ელიზაბეთ კოსტელო - 7 ლექცია და 5 მორალური ზღაპარი

  • რეჟისორი: კრჟიშტოფ ვარლიკოვსკი
  • თეატრი:ნოვი თეატრი
  • თარიღი:
    • 13 ივნისი - 20:00 სთ,
    • 14 ივნისი - 20:00 სთ,

კომპოზიტორი: პაველ მიკიეტინი
სცენოგრაფია და კოსტიუმები: მაგოჟატა შჩეშნიაკი
ფოტოგრაფი: მაგდა ჰუკელი

ხანგრძლივობა: 240 წუთი, 1 ანტრაქტის ჩათვლით

მსახიობები:
მარიუშ ბონაშევსკი
ანდჟეი ჩაირა
პიოტრ პოლაკი
მაგოჟატა ჰაიევსკა-კჟიშტოფიკი
მაია კომოროვსკა
ჰიროაკი მურაკამი
მონიკა ნიემჩიკი
მაია ოსტაევსკა
ეველინა პანკოვსკა
იაცეკ პონიედიალეკი
მაგდალენა პოპლავსკა

განათება: ფელის როსი
დრამატურგია: პიოტრ გრუშჩინსკი

შემოქმედებითი თანამშრომლონა: კლოდ ბარდუილი
ვიდეო და ანიმაციები : კამილ პოლაკი
გრიმი: მონიკა კალეტა

რეჟისორის ასისტენტი: იერემი პედოვიჩი

სცენის მენეჯერი ლუკაშ იოჟკოვი

ხმა: მიროსლავ ბარკოტი

განათება: დარიუშ ადამსკი

ვიდეო: იოჟვინი

ოპერატორი: ბართლომე ზავილა

სუბტიტრები: ზოფია ჟიმანოვსკა

პრემიერა: 11 აპრილი, 2024
Nowy Teatr, ვარშავა სპექტაკლ

კო-პროდიუსერები:  შაიშპილ შტუტგარტი, ავინიონის ფესტივალი, ლიეჟის თეატრი, ნაციონალური თეატრი ლა კოლინი, ათენის ეპიდავროსის ფესტივალი, მალტა ფესტივალი პოზნანი , IAM, Culture.pl, ფრანგული ინსტიტუტი პოლონეთშუ, არქტიკ ფეიფერი.

სპექტაკლი იყენებს შემდეგი ლიტერატურული ნაწარმოებების ფრაგმენტებს:

ჯ. მ. კოთზე  — „ელიზაბეთ კოსტელო“, პოლონურად თარგმნა ზბიგნევ ბატკომ
ჯ. მ. კოთზე — „ნელი კაცი“ (Slow Man), პოლონურად თარგმნა მაგდალენა კონიკოვსკამ
ჯ. მ. კოთზე — „როგორც ქალი ბერდება“ (As a Woman Grows Older), „ამაოება“ (Vanity), „მინის სასაკლაო“ (The Glass Abattoir), პოლონურად თარგმნა იაცეკ პონიედჟიაეკმა

„ელიზაბეთ კოსტელოს“ საავტორო უფლება © 2003 ჯ. მ. კოთზე
„ნელი კაცის“ საავტორო უფლება © 2005 ჯ. მ. კოთზე
„მორალური ზღაპრები (Moral Tales) საავტორო უფლება © 2017 ჯ. მ. კოთზე
„ინტერვიუს“ საავტორო უფლება © 2018 ჯ. მ. კოთზე;  სოლედად კოსტანტინი

უფლებები მოპოვებულია და იმართება  Peter Lampack Agency, Inc.-ის მიერ

ფილიპ პარენო — „Anywhere Out of the World“ (2000)

სოფი კალე — „La dernière image“, სტამბული, 2010, პოლონურად თარგმნა აგატა კოზაკმა
სოფი კალე — „Des histoires vraies“ © Actes Sud, არლი, 2018, პოლონურად თარგმნა აგნეშკა გრუჯინსკამ
სოფი კალე — „ჩრდილო პოლუსი“ (North Pole), 2009

ფრანც კაფკა — „მოხსენება აკადემიისთვის“ (Report to the Academy), პოლონურად თარგმნა იულიუშ კიდრინსკიმ
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე — „ფაუსტი“, პოლონურად თარგმნა იაცეკ სენტ ბურასმა

ფრენსის ფარმერი — „God is Dying“, 1931

სპექტაკლში გამოყენებულია შემდეგი ფოტომასალა:

გუსტაფ გრუნდგენსი, ფოტო: ÖNB / ვენა
ვაიტ ჰარლანი, 1942, ფოტო: ულშტაინის ფოტოები
იოსებ გებელსი პროფესორის წოდებებს გადასცემს ვაიტ ჰარლანსა და ვოლფგანგ ლიბნაინერს, 1943, ფოტო: ულშტაინის ფოტოები

ფერდინანდ მარიანი პრინც კონსტანტინის როლში ფილმში „Die Stimme des Herzens“, 1937, ფოტო: ულშტაინის ფოტოები

ჰაინც რიუმანი, საფოსტო ბარათი ფილმიდან „Bachelor's Paradise“, 1939

სპექტაკლის ვიზუალური იდენტობა ეფუძნება ფოტოსერიას:
სოფი კალე — „ჩრდილოეთის პოლუსი“, 2009

ჯილდოები:
• კრაკოვის მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი Divine Comedy, 2024 — საუკეთესო მსახიობი: მაია კომოროვსკა
• კრაკოვის მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი Divine Comedy, 2024 — საუკეთესო სცენოგრაფია: მალგოჟატა შჩენშნიაკი

 

გაფრთხილება: სპექტაკლში გამოყენებულია სტრობოსკოპული განათება, მაღალი ხმა, ცხოველების იმიტაციის ობიექტები

სპექტაკლის შესახებ

ელიზაბეთ კოსტელო გამოგონილი ლიტერატურული პერსონაჟია, მაგრამ არა მარტო -  იგი შეიძლება ჩაითვალოს კოთზეს  ალტერ ეგოდ — ფიგურად, რომელიც მის სახელით საუბრობს და მისი მკითხველების და აკადემიური წრეების კრიტიკასა თუ რისხვას პასუხობს.

 

სამხრეთ აფრიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯ.მ. კუტზეეს შემოქმედების პერსონაჟი ელიზაბეტ კოსტელო, მართლაც იქცა რეჟისორ კრჟიშტოფ ვარლიკოვსკის თეატრის რეგულარულ და მნიშვნელოვან პერსონაჟად - იგი უკვე მის ხუთ სპექტაკლში გამოჩნდა   -  კოსტელო ხანდახან საკუთარი სახელით საუბრობს, ხანდახან კი სხვა პერსონაჟები ციტირებენ. მას. ახლა კი  ელიზაბეტ კოსტელო ვარლიკოვსკის დადგმის ცენტრალური ფიგრა  გახდა -  ეს რეჟისორიზ  ლოგიკურ ნაბიია პროცესში, რომლის განვითარებაც შესაძლოა მას ვერც განეჭვრიტა, როდესაც ამ პერსონაჟს  პირველად მისცა  სცენა

 

 

 პრესა

სრულიად განსაკუთრებულმა  თეატრალურმა შემოქმედმა შექმნა გამორჩეული და გონივრული  ლაბირინთი, რომლის გასაგებად საჭიროა ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების ცოდნა. მისი უახლესი ნამუშევარი არის გასაოცარი  თეატრალური გამოცდილება, რომელსაც ზოგი ისე მიუდგება, როგორც მტკივნეულ ონტოლოგიურ დილემას, მაშინ როცა სხვები შეეცდებიან გაშიფრონ მისი კონოტაციების, ინტერტექსტუალობისა და სინეკდოქეს რთული სამყარო

 

ელიზაბეთი მუდმივად ცვალებადი ინტელექტუალური ენიგმაა. ალბათ ამიტომაც მოიწვია ვარლიკოვსკიმ ექვსი მსახიობი (ხუთი ქალი და ერთი კაცი), რათა თეატრის ენით  წარმოაჩინო მისი პერსონაჟის განვითარება.

მათი , მსახიობების თანმიმდევრული რეინკარნაციები საშუალებაა დღევანდელ  დასავლურ ცივილიზაციაში ინდივიდის სულიერი მდგომარეობისა და ვითარების  საკვლევად;  ადამიანების  ორმაგი ბუნების წარმოსაჩენად , ბუნების რომელიც მერყეობს   სულიერსა და რეალურს შორის, საზოგადოებრივ სფეროში მოქმედებასა და პირად ცხოვრებაში არსებულ შინაგან ქაოსს შორის.

ჩვენს რთულ პოსტ-ციფრულ ეპოქაში კშიშტოფ ვარლიკოვსკი გვთავაზობს თეატრს, რომელიც პასუხობს ჩვენს სულიერ მოთხოვნებსა და დილემებს და თეატრს, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს თავის ფუნქციას ადამიანური ცივილიზაციის ამ ეტაპზე.
მან გვაჩუქა მრავალშრიანი, გააზრებული, დახვეწილ სპექტაკლი რთული რიტმით — ისეთი, რომლის შეფასებისთვისაც საჭიროა გამძლეობა და მიმღებლობა.

 

 

ჰელენ კუთსილ

ვარლიკოვსკი კვლავ გვიწვევს მის  უკვე ნაცნობ თეატრალურ სამყაროში, შთამბეჭდავი კოსტიუმებითა და მალგოჟატა შჩენშნიაკის ელეგანტური, მინიმალისტური სცენოგრაფიით,  სპექტაკლი, სადაც მოპირკეთებული სააბაზანო იქცევა პირად სივრცედ, რომელშიც პერსონაჟები თავისუფლდებიან სოციალური წნეხისგან; ხოლო მრავალფუნქციური პლექსიგლასის სათბური-გალია ერთდროულად გვევლინება როგორც საცხოვრებელი ინტერიერი, ორი გამოფიტული ალბატროსის საგამოფენო ვიტრინა, საკრუიზო ლაინერის სცენა და ასევე პორტალი, რომელიც ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროს ჰყოფს.

არ გვიკვირს, როცა გვესმის პაველ მიკიეტინის შემაშფოთებელი მუსიკა და ვხედავთ კამილ პოლაკის თვალისმომჭრელ პროექციებს მდნობარე მყინვარის შესახებ, ისევე როგორც ფელის როსის განათებას, რომელიც სცენაზე ტემპერატურას ცვლის ტროპიკული სიცხიდან ლაბორატორიულ სიგრილემდე და იქიდან ანტარქტიდის ყინულოვან სიცივემდე.

თუმცა ამჯერად ვარლიკოვსკიმ მისი მუდმივი თანამშრომლების მიერ შექმნილი ეს ელემენტები  გამოიყენა, რათა შეექმნა, შესაძლოა, დღემდე  მისი  ყველაზე მოულოდნელი ნამუშევარი — სპექტაკლი დომინანტური თემის გარეშე, რომლის მნიშვნელობებიც მუდმივად გვიფრთხება, მიუხედავად იმისა, რომ მის მთავარ გმირს ვხედავთ მრავალ სხვადასხვა სიტუაციაში, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და მრავალგვარი ინტერპრეტაციით. აქ, ამ სპექტაკლში, ნაგულისხმევი და ფარული  არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მიზანსცენები  — წარმოდგენის განმავლობაში მიმოფანტული ყველა მცირე მინიშნება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ავაწყოთ პაზლი და ამავდროულად ვიპოვოთ ფაქიზი და უხილავი  კავშირი  ვარლიკოვსკის წინა ნამუშევრებთან .

სპექტაკლის  ფინალი კი გვიტოვებს ელიზაბეთ კოსტელოს ჯერ კიდევ არასრულ, და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, კიდევ უფრო დამაინტრიგებელ პორტრეტს.

მაგდა პიეკარსკა

 

ე მჯერა, რომ „ელიზაბეთ კოსტელო“ კშიშტოფ ვარლიკოვსკის ყველაზე პირადი ნამუშევარია. მე მას ვხედავ ყველა ელიზაბეთ კოსტელოში; მესმის, როგორ ამბობს: „მე ვარ ელიზაბეთ კოსტელო,“ მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები რეალურად არასოდეს ისმის. შესაძლოა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვარლიკოვსკი ასე ღიად ეხება სიბერის თემას: ის ასახავს არსებობის ხანმოკლე ვადას და აღწერს, როგორ მოქმედებს ეს მასზე.

ფინალში, შესაძლოა, რეჟისორი  სამყაროს სწორედ ელიზაბეთ კოსტელოს თვალებით უყურებს, ამჯერად მაია კომოროვსკას შესრულებით: შეშინებული, მაგრამ ამავე დროს იმედით სავსე  მისი მზერა სადღაცაა მიმართული — რადგან, ბოლოს და ბოლოს, იქ, გარეთ,  სამყაროში ნამდვილად რაღაც არსებობს.

Top of Form

იაცეკ  ვაკარი

ნოვი თეატრი (Nowy Teatr)  დაარსდა ვარშავაში 2008 წელს კრჟიშტოფ ვარლიკოვსკის ხელმძღვანელობით. პირველი 5 წლის განმავლობაში თეატრს  არ ჰქონდა მუდმივი შენობა. თეატრის შენობა მხოლოდ 2016 წლის გაზაფხულზე გაუჩნდა მისთვის სპეციალურად  გადაკეთებულ- განახლებულ პოსტინდუსტრიული სივრცეში. 

2025 წელს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მიჰალ მერჩინსკი დაინიშნა, რომელმაც  კაროლინა ოჰაბი შეცვალა , თეატრის გენერალური მენეჯერი მისი დასაბამიდან 17 წლის განმავლობაში. 

უკვე თითქმის 20 წელია ნოვი თეატში   ვარლიკოვსკი დგავს სპექტაკლებს, თუმცა არა მარტო იგი -  თეატრი ასევე აძლევს სივრცეს ახალგაზრდა არტისტებს საკუთარი ხედვის რეალიზებისთვის. როგორც ინტერდისციპლინარული ინსტიტუცია თეატრი  სთავაზობს მაყურებელს ასევე მდიდარ მუსიკალურ პროგრამას, გამოფენებს და საგანმანათლებლო პროექტებს.  თეატრი მასპინძლობს ახალგაზრდა პოლონური თეატრის პლატფორმას „თაობა  შემდეგ “  (Generation After) და „ ევროპის ახალ ფესტივალს“ (New Europe Festival), სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო თეატრის მნიშვნელოვანი ნამუშევრები.

© 2026 All Rights Reserved