
მანა
- რეჟისორი: ნოა ვერტჰაიმი
- თეატრი:ვერტიგო დანს კომპანი , ისრაელი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
- 5 ოქტომბერი - 20:00 სთ,
თანამედროვე ცეკვა
ქორეოგრაფი: ნოა ვერტჰაიმი
თანაქორეოგრაფი: რინა ვერტჰაიმ-კორენი
კომპოზიტორი რან ბანო
განათების მხატვარი დან ფიშოფ
კოსტიუმების მხატვარი ქედემ სასონი
სცენოგრაფია ზოჰარ შოეფის
ფოტოგრაფები: ზივ ბარაკი და ეფრატ მაზორი
ხანგრძლივობა ; 60 წთ ( შესვენების გარეშე )
მოცეკვავეები : კორინა ფრაიმანი , მიკაჰ ამოსი
ედენ ბენ-შიმოლი, ზუზანა პრეTზერი, ილან გოლუბოვიჩი, ალმა კარვატ შემეში, ეიალ ელჩარარი, ნოა ისრაელი, ეშედ ვაისმანი, ნივ ქაბირი
სპექტაკლის შესახებ :
მანა – „რა არის ის, რაც უპირველესად უნდა განახლდეს – ჭურჭელი თუ სინათლე?“
რა სურს მზეს - შეავსოს მთვარის შუქის უკმარისობა თუ სწორედ მთვარის სინათლის სიმწირეა, რაც განახლების ჭურჭელს წარმოშობს?
(ზოარის მიხედვით)
ვერტიგო დანს კომპანის ნამუშევარი „მანა“ სინათლის ჭურჭელია.
ნოა ვერტჰაიმი ამ ნამუშევრით ცდილობს შეისწავლოს სუნთქვაში არსებული სივრცე – სივრცე შინაგანსა და გარეგანს , ფრენის სურვილსა და მიწაზე დაბრუნების მღელვარებას შორის.
„მანა“ სინათლის გადმოცემის რიტუალია განკურნების მიზნით. ნოა ვერტჰაიმი სცენაზე წარმოადგენს უნიკალურ სპირალურ მოძრაობას, რომელიც ენერგეტიკულ იმპულსის საფუძველზე გარდაიქმნება დახვეწილობისა და საკუთარი თავის მიმღებლობის ენად – სიცარიელის განცდა შთაგონებად იქცევა შევსებისა და სრულყოფისკენ.
პრესა :
„ეს ცეკვა... შექმნილი ნოა ვერტჰაიმის მიერ წყალივით მოედინება, სინათლის რომლებიც თავიანთი თავმდაბლობის გამო კვალსაც არ ტოვებენ ..... ფიზიკურსა და სულიერს შორის უწვრილეს გამყოფზე, ეს ესთეტიკური ნამუშევარი ასახავს პროფესიონალიზმს, უწყვეტობის სიამოვნებას... შთააგონებს მედიტაციის სესიის დასრულების მშვენიერ გრძნობას... მოცეკვავეები კი ნამდვილად ძვირფასი ნაწილია ამ ყველაფრის... (რუთ ეშელი, HaAretz,.)
„Vertigo Dance Company-ის წვლილი ისრაელის თანამედროვე ცეკვის განვითარებაში დიდია და მისი დახვეწილი შემოქმედებითი ყველა წამოწყება მუდმივად ვითარდება...“ (ტალ ლევინი, აჩბარ ჰაირი,)
„ღრმა ფილოსოფიური ნიჭი... განსაკუთრებული რითმულობით, ხალისითა და სულით... სრულიად უნიკალური და მომხიბვლელი... ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საცეკვაო წარმოდგენა...“ (ლია სოლომონ იეჰოშუა, Darom Radio)
„მიზიდულობის კანონების დარღვევით, Vertigo Dance Company, რომელიც ოც წელზე მეტი ხანია ქმნის თანამედროვე ცეკვის უპრეცედენტო ნაწარმოებებს, ამჯერად მიზუდულობის კანონის ყველა დარღვევით წარმოგიდგენთ ნოა ვერტჰაიმის ახალ ქორეოგრაფიას, რომელიც ახალსა და ძველს, მისტიკურსა და რეალურს ეხება.... ცეკვა ძალიან ლამაზია, ჯადოსნური და სუნთქვისშემკვრელი (ალის ბლიტენტალი, Marker Café)
- 20% ფასდაკლება ბილეთებზე გაყიდვის პირველ 10 დღეს
9 –11 ივლისს, წინასწარი გაყიდვის პერიოდში, მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.
შემდეგი 7 დღის განმავლობაში (12–18 ივლისი), ბილეთების შეძენა შესაძლებელი გახდება ყველა ბარათის მფლობელისთვის, თუმცა -20% ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებისთვის.
ვერტიგო დანს კომპანი 1992 წელს ნოა ვერტჰაიმისა და ადი შაალის მიერ დაარსდა, როგორც შთაგონების წყარო, რომელიც აერთიანებს შემოქმედებას, ჰუმანურობასა და ბუნებას. კომპანიას გამორჩეული ადგილი უკავია თანამედროვე ცეკვის სამყაროში როგორც ისრაელში, ასევე მთელს მსოფლიოში. ვერტიგო დანს კომპანი ერთ-ერთია ისრაელის თანამედროვე ცეკვის წამყვან კომპანიებს შორის, იგი ისრაელის ხელოვნების საერთაშორისო ელჩად იქცა და სასურველი სტუმარია ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალსა და თეატრალურ სცენაზე მსოფლიოს მასშტაბით .
ნოა ვერტჰაიმის უნიკალური შემოქმედებითი ენისა და ქორეოგრაფიის მეშვეობით ვერტიგო ცდილობს გააფართოვოს ცეკვის საზღვრები სოციალური და ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად. ნოა, კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელი, მუშაობს და ქმნის საკუთარ სტუდიაში, რომელიც მდებარეობს ვერტიგოს ეკო ხელოვნების სოფელში. აქ იგი აზე შაალთან და მათ სამ შვილთან ერთად ცხოვრობს შემოქმედებითად და ეკოლოგიურად შეგნებულ საზოგადოებაში.
ვერტიგო დანს კომპანისა და ვერტიგო ეკო ხელოვნების საზოგადოების არსი სამყაროსა და სიცოცხლის ენერგიის შერწყმაში მდგომარეობს . კომპანია მუდმივად ეძებს ახალ საინტერესო თანამშრომლობასა და შემოქმედებით გამოწვევებს.