გამოგონებები

  • რეჟისორი: პეპ რამისი და მარია მუნიოსი
  • თეატრი:მალ პელო
  • მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
  • თარიღი:
    • 14 ოქტომბერი - 20:00 სთ,

პეპ რამისი და მარია მუნიოსი 

ცეკვა

რეჟისორები:  პეპ რამისი და მარია მუნიოსი   
ქორეოგრაფია პეპ რამისის და მარია მუნიოსის
ფოტოგრაფი: ტრისტან პერეს მარტინი ან ფრანსუა პასერინი 

ხანგრძლივობა : 60 წუთი, შესვენების გარეშე

 

სპექტაკლზე მუშაობდნენ:

რეჟისურა და ქორეოგრაფია:  პეპ რამისი, მარია მუნიოსი, ფედერიკა პორელო, ლეო კასტრო, ზოლტან ვაკულია, მიკელ ფიოლი, ენრიკე ფაბრეგასი. 

მუსიკალური მხარე: ჟოელ ბარდოლე.

მუსიკალური რეჟისორის თანაშემწე: კიტერია მუნიოსი. 

სიმებიანი კვარტეტი: ჟოელ ბარდოლე; ვიოლიონო: ჟაუმე გური; მაშა ტიტოვა - ალტი;  დანიელ კლარე - ჩელო.  

ვოკალური კვარტეტი:  კიტერია მუნიოსი - სოპრანო; დავიდ საგასტუმე - კონტრტენორი და ხეორხიო ჩელენცა - ბასი.  

მუსიკა: იოჰან სებასტიან ბახი

ტექსტი: ნიკ ქეივი, ერი დე ლუკა.

საუნდსკეიპი: ფანი თოლოტი.

სინათლე: ლუის მარტი, აგვისტო ვილადომატი

დეკორაციები: პეპ რამისი

კოსტიუმები:  ბრენდი Carme Puigdevall i Plantés.

საუნდი: ანდრეუ ბრამონი

დეკoრაციებზე პასუხისმგებელი ტექნიკოსი: გენის კორდომი. 

 

პროდუქცია: Mal Pelo; კოპროდუქცია: ბარსელონის ბერძნული ფესტივალი- 2020; Temporada Alta; ICEC;  კატალონიის მთავრობის კულტურის დეპარტამენტი; ქალაქ ჟირონის მერია.

კოლაბორატორები :  L’animal a l’esquena -  სალრას სახელოვნებო ცენტრი; Théâtre de la Ville – პარიზი, ლა ვილეტი.

პროდუქცია: გემა მასო; კომუნიკაცია და დისტრიბუცია: რიტა პერე; საერთაშორისო ურთიერთობები: ანსო რეიბო. 

 

სპექტაკლის შესახებ:

იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედების ათწლეულზე მეტხნიანი კვლევის შემდეგ, მალ პელო წარმოგიდგენთ ,,გამოგონებებს"/Inventions, ჯგუფის მიერ შექმნილი ტეტრალოგიის მესამე ნაწარმოებს , რომელიც ბახის მუსიკითაა შთაგონებული. ,,გამოგონებები''  იმ წინა ნაწარმოებებზე მუშაობის (ბახის მუსიკაზე, გოლდბერგის ვარიაციებზე ) პროცესში მომწიფებული   ნაყოფია, რომლებშიც ჩვენ ვაანალიზებდით, ვიაზრებდით და ღრმა ვიზუალიზაციის მეშვეობით წარმოვაჩენდით  იოჰან ბახის მუსიკალურ თხზულებათა  სტრუქტურებს, ჰარმონიებს, ბგერებსა და განვითარებას. ეს კვლევა მრავალი წლის განმავლობაში შთააგვაგონებდა, გვიჩენდა ახალ კითხვებს და ცნობისმოყვარეობას გვიღვიძებდა, რათა არაერთი საათი მიგვეძღვნა ბაროკოსა და საცეკვაო კონტრაპუნქტულ მუსიკას შორის დიალოგის კვლევისათვის.

,,გამოგონებები" არის ნამუშევარი სულიერისა და ამქვეყნიურის ძიებაზე, პასუხგაუცემელ კითხვებზე, კაცობრიობის დროით პარადოქსზე, რომელიც ისტორიის ღრმა დროის გააზრებისას გახდა ხილული.

ესაა მოგზაურობა ბგერასა და გამოსახულებაში, რომელშიც მაყურებელი გრძნობს როგორც ჯგუფის ძალას სივრცეში, ისე ინდივიდის მნიშვნელოვნებას. ამ მოგზაურობაში სხვადასხვა დისციპლინის შერწყმა  სხეულთა სიმრავლეს წარმოშობს,  სივრცეში ხელახლა დასაბინავებლად, ახალი  გავლენების შესათვისებლად რომ არიან ღიანი.

 

პრესა: 

ვნებიანი და თავაწყვეტილი მოგზაურობა უცნობ სამყაროში, პირქუში ლანდშაფტებისკენ, რომლებსაც სულის სიმშვიდის მოგვრა შეუძლია; ადგილისკენ, რომლის პოვნა ასე ძნელია თვით ადამიანში. მკაცრი, უკაცრიელი ლანშაფტების შავ-თეთრი ვიდეოგამოსახულბები ხაზს უსვამს ჯგუფის თითოეული წევრის მარტოობას. ლანდშაფტები მათთან ერთად მოძრაობს, მაგრამ მაყურებელი მაინც ხედავს გათითოკაცებას, რომელიც ყოველ მათგანს შიგნიდან ხრავს.”

El País, კარმენ დელ ვალი. 9/5/2021

,,სილამაზე, სიმართლე, გამომსახველობითი ენის სიმკაცრე, ქორეოგრაფიული და ინტელექტუალური ნაყოფიერება და სინატიფე, ამასთან - გემოვნების ერთგვარი ,,მიწიერება” ის მახასიათებლებია, ,,მალ პელოს” ჰიპნოტურ ცეკვაში ჰარმონიულად რომ ერწყმის ერთმანეთს. ,,მალ პელო” თანამედროვე ცეკვის კომპანია, რომელსაც სათავეში პეპ რამისი და მარია მუნიოსი უდგანან - ქვეყნის საცეკვაო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, საერთაშორისო კარიერისა და აღიარების მქონე დასი. უკანასკნელი პრემიერის (,,Highlands”)შემდეგ დასის ეს ღირსებები კიდევ უფრო ხილული გახდა.” 

El País. კარმენ დელ ვალი. 9/5/2021

www.malpelo.org

 

1989 წლის იანვარში მარია მუნიოსმა და პეპ რამისმა  საცეკვაო ჯგუფი Mal Pelo შექმნეს. ჯგუფის მუშაობის პრინციპი თავიდანვე ეფუძნებოდა გამომსახველობითი ენის მუდმივ ძიებას. ამ სხვადასხვა ენის შერევით წარმოიშვა პერფორმანსული პროექტები, რომლებიც არაერთი დისციპლინის სიღრმისეული და  მკაფიო კვეთიდან აღმოცენდა. ადრეულ წლებში ჯგუფი ერთმანეთს უნაცვლებდა მსოფლიო ტურებსა (ევროპა, აშშ, ახლო აღმოსავლეთი, კანადა და ლათინური ამერიკა) და ამა თუ იმ ქვეყანაში შემოქმედებითი ძიებისა და მუშაობის პერიოდებს. ეს ხეტიალი ხელს უწყობდა იდეების, ტექნიკისა და მუშაობის მეთოდების გაცვლა-გამოცვლას სხვა ხელოვანებთან, რაც  ჯგუფის შემოქმედებით კვლევას აღრმავებდა.

 

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved