ღამე ზუსტად ტყეების წინ

  • რეჟისორი: დათა თავაძე
  • თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :სამეფო უბნის თეატრი
  • თარიღი:
    • 19 სექტემბერი - 20:00 სთ,

ბერნარ-მარი კოლტესი

თარგმანი: ვალერი ოთხოზორია, დათა თავაძე, დავით გაბუნია

რეჟისორი: დათა თავაძე

სცენოგრაფია: ქეთევან ნადიბაიძე

კოსტიუმების მხატვარი: ქეთევან ნადიბაიძე

კომპოზიტორი: ნიკა ფასური

რეჟისორის თანაშემწე: მაია სახლთხუციშვილი

ხანგრძლივობა: 55 წუთი
ჟანრი: დრამა

პრემიერა შედგა: 21/08/2026

 

მონაწილეობენ: სანდრო სამხარაძე

 

სპექტაკლის შესახებ

გვიან ღამით, წვიმით გაჟღენთილ ქუჩაზე, ერთი უცნობი მეორეს აჩერებს და იწყებს ლაპარაკს ისე, თითქოს გაჩუმება გაქრობას ნიშნავდეს. 1977 წელს დაწერილი ბერნარ-მარი კოლტესის „ღამე ზუსტად ტყეების წინ“ ერთი უწყვეტი წინადადებაა - მოგონებების, სურვილების, ბრაზის, სინაზის, ძალადობისა და მონატრების სულმოუთქმელი ნაკადი.

 

სამეფო უბნის თეატრი 1997 წლიდან საქართველოში ინოვაციური სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. თეატრის სცენა ყოველთვის ღია იყო ახალგაზრდა ხელოვანებისა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის. ქართული თეატრის არაერთი მნიშვნელოვანი ხმა სწორედ აქ გაისმა პირველად. სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ახალი სახელების აღმოჩენა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა ჯგუფების გაბედული პირველი ნაბიჯების წახალისება და თავისუფალი შემოქმედებითი რისკისთვის სივრცის შექმნა. სამეფო უბნის თეატრმა ფორმით რადიკალური და პოლიტიკურად მწვავე სპექტაკლებით საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი. მისი ნამუშევრები მუდმივად ეხმიანება საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებს. სამეფო უბნის თეატრი საკუთარ მისიად მიიჩნევს არა მხოლოდ ახალი თეატრალური ენის შექმნასა და მხარდაჭერას, არამედ მხატვრული თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და სოლიდარობის სივრცის დაცვას, რადგან გვჯერა, რომ თეატრი არის ადგილი, სადაც საზოგადოება საკუთარ წინააღმდეგობებს აანალიზებს და ძალებს იკრებს დუმილის დასარღვევად.

თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თავაძე

საკონტაქტო პირი: დავით გაბუნია - სამეფო უბნის თეატრის ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელი

საკონტაქტო ინფორმაცია: 595424261 / dgabunia@yahoo.com

© 2026 All Rights Reserved