
რიჩარდ III
- რეჟისორი: იტაი ტაირანი
- თეატრი:თეატრი გეშერი, თელ - ავივი
- მასპინძელი თეატრი :გრიბოედოვის თეატრი
- თარიღი:
- 21 სექტემბერი - 20:00 სთ,
უილიამ შექსპირი
რეჟისორი იტაი ტაირანი
ევგენია დოდინა - მეფე რიჩარდი
თარგმანი და მუსიკალური გაფორმება: დორი პარნესი
სცენოგრაფია: ერან ატზომონი
კოსტიუმების დიზაინი: იუდით აჰარონი
განათების დიზაინი: გლებ ფლიშტინსკი
მოძრაობა: რენანა რაზი
ხმა: მიხაელ ვაისბარდი
მუსიკალური წარმოება: ამიტ პოზნანსკი
ვიდეო: ვიქტორ სოროკინი
რეჟისორის ასისტენტი იოავ დაგანი
ხანგრძლივობა: 2 საათი 50 წუთი , ერთი შესვენებით
„ რატომაც არა —
ღიმილითაც შემიძლია მკვლელობა.
და ვთქვა „კმაყოფილი ვარ“ იმაზე,
რაც გულს მწარედ მტკენს.
და ცრუ ცრემლით დავისველო ლოყები.
და სახე მოვირგო ყოველი შემთხვევისთვის.
„ყოველი უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად“ , წერდა ლევ ტოლსტოი.
„რიჩარდ მესამე“ სწორედ ასეთ ოჯახზეა.
მეფეთა შთამომავალი , ოჯახური შუღლის პირობებში აღზრდილი, უარყოფილი, სნეული და მძვინვარე ბავშვი, ზრდასურულობაში ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცევა და თანდათან ანადგურებს ყველაფერს, რაც მის გარშემოა.
ოჯახური დრამა ეროვნულ ტრაგედია ში გადაიზრდება და სპექტაკლში ზღვარი პირად ვნებებსა და პოლიტიკას შორის სრულიად იშლება.
საუკუნეების წინ, სანამ ნეტფლიქსი იარსებებდა, შექსპირმა შექმნა პირველი „სერიული მკვლელის“ სახე —არანორმალური მონსტრი, მჭევრმეტყველი და ამაღელვებელი ჯამბაზი, მოძალადე, რომელიც წარგვიძღვება განადგურების სენსაციურ გზაზე. დაჭრილი ბოროტმოქმედი, რომლის გზა ტახტრევანამდე გვამებითაა სავსე, ყველასთვის გაფრთხილებაა და იმ საშინელი საფრთხის ანარეკლია, როდესაც ოჯახის ნგრევას სახელმწიფოს განადგურებაც მოჰყვება.
მსახიობები
რიჩარდი, გლოსტერის ჰერცოგი, მოგვიანებით მეფე რიჩარდ III — ევგენია დოდინა
მეფე ედუარდ IV, რიჩარდის ძმა / იორკის ჰერცოგი, რიჩარდის, ედუარდისა და კლარენსის დედა — დორონ ტავორი
ჯორჯი, კლარენსის ჰერცოგი, ედუარდისა და რიჩარდის ძმა / ლორდ სტენლი — ისრაელ (საშა) დემიდოვი
ბუქინგემის ჰერცოგი — გილად კლეტერი
დედოფალი ელისაბედი, ედუარდის მეუღლე — მიხალ ვაინბერგი
ლედი ენი, ედუარდის ქვრივი, მეფე ჰენრი VI-ის შვილი; მოგვიანებით რიჩარდის მეუღლე — ლენა ფრაიფელდი
ლორდ ჰასტინგსი / ლონდონის მერი — ალექსანდრე სენდეროვიჩი
სერ უილიამ ქეიტსბი — პაულო ე. მორა
სერ რობერტ ბრეიქენბერი, ლონდონის ციხის ლეიტენანტი — ელი მენაშე
ერლ რივერსი, დედოფალ ელისაბედის ძმა / პრინცი ედუარდი — ნოამ ტალი
ლორდ გრეი, დედოფალ ელისაბედის შვილი მისი წინა ქორწინებიდან / იორკის ჰერცოგი (შვილი) — შირ საიაგი
მკვლელი — შლომი ბერტონოვი
ელის ეპისკოპოსი — მაქსიმ როზენბერგი
„რიჩარდ III“ გეშერის თეატრში: ბნელი სარკე, რომელიც რეალობას ირეკლავს
დაუვიწყარი სახე, მკვეთრი პოლიტიკური ინტერპრეტაცია და გამაოგნებელი სცენური ესთეტიკა. ევგენია დოდინა ბრწყინვალედ განასახიერებს ინგლისის ბოროტ მეფეს წარმოდგენაში, სადაც წარსულსა და თანამედროვეობას შორის ზღვარი წაშლილია.
დანა კაჰანი
შექსპირის რიჩარდ III-ის ამ ძლიერი და დაუვიწყარი წარმოდგენით თეატრი გეშერი
განაგრძობს თავის დამკვიდრებას, როგორც მამაცი, ბასრი და კრეატიული თეატრალური ძალა. სპექტაკლი წარმოადგენს კლასიკური პიესის თანამედროვე მახვილგონივრულ ინტერპრეტაციას, რომლის ისარი მიმართულია არა მხოლოდ სისხლიანი წარსულისკენ, არამედ თანამედროვე ისრაელის სოციალური და პოლიტიკური რეალობისკენ.
რიჩარდ III ომის ნანგრევებზე აღმავალი ტირანიის პორტრეტია - რეალური ისტორიული ფიგურა ინგლისის წარსულიდან შექსპირის ტრაგედიაში ხდება სიმბოლო ადამიანის, რომელიც ძალაუფლების მოსაპოვებლად ყველა მორალურ ღირებულებას აცამტვერებს. დღეს ასეთ ადამიანს ფსიქოპატს ან სერიულ მკვლელს უწოდებენ.
რიჩარდის III პერსონაჟი ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიური სიყალბეზეა აგებული. ეს არის არსება, რომელიც ცხოვრობს და იკვებება გაუცხოებით და კონტროლის დაუოკებელი სურვილით.
გეშერის სპექტაკლი ამ პერსონაჟს უფრო აქტუალურ კონტექსტში ათავსებს, ვიდრე ოდესმე - სამყაროში, სადაც მანიპულირება და პოლიტიკური ცინიზმი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ხოლო სიმართლე იდეოლოგიურად მოქნილი ხდება.
რიჩარდ III-ს ყურება არ არის მარტივი და ძალისხმევას საჭიროებს. პიესა, რომელიც მდიდარ და მაღალფარდოვან ენაზეა დაფუძნებული, მაყურებლისგან მუდმივ ყურადღებას, რთული დიალოგების, ნიუანსებისა და მოვლენების ინტელექტუალური, მრავალშრიანი განვითარების აღქმის უნარის გამოვლენას მოითხოვს. სპექტაკლი არც ერთი წუთით არ გვთავაზობს შვებას და მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალება არა აქვს. იტაი ტაირანი ყველა სცენას დაძაბულობისა განცდით ავსებს და განზრახ აძლიერებს მაყურებლის დისკომფორტს.
ეს წარმოდგენა სვამს მნიშვნელოვან კითხვას: შესაძლებელია თუ არა შექსპირის მსგავსი მაღალფარდოვანი არქაული ტექსტების ნაყოფიერად გამოყენება თანამედროვე წარმოდგენებში ?
პიესის ამაღლებული და რთული ენა გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე მაყურებლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის თანამედროვე თეატრალურ ელემენტებთან არის შერწყმული, მათ შორის მინიმალისტურ დადგმასთან; შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტებთან და მსახიობებთან, რომლებიც დიალოგებს სწრაფი ტემპით წარმოაჩენენ, რაც წარმოდგენას ახალ დინამიკას სძენს.
რიჩარდ III-ს როლში ქალი არ არის მხოლოდ შემოქმედებითი არჩევანი, არამედ მძლავრი განაცხადი. გენდერი ცვლის პერსონაჟის აღქმის ობიექტივს: ერთის მხრივ, არღვევს ტირანული მმართველობის მამაკაცურ მოდელს; მეორეს მხრივ, წარმოაჩენს მონსტრს, რომელიც რეპრესიული სამყაროს წნეხით ძალაუფლების, გენდერისა და შშმ მდგომარეობის შერწყმის შედეგად გაჩნდა.
ევგენია დოდინას შესრულება მომაჯადოებელია. ის შექსპირის ტრაგიკულ ანტიგმირს ერთგვარ თეატრალურ ჯოკერად აქცევს, მაყურებელს რიჩარდის დამახინჯებულ ფსიქიკაში ღრმად იზიდავს და ზიზღსა და აღტაცებას ერთდროულად იწვევს. დოდინას პერსონაჟი აერთიანებს სისუსტეს სისასტიკესთან, პიროვნულ ხიბლს სუფთა ბოროტებასთან, მკვეთრ ცინიკურ იუმორს დახვეწილ მანიპულირებასთან. იგი ქმნის მრავალგანზომილებიან პერსონაჟს, რომლისგანაც თვალის მოშორება შეუძლებელია.
შეუძლებელია უგულებელვყოთ დადგმის განსაცვიფრებელი ვიზუალური ესთეტიკა: იტაი ტაირანის რეჟისურა ზუსტია, ხოლო სცენური ეფექტების ჭკვიანური გამოყენება აძლიერებს მაყურებლის დრამატულ და ემოციურ გამოცდილებას : ერან აცმონის დიზაინი და გლევ ფლიშტინსკის განათების დიზაინი ქმნიან სიმბოლურ და ემოციურ გარემოს: ფერფლის წვიმა სცენაზე, ვიდეო არტის გამოყენება (ვიქტორ სოროკინი), სინათლის და ჩრდილის თამაში.
დადგმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი მაშინ დგება, როდესაც რიჩარდი საბოლოოდ აღწევს თავის კორონაციას. სცენის თეთრ ფონზე, სადაც მანამდე ჯვარი ეკიდა, მის პატივსაცემად შავი სკამი დგას. სკამი მიუწვდომელ სიმაღლეზეა ჩამოკიდებული და ეს მის კორუმპირებულ თანაშემწეებს კიბის გამოტანას აიძულებს. ეს სცენა საუკეთესოდ გადმოსცემს იმას, რასაც რიჩარდი და მისი მსგავსნი ნამდვილად სცემენ თაყვანს: ძალაუფლების მკვლელ წყურვილს, რომელიც უარყოფს თანაგრძნობას, მორალს და ადამიანური ღირებულების ყოველგვარ კვალს.
შავი და თეთრის ესთეტიკური არჩევანი არ არის მხოლოდ ვიზუალური მოტივი, ეს არჩევანი დრამატულ ენას სრულყოფილს ხდის. შეზღუდული ფერების პალიტრა ქმნის სამყაროს, რომელიც მოგაგონებთ შავ-თეთრ ფილმებს დაძაბულ, უსამართლო და დაუნდობელ გარემოს.
თითოეული შესვლა და გამოსვლა სცენაზე არის ტაქტიკური მანევრი საბრძოლო ველზე, ხოლო სცენა — ჭადრაკის ცოცხალი დაფაა.
სპექტაკლში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კლასიკური ებრაული სიმღერები - ეს ფონი მას უფრო აქტუალურსა და კრიტიკულს ხდის ისრაელში მიმდინარე მოვლენების მიმართ.
ტaირანი სპექტაკლს ისრაელის საზოგადოების ალეგორიად არ აწესებს; პირიქით, ის კავშირს დახვეწილად და მძაფრად ქსოვს, რაც ღრმა აკორდს იწვევს. ეს სიმღერები, ისრაელის მუსიკის ქვაკუთხედი, პოლიტიკური სირთულის ფონზე ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებასა და ეროვნულ მითებთან რეზონანსს იწვევს.
მთელი შემადგენლობა აღსანიშნავია თავისი დრამატული შესრულებებით:
გეშერის „რიჩარდ III“ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ძლიერი სანახაობა, სპექტაკლი მოწოდებაა თვითანალიზისკენ . ეს არის სარკე, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეიძლება მმართველობა მწარე ფარსად გადაიქცეს, როგორ შეუძლია საზოგადოებას უარი თქვას თავის ღირებულებებზე ცრუ სტაბილურობის სახელით და რამდენად ახლოს ვართ ხაფანგთან, რომელსაც შექსპირისა და ებრაულის მუსიკის მეშვეობით წარმოაჩენს სპექტაკლი.
მიმზიდველი ვიზუალური ესთეტიკით, შესრულებითა და ბასრი პოლიტიკური ხედვით, დადგმა არა მხოლოდ აცოცხლებს შექსპირის კლასიკას, არამედ ავსებს მას თანამედროვე აქტუალურობითა და მწვავე სოციალური კრიტიკით - ძალაუფლებაზე, პოლიტიკაზე და იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ რეალობას შავისა და თეთრის პრიზმით და ხშირად ვუგულებელყოფთ ნაცრისფერს , რომელიც მათ შორისაა.
ეს არ არის მხოლოდ თეატრალური გამოცდილება, ეს არის გამოცდილება, რომელიც დიდხანს რჩება და იწვევს ფიქრს აპლოდისმენტების დასრულების შემდეგაც.
- - 20% ფასდაკლება ბილეთებზე გაყიდვის პირველ 10 დღეს
9 –11 ივლისს, წინასწარი გაყიდვის პერიოდში, მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.
შემდეგი 7 დღის განმავლობაში (12–18 ივლისი), ბილეთების შეძენა შესაძლებელი გ