მარო (მარო მაყაშვილის დღიურების მიხედვით)
- რეჟისორები: თათა თავდიშვილი & ტატო გელიაშვილი
- თეატრი:სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
- მასპინძელი თეატრი :მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
რეჟისორები - თათა თავდიშვილი & ტატო გელიაშვილი
სცენოგრაფია - თათა თავდიშვილი & ტატო გელიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი - თათა თავდიშვილი & ტატო გელიაშვილი
ქორეოგრაფი - თათა თავდიშვილი & ტატო გელიაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - მიხეილ ზაქაიძე
რეჟისორის თანაშემწე - სოფიო ორჯონიკიძე
ჟანრი: არავერბალური თეატრი
მონაწილეობენ: მირიან კოხრეიძე, ლიზა ნიკვაშვილი, ნინო ნოზაძე, გიორგი ყიფშიძე, შაკო ჩალაგაშვილი, ლუკა ჩიბუხაია
პრემიერის თარიღი: 20/11/2025
ხანგრძლოვობა / შესვენება: 55 წთ
სპექტაკლის შესახებ:
Bienalle College”-ს გამარჯვებული ფიზიკური თეატრის - კომპანია „ჰოის“ - ქორეოგრაფიულ-თოჯინური სპექტაკლი მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით. იმ რეალობაში, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, აუცილებელია, რომ შემოქმედება თავისი შინაარსით გახდეს ბრძოლის იარაღი იმ ხიდჩატეხილობის ამოსავსებად, სადაც საზოგადეობის აზრი ორად იხლიჩება. ქართველობის იდენტობა ხშირად ჭარბი რომანტიზირებით დამახინჯებულია, რაც აცლის ფუნდამენტს საქართველოს დამოუკიდებლობას და მისი კულტურული ღირებულებების რეალურ არსს. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა უნდა გაცდეს აღმატებულ ფრაზეოლოგიზმებს და გახდეს ქმედითად დაუზოგავი, ნამდვილი, ხელშესახები. ჩვენი წინაპარი მარო მაყაშვილი, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, მაგალითი ახალგაზრდა ქართველი პატრიოტისა. ერთი შეხედვით მისი საქციელი გულუბრყვილოა, თუმცა მეორე მხრივ ძლიერი სიყვარულის და ბრძოლის მკაფიო მანიფესტია. პროექტი ხორციელდება „ბიენალე კოლეჯეს“ ყველა სახელმძღვანელო წესის დაცვით. აქ ვაზიარებ ვიდეო ლინკს - https://www.youtube.com/watch?v=4FFLwH7RWjI
პრესა:
„მარო“, თეატრალური კომპანიის „ჰოის“ ნამუშევარი, ეძღვნება მარო მაყაშვილს, ახალგაზრდა ქართველ ქალს, რომელიც რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს წითელი ჯვრის მედდად ჩაეწერა, თუმცა რამდენიმე დღეში დაიღუპა. ეს არის მცდელობა, აღდგეს კოლექტიური მეხსიერება, რომელიც გვაფიქრებინებს დღევანდელობაზე და იმაზე, როგორ ვუყურებთ მიგრაციას, ეროვნულ იდენტობას და იმ ფუნდამენტურ განცდას, რომელსაც ადამიანის ეროვნული ვინაობა და სამშობლოს სიყვარული ჰქვია.“ — ჯანი ფორტე, La Repubblica
„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ — ეს მიხეილ თუმანიშვილისეული ხედვა დღემდე განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით სულისკვეთებას. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1975 წელს დაარსებული თეატრალური სახელოსნოს საფუძველზე, 1978 წელს შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი — უნიკალური სტუდიური სივრცე, რომლის ბირთვს მიხეილ თუმანიშვილის ექსპერიმენტული ჯგუფის მსახიობები და რეჟისორები წარმოადგენდნენ. მიხეილ თუმანიშვილის — ქართული თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორისა და პედაგოგის — შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღემდე განსაზღვრავს თეატრის იდენტობას. 1996 წლიდან თეატრი მის სახელს ატარებს და აგრძელებს „თუმანიშვილის სკოლის“ ტრადიციას, აერთიანებს გამოცდილებასა და თანამედროვე თეატრალურ ძიებებს. დღეს თუმანიშვილის თეატრი არის სარეპერტუარო სახელმწიფო თეატრი მუდმივი დასით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ რეჟისორებთან, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ გაცვლით პროექტებში. თეატრის სცენა - ღია, ფარდისა და კულისების გარეშე - თავად მიხეილ თუმანიშვილის კონცეფციით შეიქმნა და დღემდე ინარჩუნებს თეატრის მთავარ ფასეულობას - მსახიობისა და მაყურებელს შორის უშუალო კავშირს.
სამხატვრო ხელმძღვანელი - იოანე (ვანო) ხუციშვილი
თეატრის დირექტორი - (ვანო) ხუციშვილი
საკონტაქტო პირი და პოზიცია - მაია ოდიშარია / პროექტების კურატორი
საკონტაქტო ინფორმაცია +995 591615223 / maia.odisharia@tumanishvilitheatre.ge / www.tumanishvilitheatre.ge