
მედეა
- რეჟისორი: თემო კუპრავა
- თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფეისული დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (სხვენი)
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი - ჟან ანუი
თარგმანი ლევან ბერძენიშვილის
დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
დამდგმელი მხატვარი - ანანო ლიპარტელიანი
რეჟისორის თანაშემწე - თამარ ფრუიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მედეა - ნინი კვირიკაშვილი
იასონი - გიორგი ტაბიძე
ძიძა - ქეთევან გეგეშიძე
კრეონი - აკაკი ხიდაშელი
ნინუცა ცაგარეიშვილი, თემო ვაჭარაძე
შვილები - ანასტასია მაჭავარიანი, ნატალია ღლონტი, ლილე ახალაძე, ელისაბედ ხუციშვილი
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
სპექტაკლის შესახებ: ანტიკური ისტორია, რომელიც ისე უხდება დღევანდელ რეალობას, როგორც არაფერი სხვა. მედეას მარადიული სახე - ძლიერი ქალი, რომელიც სიყვარულისთვის ყველაფერს თმობს.
მედეას ამბავი მსხვერპლითაა სავსე. მან იასონთან ყოფნის გამო, სისხლი დაღვარა, საშინელი დანაშაული ჩაიდინა. გახდება თუ არა საჭირო კვლავ დანაშაულის ჩადენა, რათა მედეა იასონს გამოეთხოვოს?
ქალი, რომელიც უარს ამბობს ყველაზე ძვირფასზე, ხდება თუ არა ანტიგმირი? იქნებ მედეა როგორც მშობელი, იცავს იმას, რისი წართმევაც სურს მისგან ხელისუფალს?
სპექტაკლში გამოყენებულია ეპიზოდი ევრიპიდეს „მედეა“ - დან
მარჯანიშვილის თეატრი 97- ე თეატრალური სეზონს ხსნის. თეატრი მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების ერთგული რჩება. ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელი დაემკვიდრებინა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 1928 წლიდან 1933 წლამდე თეატრის დამაარსებელი და უდიდესი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი იყო. მისი გარდაცვალების თეატრს სათავეში ისეთი ცნობილი რეჟისორები იყვნენ როგორიცაა ვასილ ყუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე. 2006 წლიდან 2023 წლამდე.
2006-2022 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რეჟისორი ლევან წულაძე. რომელმაც თეატრი ახალი შემოქმედებითი ტენდეციებით გაამდიდრა. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი, პედაგოგი გიორგი მარგველაშვილია. თეატრში მუშაობენ საუკეთესო მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც განაპირობებს თეატრის წარმატებას და აქტუალურობას. ყველა საპრემიერო წარმოდგენა დიდი მოვლენაა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში.
მარჯანიშვილის თეატრი მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის _ ETC -ის სრულუფლებიანი წევრი გახდა!
კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას. მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნას და იდეების განხორციელების შესაძლებლობას.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერს:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“