გონზაგოს მკვლელობა

  • რეჟისორი: პეტრუ ვუტკარაუ
  • თეატრი:ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი  - ნედიალკო იორდანოვი

რეჟისორი  - პეტრუ ვუტკარაუ

სცენოგრაფია -  თეო კუხიანიძე

კოსტიუმების მხატვარი - ვერა ყიფიანი

ქორეოგრაფი - გიორგი ქართველიშვილი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება  - პეტრუ ვუტკარაუ

რეჟისორის თანაშემწე -  ინგა მესხორაძე

 

მონაწილეობენ:

ჩარლზი - დავით როინიშვილი
ელიზაბეტი - სოფიო ჩირაძე
ბენვოლიო - თენგიზ ჯავახაძე
ჰენრი - იოანე იმედაძე
ამალია - შორენა სიხარულიძე
სუფლიორი - აბელ სოსელია
პოლონიუსი - გელა ებანოიძე
ჰორაციო - ირაკლი კვერღელიძე
ჯალათი - ნიკა ძნელაძე
ჰამლეტი - გიორგი გიორგაძე
მეფე - გოჩა ნენსიწვერიძე
დედოფალი - ინგა კაკიაშვილი
პირველი მცვრლი - გიორგი ქართველიშვილი
მეორე მცველი - აეჩილ კოსტანაშვილი.

 

ხანგრძლოვობა: 2 სთ. 20 წთ, სპექტაკლი ორ მოქმედებად.

 

,, გონზაგოს მკვლელობა" - ეს არის  სპექტაკლი სპექტაკლში.

 ყველას კარგად გვახსოვს ,, ჰამლეტის" მესამე მოქმედების ძირითადი თემა, როცა მოხეტიალე მსახიობები, პრინცის დავალებით, სპექტაკლს თამაშობენ. სწორედ ეს თემაა გაშლილი ნედიალკო იორდანოვის პიესაში და მოხეტიალე მსახიობთა დასის მოკლე თავგადასავალს მოგვითხრობს.  აქ ყველას თავისი განსაზღვრული როლი აქვს, ზოგმა უკვე იცის ამის შესახებ, ზოგმა - არა. მრავლადაა ინტრიგები, შურისძიება, ტყუილი და ღალატი. ესაა დემონსტრირება იმის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით :  სხვა სხვის მაგივრად და გამარჯვებული მესამე - ერთი შეხედვით, სრულიად გვერდით მდგომი.

 სპექტაკლი განახორციელა კიშინიოვის ეჟენ იონესკოს სახელობის ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა  პეტრუ ვუტკარაუმ.

ქუთაისის დრამატული თეატრის ისტორია მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება.

1861 წელს 3 მარტს, ქალაქის საზოგადო საკრებულოს შენობაში, დაიდგა გიორგი ერისთავის ისტორიული კომედია ,,გაყრა“.

1862-1880 წლებში აკაკი წერეთელმა და სცენისმოყვარეებმა ქუთაისში ნიადაგი მოამზადეს პროფესიული დასის დაარსებისთვის.

1880 წელს ქუთაისში პროფესიული თეატრის დაარსება კოტე მესხის სახელს უკავშირდება.

გამორჩეული ადგილი უჭირავთ ლადო მესხიშვილს, რომლის სახელი 1940 წელს ქუთაისის თეატრს ოფიციალურად მიენიჭა და კოტე მარჯანიშვილს, რომელმაც 1928 წელს შექმნა ქუთაის - ბათუმის მეორე სახელმწიფო თეატრი.

1955 წელს გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, რომელსაც 2009 წელს მიენიჭა ,,ძეგლის სტატუსი“. 

სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრში მოღვაწეობდნენ და საეტპო მნიშვნელობის სპექტაკლებს დგამდნენ ცნობილი ქართველი რეჟისორები; მის სცენაზე თამაშობდნენ დიდი ქართველი მსახიობები; თავის ნამუშევრებს ქმნიდნენ გენიალური ქართველი მხატვრები; თეატრის მუზეუმში დაცულია ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა ხელნაწერი პარტიტურების უნიკალური ფონდი.             

2007 წლიდან თეატრის წინ ვარსკვლავები გაუხსნეს ექვს მსახიობს.         

2008 წელს გაიხსნა მცირე სცენა.

2020 წლის 10 ოქტომბერს, თეატრის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა ახალი თეატრალური სივრცე - ,,მწვანე თეატრი“. 

 მესხიშვილის თეატრი სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში; გაფორმებული აქვს შემოქმედებითი თანამშრომლობის მემორანდუმები ევროპის სხვადასხვა თეატრებთან, აწარმოებს კოპროდუქციულ დადგმებს.

მესხიშვილის თეატრი აქტიურად მონაწილეობს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. 2023 წელს მან მოიპოვა გამარჯვება პროექტით ,,ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის ფუნდამენტი“.  გამარჯვებულად გამოვლენილი პიესა 2024 წელს დაიდგა მესხიშვილის თეატრში.  

 

თეატრის დირექტორი  -   გიორგი თავაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა : giorgigoga@gmail.com

© 2025 All Rights Reserved