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 1928 წლიდან 1933 წლამდე თეატრის დამაარსებელი და უდიდესი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი იყო. მისი გარდაცვალების თეატრს სათავეში ისეთი ცნობილი რეჟისორები იყვნენ როგორიცაა ვასილ ყუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე. 2006 წლიდან 2023 წლამდე.
2006-2022 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რეჟისორი ლევან წულაძე. რომელმაც თეატრი ახალი შემოქმედებითი ტენდეციებით გაამდიდრა. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი, პედაგოგი გიორგი მარგველაშვილია. თეატრში მუშაობენ საუკეთესო მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც განაპირობებს თეატრის წარმატებას და აქტუალურობას. ყველა საპრემიერო წარმოდგენა დიდი მოვლენაა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში.
მარჯანიშვილის თეატრი მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის _ ETC -ის სრულუფლებიანი წევრი გახდა!
კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას. მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნას და იდეების განხორციელების შესაძლებლობას.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერს:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“
თეატრი მუდმივად მასპინძლობს (უფასო ბილეთები):
დევნილებს
ომისა და შრომის ვეტერანებს
ყოფილ პატიმრებსა და მათ ოჯახებს
მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოხუცებს
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს.
საგანმანათლებლო პროექტი
2013 წლიდან ვმასპინობთ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტების „ერთი საათი თეატრში“, რაც გულისხმობს მუზეუმში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალის გაცნობა დათვალიერებას.
საერთაშორისო პროექტები:
„შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის ქვეპროგრამის 2015 წლის კონკურსის შედეგების თანახმად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ევროპული თეატრების ქსელთან (European Theatre Convention) თანამშრომლობით, დაფინანასება მოიპოვა. გამარჯვებული პროექტი - „ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ - პარტნიორ თეატრებთან ერთად განხორციელდა.
გვაქვს ერთობლივი და გაცვლითი პროექტები:
დიდ ბრიტანეთთან , მაკედონიასთან, საბერძნეთთან, პოლონეთთან, აზერბაიჯანთან, უკარინასთან და იტალისთან.
ინფორმაცია:
თეატრს აქვს 2 სცენა - დიდი სცენა და სხვენი
თეატრი შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისაგან
თეატრალური სეზონი - სექტემბერი / ივნისი
წლის განმავლობაში თეატრს აქვს 6-7 საერთაშორისო გასტროლი და 10-ზე მეტი მოგზაურობა საქართველოს სახვადასხვა ქალაქში.
მაყურებლის რაოდენიბა სეზონის განმავლობაში– 39 422 ადამიანი
სპექტაკლების რაოდენობა სეზონის განმავლობაში – 374 სპექტაკლი
წარმოდგენები იმართება ყოველდღე ორშაბათის გარდა (ორივე სცენა)
ადგილების რაოდენობა: დიდი სცენა- 436 ადგილი , მცირე (სხვენი) –102 ადგილი