კონკიას სიკვიდილი
- რეჟისორი: ქეთევან სამხარაძე
- თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი - ჯაბა ქურთიშვილი, ბექა მაისურაძე
რეჟისორი - ქეთევან სამხარაძე
სცენოგრაფია - ჯაბა ქურთიშვილი
კოსტიუმების მხატვარი - ჯაბა ქურთიშვილი
ქორეოგრაფი - გიორგი ტიელიძე, თინათინ წულაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - შოუში გამოყენებულია სხვადასხვა მუსიკალური საუნდტრეკები (ფილმები, სერიალები), როგორც მიძღვნა ხელოვნებისადმი.
რეჟისორის თანაშემწე: ბექა მაისურაძე
ჟანრი: დეტექტივი
მონაწილეობენ: ნინო კასრაძე, ბაია დვალიშვილი, ნატა მურვანიძე, მანანა კოზაკოვა, ნინო ბურდული, ნათია ბუნტური, ნატო გაგნიძე, თინათინ წულაძე, ირინკა ჩხენკელი, ანა გავვა, ჩიდერა ოდუქუ, მარიამ კორკოტაძე, სოფო ლიპარტელიანი, თეოშა კუბლაშვილი, ქეთა ლომაძე
პრემიერის თარიღი: 06/07/2026
ხანგრძლივობა / შესვენება: 70 წუთი, შესვენების გარეშე
სპექტაკლის შესახებ:
„კონკიას სიკვდილი“ არის ბრენდ DZHABA-ს ახალი კოლექციის ექსკლუზიური წარდგენა, წარმოდგენილი უნიკალური თეატრალური შოუს ფორმატში. ეს არ არის მხოლოდ მოდების ჩვენება და არც კლასიკური სპექტაკლი. ეს არის ინტერდისციპლინური წარმოდგენა, სადაც მაღალი მოდა, თეატრი, კინო, მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება ერთიან მხატვრულ სივრცეში ერთიანდება.
პოდიუმი სცენად გარდაიქმნება, ხოლო თითოეული სამოსი სიუჟეტის, ემოციისა და პერსონაჟის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
შოუს ცენტრში ახალგაზრდა ქალის იდუმალი სიკვდილია. ხუთი ქალი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ისტორიებს ჰყვებიან, მაყურებელს სთავაზობენ მოგზაურობას სიყვარულის, ამბიციის, სილამაზის, შურის, ძალაუფლებისა და ქალის იდენტობის თემებზე.
წარმოდგენაში DZHABA-ს კოლექცია მხოლოდ ვიზუალური ელემენტი არ არის — ის დრამატურგიის ნაწილია, სადაც თითოეული კოსტიუმი საკუთარ ისტორიას ყვება.
პროექტის განსაკუთრებული ღირებულებაა ისიც, რომ ქართული თეატრისა და კინოს ხუთი ლეგენდარული მსახიობი კარიერაში პირველად დგას ერთად ერთ სცენაზე.
„კონკიას სიკვდილი“ ქმნის ახალ ფორმატს, სადაც მოდა აღარ არის მხოლოდ სანახაობა — ის თეატრის სრულფასოვანი ენა ხდება.
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი ვიზა
საკონტაქტო პირი: თეკლე მუსერიძე
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 593424333, email: tekle.museridze@theatrefactory42.ge