რომანტიკოსები

  • რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :სამეფო უბნის თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

მარიტა ლიპარტელიანი, პაატა ციკოლია

 

რეჟისორი: პაატა ციკოლია

სცენოგრაფია: ირა შენგელია

კოსტიუმების მხატვარი: ქეთი გუნია

კამერა: საბა შენგელია, ეკა დარსაველიძე

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: გვანცა ენუქიძე

რეჟისორის თანაშემწე: ნათია შალიკაშვილი

თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თავაძე

ხანგრძლივობა: 2 საათი / შესვენების გარეშე
ჟანრი: დრამა

 

მონაწილეობენ: დავით ბეშიტაიშვილი, ნატა მურვანიძე, ლაშა მებუკე, ქეთი ჯავახიშვილი

 

პრემიერა: 16/09/2026

 

სპექტაკლის შესახებ

„რომანტიკოსები“ ანტირომანტიკული კამერული ტრაგედიაა - პოეტური და მძაფრი ამბავი, რომელიც მაყურებელს სკოლის მოსწავლეების სასტიკ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში ეპატიჟება. აქ ერთი მოზარდი გოგონას ტრაგედია თანდათან მთელი კულტურის მხილებად გადაიქცევა. სკოლის მოსწავლეთა რეალობა, მათი ჟარგონი და ქართული რომანტიკული პოეზია ერთმანეთს ეჯახება სამყაროში, რომელიც დუმილზე, კლასობრივ პრივილეგიებზე, ქალთმოძულეობასა და ინსტიტუციურ თვითდაცვაზე დგას. პიესა მხოლოდ ერთ დანაშაულზე არ მოგვითხრობს: ის იკვლევს, როგორ გადასცემენ სკოლები და ოჯახები ძალადობას მომავალ თაობებს, როგორ აქცევენ დუმილსა და მორჩილებას ტრადიციად და როგორ მალავენ სისასტიკეს დახვეწილი ენის უკან. „რომანტიკოსები“ მძაფრი, ვიზუალურად და ემოციურად დამუხტული სპექტაკლია - მტკივნეულად თანამედროვე ამბავი ახალგაზრდებსა და მათ მშობლებზე.

 

პრესა

2024 წლის ჰაიდელბერგის Stückemarkt-ზე მარიტა ლიპარტელიანის სადებიუტო პიესა შეფასდა, როგორც „ამაღელვებელი და მომნუსხველი ინტელექტუალური ექსპერიმენტი“ და „სულისშემხუთავი, კლაუსტროფობიული, ვირტუოზული კამერული დრამა“.

 

სამეფო უბნის თეატრი 1997 წლიდან საქართველოში ინოვაციური სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. თეატრის სცენა ყოველთვის ღია იყო ახალგაზრდა ხელოვანებისა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის. ქართული თეატრის არაერთი მნიშვნელოვანი ხმა სწორედ აქ გაისმა პირველად. სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ახალი სახელების აღმოჩენა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა ჯგუფების გაბედული პირველი ნაბიჯების წახალისება და თავისუფალი შემოქმედებითი რისკისთვის სივრცის შექმნა. სამეფო უბნის თეატრმა ფორმით რადიკალური და პოლიტიკურად მწვავე სპექტაკლებით საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი. მისი ნამუშევრები მუდმივად ეხმიანება საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებს. სამეფო უბნის თეატრი საკუთარ მისიად მიიჩნევს არა მხოლოდ ახალი თეატრალური ენის შექმნასა და მხარდაჭერას, არამედ მხატვრული თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და სოლიდარობის სივრცის დაცვას, რადგან გვჯერა, რომ თეატრი არის ადგილი, სადაც საზოგადოება საკუთარ წინააღმდეგობებს აანალიზებს და ძალებს იკრებს დუმილის დასარღვევად.

 

თეატრის დირექტორი: ნიკოლოზ თავაძე

საკონტაქტო პირი: დავით გაბუნია - სამეფო უბნის თეატრის ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელი

საკონტაქტო ინფორმაცია: 595424261 / dgabunia@yahoo.com

უილიამ შექსპირი / თარგმანი: ვახტანგ ჭელიძე

© 2026 All Rights Reserved