ოქსიმორონი
- რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
- თეატრი:კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
- თარიღი:
- 18 სექტემბერი - 20:00 სთ,
რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
კომპოზიტორი: ბეგი მონიავა
ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე
სცენოგრაფი: კახა ბაკურაძე
მონაწილეობენ: კატო ჯაფარიძე, ანა ლევენეცი, ნიკა შაბურიშვილი, ლაშა რობაქიძე
ხანგრძლივობა: 50 წუთი, შესვენების გარეშე
პრემიერის თარიღი ; 10 მაისი, 2026
სპექტაკლის შესახე:
სპექტაკლი წარმოდგენილია ჩუმი დისკოს ფორმატში — მაყურებელი მიიღებს ყურსასმენებს და თითოეული სცენა სწორედ მათში გაიშლება. მსახიობები ქორეოგრაფიული, ფიზიკური თეატრის ენით გააცოცხლებენ სხვადასხვა „ოქსიმორონულ“ სიტუაციას, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ასახავს.
ეს არის დისკო, რომელიც ჩუმია — და სწორედ ამიტომაა ოქსიმორონი.
სპექტაკლი არღვევს ტრადიციულ თეატრალურ ფორმას და წარმოდგენილია “Happening” სტილში.
მაყურებელს შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს სივრცეში, აყვეს რიტმს, გახდეს მოქმედების ნაწილი, ან თუნდაც დატოვოს დარბაზი ყურსასმენებით და კვლავ დაბრუნდეს.
ოქსიმორონი არის ურთიერთგამომრიცხავი სიტყვების თანწყობა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ პარადოქსებს ასახავს — პატარა ბრბო, მშვიდი ქაოსი, სწრაფი რიგი და ა.შ. სპექტაკლი ამ წინააღმდეგობებს უსიტყვო, ალეგორიულ ფორმაში აცოცხლებს.
მოძრაობის თეატრი 2000 წელს კახა ბაკურაძემ დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.
თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ანა გოგიშვილი (რეჟისორი)
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599 496 561 / gogishviliani923@gmail.com
მოძრაობის თეატრი 2000 წელს კახა ბაკურაძემ დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. <span style="font-size: 10.5pt; box-sizing: border-box; position: relative; margin: 0px; padding: 0px; bor