ტერორი
- რეჟისორი: თემო კუპრავა
- თეატრი:მარჯანიშვილის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
ფერდინანდ ფონ შირახი
თარგმანი დავით კაკაბაძის
დამდგმელი რეჟისორი - თემო კუპრავა
მხატვარლი - ანკა კალატოზიშვილი
მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
ვიდეო-პროექცია - დათა დვალიშვილი
ტექნიკური რეჟისორი - თამარ ფრუიძე
მონაწილეობენ:
ეკა ჩხეიძე
ალეკო მახარობლიშვილი
პაატა ინაური
ნატალია გაბისონია/ანუკი ბუბუტეიშვილი
ნინი ნოზაძე/ნინი კვირიკაშვილი
ანიკო ეზიაშვილი/თეა ალფაიძე
გიორგი სირბილაძე
ირიკო აბულაძე
ელენე ჭავჭავაძე
სპექტაკლის შესახებ:
გერმანელი იურისტისა და მწერლის, ფერდინანდ ფონ შირახის „ტერორი“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მოთხოვნადი პიესაა. პრემიერიდან დღემდე, წარმოდგენა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და 100-ზე მეტ თეატრში გაიმართა — ბერლინი, ლონდონი, ტოკიო, ნიუ-იორკი.
ამ სპექტაკლში თქვენ არ ხართ უბრალოდ მაყურებელი. თქვენ ხართ ნაფიცი მსაჯულები. სპექტაკლის მსვლელობისას თქვენს წინაშე გაცოცხლდება სასამართლო პროცესი, სადაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე და მორალური პრინციპები დევს. ფინალში სწორედ თქვენი ხმა განსაზღვრავს სპექტაკლის დასასრულს — მაყურებლის ვერდიქტზეა დამოკიდებული, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან თავისუფალი გავა თუ პატიმრობაში დარჩება.
ეს არის ინტელექტუალური დუელი, რომელიც გაიძულებთ უპასუხოთ იმას, რაზეც კანონმდებლობა ხშირად დუმს:
როგორ უნდა იმოქმედო, როდესაც კანონი დუმს, ხოლო ტრაგედია გარდაუვალია?
შეიძლება თუ არა დანაშაული იყოს ერთადერთი სწორი გამოსავალი?
ვერდიქტი თქვენია!
„მნიშვნელოვანი ინფორმაცია: წარმოდგენის დასასრულს მაყურებელი მონაწილეობას იღებს კენჭისყრაში. თქვენი არჩევანი განსაზღვრავს მთავარი გმირის ბედს.“
პრემიერა შედგება 2026 წლის 14 თებერვალს
სპექტაკლის ხანგრძლივობა 100 წუთი, შესვენების გარეშე
მარჯანიშვილის თეატრი 97- ე თეატრალური სეზონს ხსნის. თეატრი მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების ერთგული რჩება. ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელი დაემკვიდრებინა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 1928 წლიდან 1933 წლამდე თეატრის დამაარსებელი და უდიდესი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი იყო. მისი გარდაცვალების თეატრს სათავეში ისეთი ცნობილი რეჟისორები იყვნენ როგორიცაა ვასილ ყუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე. 2006 წლიდან 2023 წლამდე.
2006-2022 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რეჟისორი ლევან წულაძე. რომელმაც თეატრი ახალი შემოქმედებითი ტენდეციებით გაამდიდრა. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი, პედაგოგი გიორგი მარგველაშვილია. თეატრში მუშაობენ საუკეთესო მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც განაპირობებს თეატრის წარმატებას და აქტუალურობას. ყველა საპრემიერო წარმოდგენა დიდი მოვლენაა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში.
მარჯანიშვილის თეატრი მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის _ ETC -ის სრულუფლებიანი წევრი გახდა!
კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას. მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნას და იდეების განხორციელების შესაძლებლობას.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერს:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“
თეატრი მუდმივად მასპინძლობს (უფასო ბილეთები):
დევნილებს
ომისა და შრომის ვეტერანებს
ყოფილ პატიმრებსა და მათ ოჯახებს
მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოხუცებს
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს.
საგანმანათლებლო პროექტი
2013 წლიდან ვმასპინობთ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტების „ერთი საათი თეატრში“, რაც გულისხმობს მუზეუმში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალის გაცნობა დათვალიერებას.
საერთაშორისო პროექტები:
„შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის ქვეპროგრამის 2015 წლის კონკურსის შედეგების თანახმად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ევროპული თეატრების ქსელთან (European Theatre Convention) თანამშრომლობით, დაფინანასება მოიპოვა. გამარჯვებული პროექტი - „ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ - პარტნიორ თეატრებთან ერთად განხორციელდა.
გვაქვს ერთობლივი და გაცვლითი პროექტები:
დიდ ბრიტანეთთან , მაკედონიასთან, საბერძნეთთან, პოლონეთთან, აზერბაიჯანთან, უკარინასთან და იტალისთან.
ინფორმაცია:
თეატრს აქვს 2 სცენა - დიდი სცენა და სხვენი
თეატრი შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისაგან
თეატრალური სეზონი - სექტემბერი / ივნისი
წლის განმავლობაში თეატრს აქვს 6-7 საერთაშორისო გასტროლი და 10-ზე მეტი მოგზაურობა საქართველოს სახვადასხვა ქალაქში.
მაყურებლის რაოდენიბა სეზონის განმავლობაში– 39 422 ადამიანი
სპექტაკლების რაოდენობა სეზონის განმავლობაში – 374 სპექტაკლი
წარმოდგენები იმართება ყოველდღე ორშაბათის გარდა (ორივე სცენა)
ადგილების რაოდენობა: დიდი სცენა- 436 ადგილი , მცირე (სხვენი) –102 ადგილი