რანდევუ - ვიზუალური თეატრი
- რეჟისორები: ჯეიმს ტიერი / ვიქტორია ტიერი-ჩაპლინი / აურელია ტიერი / ჟან-ბატისტ ტიერი
- თეატრი:La Compagnie du Hanneton, პარიზი / შვეიცარია
- თარიღი:
- 11 ივლისი - 20:00 სთ,
- 12 ივლისი - 20:00 სთ,
ჯეიმს ტიერისთან, ვიქტორია ტიერი-ჩაპლინთან, აურელია ტიერისთან და ჟან-ბატისტ ტიერისთან ერთად
ხანგრძლივობა: 1 საათი 25 წუთი
ჯეიმს ტიერეს მიერ დადგმული სპექტაკლი
ლუსია ლეონარდისა და ალესიო ნეგროს მონაწილეობით
კოსტიუმები: ვიქტორია ტიერი-ჩაპლინი
სცენოგრაფია და განათება: ჯეიმს ტიერი
კოსტიუმების შესრულება: მონიკა შვარცლი
ტექნიკური დირექტორი / სცენის მენეჯერი: გერდ ვალტერი
განათების მენეჯერი / სცენის მენეჯერი: სამუელ ბოვე
ხმის მენეჯერი: გიიომ დიუგე
ორიგინალური ხმის დიზაინი: ჯეიმს ტიერი
ხმის მონტაჟი: ლუკა კოლენი, დომენიკო პეტილო
სცენის გუნდი: როქსან გრალიენი, ლუსია ლეონარდი, ალესიო ნეგრო, მონიკა შვარცლი, გერდ ვალტერი
ასისტენტი: ალესიო ნეგრო
სპექტაკლის ადმინისტრირება: დელფინ ლეკლერკი
პროდუქცია:
La Compagnie du Hanneton
DRAC Bourgogne–Franche-Comté-ის მხარდაჭერით
მსახიობების ოჯახი, რომელიც წარმოსახვის გზაჯვარედინზე დგას
სპექტაკლის შესახებ:
ვიქტორია, ჟან-ბატისტი, აურელია და ჯეიმს ტიერი ათვალიერებენ სურათების ალბომს და უბრუნდებიან წარსული წარმოდგენების ფრაგმენტებს წარმოსახვით მოგზაურობაში. ეს არის ცირკის, თეატრისა და მუსიკ-ჰოლის პირადი ისტორიები. ოჯახის ამბავი. 1971 წელს შექმნილი Cirque Bonjour-დან Cirque Invisible-მდე, ასევე La Symphonie du Hanneton, Bells and Spells, Raoul და Murmures des murs — „Rendez-vous“ ქმნის წამიერი, მოულოდნელი მომენტების ფეიერვერკს, სადაც წარმოსახვა უპირობოდ დომინირებს.
„ჩვებ შეგვეძლო გამოგვეყენებინა ყველანაირი კლიშე, დეტალურად აგვეხსნა პროცესები, გვეთქვა, რომ „Rendez-vous“ არის ფესვებთან დაბრუნება, შემოქმედებითი კულმინაცია, ოჯახური mise en abyme ან წრის დახურვა. შეგვეძლო გვესაუბრა მემკვიდრეობაზე, თეატრალურ ტრადიციაზე, კულისების ბავშვებზე ან 70-იან წლებში ახალი ტიპის ცირკის შექმნაზე მეოცნებე არტისტებზე. შეგვეძლო გაგვეანალიზებინა ყველაფერი, წარმოგვეჩინა ჩვენი მოტივაციები და ის მიზეზები, რომლებმაც ათწლეულების შემდეგ კვლავ ერთ სცენაზე დაგვაბრუნა. მაგრამ ამას არ გავაკეთებთ. თქვენთვის დავტოვებთ წარმოსახვის შესაძლებლობას — იოცნებოთ, წარმოიდგინოთ, ან საერთოდ უგულებელყოთ ეს ყველაფერი — რათა თავისუფლად იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად ამ ჯადოსნური შეხვედრის გულში.“
ჯეიმს ტიერი
ჟან-ბატისტ ტიერი
პარიზში, მუშათა კლასის ოჯახში დაბადებული ჟან-ბატისტ ტიერიმ კარიერას დაიწყო ერთდროულად სტამბაში და Théâtre de la Porte Saint-Martin-ში პრომპტერად. მსახიობის ხელოვნებას სწორად ამ თეატრში დაეუფლა.
1957 წელს ჟან-ბატისტი ერთვება როჟე პლანშონის Théâtre de la Cité-ის დაარსებაში. თანამშრომლობს პიტერ ბრუკთან და ჟან-მარი სეროსთან. 25 წლის ასაკში ქმნის საკუთარ დასს და დგამს რამდენიმე მნიშვნელოვან სპექტაკლს.
კინოში თანამშრომლობდა ალენ რენესთან (Muriel), ჟაკ ბარატიესთან (Dragées au poivre, Pièges) და ფედერიკო ფელინისთან (I Clowns). 1968 წლიდან იგი ცირკის ხელოვნებას მიუბრუნდა სამუდამოდ.
ვიქტორია ტიერი-ჩაპლინი
1970 წელს ვიქტორია ჩაპლინი შეხვდა მსახიობსა და რეჟისორს ჟან-ბატისტ ტიერის. მათ ერთად შექმნეს Cirque Bonjour ავინიონის ფესტივალზე (1971).
ნელნელა მსახიობებმა განავითარეს ცირკის უფრო პერსონალური, ფანტასმაგორიული ენა. სპექტაკლში Cirque Imaginaire-ში სცენაზე ჟან -ბატისტი და ვიქტორია არიან, შვილებთან — აურელიასა და ჯეიმსთან ერთად.
სპექტაკლით Cirque Invisible ოჯახი მსოფლიოს მასშტაბით ტურნეს მართავს. 2003 წელს ვიქტორიამ შექმნა L’Oratorio d’Aurélia, რასაც მოჰყვა Murmures des murs (2011) და Bells and Spells.
აურელია ტიერი
აურელია ტიერი სცენაზე პირველად მშობლების სპექტაკლებში — Cirque Imaginaire და Cirque Invisible — გამოჩნდა. წლები მუშაობდა ბერლინის კაბარეებში და თანამშრომლობდა Tiger Lillies-თან.
კინოში აჯრელია მონაწილეობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან მილოშ ფორმანი და ჟაკ ბარატიე. მისი დებიუტი L’Oratorio d’Aurélia-ში (2003) შედგა. სპექტაკლმა უამრავი ქვეყანა მოიარა წარმატებით აშშ-ში, ევროპაში, აზიაში, ბრაზილიასა და ავსტრალიაში.
ჯეიმს ტიერი
მრავალმხრივი, „360°“ არტისტი, ჯეიმს ტიერი ბავშვობიდან მოგზაურობდა Cirque Imaginaire-თან ერთად, სადაც დაეუფლა აკრობატიკას, მუსიკას, ცეკვასა და პანტომიმას.
თანამშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან პიტერ გრინუეი, რობერტ უილსონი, კოლინ სერო, კლოდ მილერი და ტონი გატლიფი.
1998 წელს დააარსა Compagnie du Hanneton, რომლის სპექტაკლებმაც მსოფლ. იო მოიარა.
მის ნამუშევრებს შორისაა: La Symphonie du Hanneton, Raoul, Tabac Rouge, Frôlons, Room და სხვ.
ჯეიმს ტიერის მიღებული აქვს მარავალი პრიზი და ჯილდო, მათ შორის მიიღო ყველაზე პრესტიჟული „მოლიერის“ პრემია შვიდჯერ და „სეზარი“.