თავისუფალი წყვილი

  • რეჟისორი: ანუკი ხოშტარია
  • თეატრი:ილიას უნივერსიტეტის სახელმწიფო თეატრი, თბილისი
  • მასპინძელი თეატრი :ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
  • თარიღი:

ავტორი: დარიო ფო, ფრანკა რამე

რეჟისორი: ანუკი ხოშტარია

სცენოგრაფია: ანანო ლიპარტელიანი

კოსტიუმების მხატვარი: ანანო ლიპარტელიანი

ქორეოგრაფი: ნანა ბიბილაშვილი

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ირაკლი არეშიძე

რეჟისორის თანაშემწე: მაკა მეტრეველი

 

ხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი, ანტრაქტის გარეშე
ჟანრი: კომედია

 

მსახიობები:

ბუკა თოლორდავა,
ნინა ყიფშიძე

 

პრემიერა შედგა: 11/10/2025

 

სპეტაკლის შესახებ

იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული კომედია, რომელშიც ცხადად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც.

ილიაილიაუნის თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია. ილიაუნის თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია. თეატრის ბაზაზე ამჟამად ხორციელდება სამაგისტრო პროგრამაცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში”. თეატრი ყოველთვის ღიაა ახალგაზრდა რეჟისორებისა და ხელოვანებისათვის,სიამოვნებით ერთვება მათ ექსპერიმენტებსა და ინოვაციურ პროექტებში. ილიაუნის თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ხშირად არიან დაკავებულები არამარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან.

 

უნის თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია. ილიაუნის თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია. თეატრის ბაზაზე ამჟამად ხორციელდება სამაგისტრო პროგრამაცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში”. თეატრი ყოველთვის ღიაა ახალგაზრდა რეჟისორებისა და ხელოვანებისათვის,სიამოვნებით ერთვება მათ ექსპერიმენტებსა და ინოვაციურ პროექტებში. ილიაუნის თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ხშირად არიან დაკავებულები არამარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან.

თეატრის დირექტორი: ნატალია თვალჭრელიძე

საკონტაქტო პირი: ნათია კვაშალი (საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი)

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 597760074 / natia.kvashali@iliauni.edu.ge

ვებ-გვერდი: https://iliaunitheatre.ge/

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved