
თეთრი ვერტმფრენი
- რეჟისორი: ალვის ჰერმანისი
- თეატრი:ნიუ რიგა თეატრი , ლატვია
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
ალვის ჰერმანისი
დრამა / ფილმი
რეჟისორი: ალვის ჰერმანისი
ხმის დიზაინი: ერნესტს ანსონსი
კოსტიუმების მხატვარი: კრისტინე იურჟანე
ფოტოგრაფი: ანდრჟეშ სტროკინსი
ხანგრძლივობა: 107 წუთი
იოზეფ რატცინგერი/ პაპი ბენედიქტ XVI — მიხაილ ბარიშნიკოვი
მონსინიორ გეორგი კასპარს ზნოტინში
დედა ტაბიანა — გუნა ზარინა
დედა რეჯინა — რეგინა რაზუმა
შვეიცარიული გვარდიის წევრები — იანის გრუთუპსი, რიტვარს ლოგინსი
სინოპსისი:
2013 წლის თებერვალში პაპი ბენედიქტ XVI გადადგა . ამ ცნობამ მსოფლიო შოკში ჩააგდო, რადგან კათოლიკური ეკლესიის ისტორიის 600 წლის მანძილზე ასეთი რამ არ მომხდარა. მისი გადადგომის მიზეზები დღემდე უცნობი და გასაიდუმლოებულია. კათოლიკურ ეკლესიაში მორალური და ეთიკური რყევებისა და 21-ე საუკუნის გამოწვევების ფონზე, იოზეფ რატცინგერის მიერ პაპის გადადგომად ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად დასახელება უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა. მიხეილ ბარიშნიკოვის მონაწილეობით გადაღებული ფილმი „თეთრი ვერტმფრენი“ პაპ ბენედიქტეს ისტორიული გადადგომის წინა დღის სრულიად ახალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
ლოგლაინი:
ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პაპი ბენედიქტ XVI-ს ისტორიულ გადადგომას.
პრესა :
მიხეილ ბარიშნიკოვის სახე, რომელიც კათოლიკე პაპ ბენედიქტ XVI-ის - იოზეფ რაცინგერის როლს ასრულებს, რუკას ჰგავს. ოპერატორ ანდრეჟ რუდჟატსის მგრძნობიარე კამერაში ეს სახე გზებით, მდინარეებითა და ხევებითაა ამოტვიფრული - ეს დროის, ემოციებისა და აზროვნების კვალია, რომელიც ისეთივე მიმზიდველია, როგორც ყველაზე დრამატული სიუჟეტური ცვლილება. პერსონაჟს თვალები უწითლდება, როდესაც ფიქრობს იმაზე თუ რა გაკეთდა და რა - არა. გამორჩეული მოცეკვავე და მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი გრძნობს კამერას, ცეკვავს მასთან (სიტყვასიტყვით ორჯერ). მისი წყალობით პაპის ისტორია , რომელმაც ბოლო 600 წლის განმავლობაში პირველად 2013 წელს თანამდებობა არა კუბოში, არამედ ენერგიულ, ცოცხალ და თავისი გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობების სრულფასოვან პირობებში დატოვა , არასდროს არის ერთფეროვანი ან მოსაწყენი. ფილმში მიმდინარე ენერგიული ინტელექტუალური პროცესი მოითხოვს ყურადღებას და ხელს უწყობს ჭვრეტას. პაპის დიალოგი თავის მდივანთან, გეორგ გენსვეინთან, რომლის როლსაც კასპარს ზნოტინში ასრულებს, მაყურებელს ევროპის დაცემის შესახებ მელანქოლიურ ანარეკლების წინააღმდეგობის გაწევისკენ ან მათ მიმართ თანხმობისკენ უბიძგებს.
- 20% ფასდაკლება ბილეთებზე გაყიდვის პირველ 10 დღეს
9 –11 ივლისს, წინასწარი გაყიდვის პერიოდში, მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.
შემდეგი 7 დღის განმავლობაში (12–18 ივლისი), ბილეთების შეძენა შესაძლებელი გახდება ყველა ბარათის მფლობელისთვის, თუმცა -20% ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებისთვის.
ნიუ რიგა თეატრი სახელმწიფო სარეპერტუარო თეატრია. თეატრი მუშაობს და ქმნის ნოვატორულ ხელოვნებას, რომელიც ფორმითა და შინაარსით დამოუკიდებლად მოაზროვნე თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნას შეესაბამება.
თეატრის შემოქმედებითი პრინციპები მოიცავს მაღალ პროფესიონალიზმს, ეთიკას და ესთეტიკურ ხარისხს.
ნიუ რიგა თეატრი დაარსდა 1992 წელს. 1997 წლიდან მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ალვის ჰერმანისი.
თეატრმა გამართა სპექტაკლები მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე, მოიარა 40-ზე მეტი ქვეყანა, 200-ზე მეტი ქალაქი ევროპაში და მის გარეთ.