ორფეოსი

  • რეჟისორი: გიორგი მაისურაძე
  • თეატრი:თეატრი ათონელზე
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი ათონელზე
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი - გიორგი მაისურაძე

რეჟისორი - გიორგი მაისურაძე

პროდიუსერი - თინათინ სალუქვაძე

კოსტიუმების მხატვარი - დავით აფაქიძე

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - სანდრო თედიაშვილი

 

მონაწილეობენ:

ნინი იაშვილი, მათე ხიდაშელი, ბექა ხაჩიძე, სოფიკო გვიმრაძე,

 

 ხანგრძლოვობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე.

ჟანრი-

მოგზაურობის შემთხვევაში - 10 ადამიანი.

 

„ორფეოსი“ გიორგი მაისურაძის ორიგინალური პიესაა, რომელიც ინსპირირებულია ალბრეხტ დიურერის ნახატით „ორფეოსის სიკვდილი“ და ჰაინერ მიულერის ლექსით „ორფეოსი ხნულებქვეშ“. პიესაში ორფეოსის უკანასკნელი დღეა ნაჩვენები, სანამ მას ბაკხი ქალები მოკლავენ. ის დევნილია, თავისი ორი ყმაწვილის ამარა დარჩენილი, აღარც თავისი შემოქმედებითი უნარები აღარ აქვს, რომლების გამოც ყველა დროის უდიდეს ხელოვანადაა შერაცხული და მხოლოდ წარსულში გმირობების გახსენებაღა შეუძლია. ნათელმხილველ ტირესიასთან კამათში, რომელიც ხელოვნების, როგორც მსხვერპლშეწირვის არსს ეხება, ცხადდება მისი საბოლოო სურვილი - თავისი ძალადობრივი სიკვდილი აქციოს ხელოვნების ნაწარმოებად

თეატრი ათონელზე დამოუკიდებელი თეატრია, ის  2005 დაარსდა. თეატრს არ ჰყავს საკუთარი მუდმივმოქმედი დასი და ხშირად უთმობს სცენას თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორებს და მსახიობებს, რითიც საშუალებას აძლევს მათ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.

თეატრის დირექტორი : თინათინ სალუქვაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

 ელ:ფოსტა: atonelith@gmail.com

ტელ: +995 599285000

© 2025 All Rights Reserved