გრძელი დღის შემოღამება

  • რეჟისორი: დმიტრი ტროიანოვსკი
  • თეატრი:სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • თარიღი:
    • 16 სექტემბერი - 20:00 სთ,

იუჯი ო'ნილი

რეჟისორი: დმიტრი ტროიანოვსკი

სცენოგრაფია: ავთო მოდებაძე

კოსტიუმების მხატვარი: ავთო მოდებაძე

ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: დიმიტრი ტროიანოვსკი, ანა მურღულია

რეჟისორის თანაშემწე: ელა კაზარიანი

ხანგრძლივობა: 110 წუთი,  შესვენების გარეშე
ჟანრი: ფსიქოლოგიური დრმა

პრემიერა შედგა: 16/05/2025

 

მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, პაატა ბარათაშვილი, ბექა ჯუმუტია, ლუკა ჩიბუხაია

 

სპექტაკლის შესახებ

იუჯინ ო’ნილის ეს ცნობილი პიესა ტაირონების ოჯახის ცხოვრების ერთი გრძელი დღის ამბავს გვიჩვენებს. უაღესად პირადულ და ამაღელვებელ სცენებში ერთმანეთში იხლართება სიყვარული და სიძულვილი, სიმართლე და ტყუილი, დიდი ტკივილი და თავისუფლების წყურვილი. სპექტაკლი სვამს კითხვებს: რა ანადგურებს ოჯახს? რატომ ხდება რომ სახლი ციხედ იქცევა? შეგვიძლია თუ არა არსებობა ოჯახური ურთიერთობების გარეშე?

„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ — ეს მიხეილ თუმანიშვილისეული ხედვა დღემდე განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით სულისკვეთებას. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1975 წელს დაარსებული თეატრალური სახელოსნოს საფუძველზე, 1978 წელს შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი — უნიკალური სტუდიური სივრცე, რომლის ბირთვს მიხეილ თუმანიშვილის ექსპერიმენტული ჯგუფის მსახიობები და რეჟისორები წარმოადგენდნენ. მიხეილ თუმანიშვილის — ქართული თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორისა და პედაგოგის — შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღემდე განსაზღვრავს თეატრის იდენტობას. 1996 წლიდან თეატრი მის სახელს ატარებს და აგრძელებს „თუმანიშვილის სკოლის“ ტრადიციას, აერთიანებს გამოცდილებასა და თანამედროვე თეატრალურ ძიებებს. დღეს თუმანიშვილის თეატრი არის სარეპერტუარო სახელმწიფო თეატრი მუდმივი დასით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ რეჟისორებთან, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ გაცვლით პროექტებში. თეატრის სცენა - ღია, ფარდისა და კულისების გარეშე - თავად მიხეილ თუმანიშვილის კონცეფციით შეიქმნა და დღემდე ინარჩუნებს თეატრის მთავარ ფასეულობას - მსახიობისა და მაყურებელს შორის უშუალო კავშირს.

 

სამხატვრო ხელმძღვანელი - იოანე (ვანო) ხუციშვილი

თეატრის დირექტორი - (ვანო) ხუციშვილი

საკონტაქტო პირი და პოზიცია - მაია ოდიშარია / პროექტების კურატორი

საკონტაქტო ინფორმაცია +995 591615223 / maia.odisharia@tumanishvilitheatre.ge / www.tumanishvilitheatre.ge

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved