იატაკქვეშეთის ადამიანი

  • რეჟისორი: ლევან წულაძე
  • თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
  • თარიღი:

ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების „წერილენი იატაკქვეშეთიდან“ მიხედვით


დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე

მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი

რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე

ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე

ციფრული ხელოვნების ავტორი - ლევან გელიაშვილი ერედელი

 


მონაწილეობენ:

ნიკა კუჭავა, ნინა ლორთქიფანიძე

სპექტაკლის შესახებ:

ის არ არის გმირი.

ის არ ითხოვს თანაგრძნობას.

ის უბრალოდ არსებობს — იატაკქვეშეთში, ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეში.


დოსტოევსკის ამავდროულად შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი ტექსტი მოგზაურობაა ადამიანური ფსიქიკის სიღრმეში — სარკასტული მონოლოგი, რომელიც დროის ზღვარს სცდება და კითხვას გვიტოვებს:

ვინ ვართ სინამდვილეში, როცა აღარავინ გვადევნებს თვალს?

პრემიერა შედგა 2026 წლის 7 აპრილს
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 75 წუთი, ერთი შესვენებით

თეატრი სახელოსნო 42 დამოუკიდებელი თეატრია, ის 2023 წელს გაიხსნა  და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY-ის ტერიტორიაზე. თეატრი 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების , როგორც აუცილებლობის,   განვითარება  და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში;

თეატრი სახელოსნო 42” 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.

თეატრი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მეორე სეზონის ბოლოს მისი რეპერტუარი უკვე 12 სპექტაკლს მოიცავს -  კლასიკა, თანამედროვე დრამატურგია, დოკუმენტური პიესა. ხოლო  საგანმანათლებლო პროექტები  , რომელიც თეატრში გაჩნდა, პოპულარულია და მოთხოვნადი.

თეატრალური ხელოვნების განვითარება და მსოფლიო კულტურულ რუკაზე ინტეგრირება ჩვენი მისიაა, ამიტომ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები და ტექნოლოგიური უორქშოფები, საერაშორისო გაცვლითი პროექტები,  გამოფენები და კონფერენციები თეატრის პროფესიების სხვადასხვა მიმართუოლებით ; კოპროდუქციები ჩვენი დიდი ინტერესია და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ.

თეატრს არ ჰყავს მუდმივი დასი, აქ გამოცდილ მსახიობებთან ერთად სცენაზე სრულიად ახალგაზრდები დგანან.

მიუხედავად რთული სეზონის (2024-2025 წლის სეზონი), 3 თვიანი გაფიცვისა  და წინააღდეგობის მოძრაობისა, თეატრმა 3 პრემიერა გამოუშვა,  მიიღო მთავარი პრემია თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოვებაზე და საერთაშორისო პროექტებსაც უმასპინძლა;

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved