ალუდა
- რეჟისორი: ნანუკა ხუსკივაძე
- თეატრი:თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
- თარიღი:
- 16 სექტემბერი - 20:00 სთ,
ვაჟა-ფშაველა
რეჟისორი: ნანა ხუსკივაძე
სცენოგრაფია: ქეთევანი ნარეკლიშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ქეთევანი ნარეკლიშვილი
ქორეოგრაფი: N,A.
კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ნატალიათოთიბაძე
რეჟისორის თანაშემწე: მაყვალა ძამუკაშვილი
ხანგრძლივობა: 80 წუთი, შესვენების გარეშე
ჟანრი: დრამა
მონაწილეობენ: გიორგი ტაბიძე,ბუკა ღლონტი,ოთარაშკარელი,ლევან გაბრავა,მანანა აბრამიშვილი,ანიამინაშვილი,თეკლა სულაქველიძე,ლექსოცინკვერაშვილი,ლაშა წიფლაშვილი,ნინიდვალიშვილი,მარიამ მაისურაძე,გიორგიგელაშვილი,დათა ხუნაშვილი,ბექა პაპუნაშვილი,მიადარეჯანიშვილი
პრემიერა შედგა: 30/10/2025
სპექტაკლის შესახებ
სპექტაკლი ,,ალუდა’’ წაროადგენს პირველ მცდელობასვაჟა-ფშაველას გენიალური ნაწარმოების თეატრალურსცენაზე გადატანისა.თელავის თატრში ,რომელიცვაჟა-ფშაველას სახელს ატარებს ,რეჟისორ ნანუკახუსკივაძემ მაყურებელს შესთავზა უკვდავინაწარმოების გააზრება თანამედროვე დრამატურგიისგზით. პიროვნების და საზოგადოებისდაპირისპრება,ტრადიციის და ინდივიდუალიზმისჭიდილი,ადამიანთა შორის მტრობის გაუფასურება ესარის ის იდეოლოგიური საფუძველი რომელზეცაგებულია ვაჟას უკვდავი პოემა ,,ალუდაქეთელაური’’.მისი სიუჟეტური ქარგა და პოეტურისიდიადე იძლევა საშუალებას პოემის უსასრულოდგააზრებისა. ქართველი მაყურებელი,რომელიც კიდევერთხელ შეხვდა ვაჟას სიბრძნეს უკვე მაღალი დონისდრამატურგიითა და არტისტიზმითგაცოცხლებულს,გამომდინარე მათიაღფრთოვანებიდან,გამოხატული ემოციიდან,თითქოსპირველად ეზიარა მის შემოქმედებას,რაც სპექტაკლისუტყუარ გამარჯვებას ნიშნავს. მნიშვნელოვნადმიგვაჩნია ის ფაქტი,რომ ამ მუდმივ თემებს სცენაზეახალგაზრდა მსახიობები წარმატებით ართმევენთავს,ასევე აღსანიშნავია სპექტაკლის მუსიკალური დამხატვრული გაფორმება. სპექტაკლის პრემიერა 2025 წლის 30 ოქტომბერს შედგა.სპექტაკლმა წარმატებითმოიარა საქართველოს არაერთი სცენა. გიორგიტაბიძე,ბუკა ღლონტი,ოთარ აშკარელი,ლევანგაბრავა,მანანა აბრამიშვილი,ანი ამირანაშვილი,თეკლასულაქველიძე,ლექსო ცინკვერაშვილი,ლაშაწიფლაშვილი,ნინი დვალიშვილი,მარიამმაისურაძე,გიორგი გელაშვილი,დათა ხუნაშვილი,ბექაპაპუნაშვილი,მია დარეჯანიშვილი
პრესა
ნანუკა ხუსკივაძის სპექტაკლი სტილისტურითვალსაზრისით რობერტ სტურუას სათეატრო ენაზედაფუძნებულ სპექტაკლებს მოგაგონებთ, ეს არც არისგასაკვირი, ვინაიდან იგი ათწლეულობის განმავლობაშიიყო (და დღესაც რჩება) რობერტ სტურუას თეატრისნაწილი. ეს „გავლენა“ იგრძნობა სცენოგრაფიაში, ქორეოგრაფიულ პარტიტურაში, მუსიკალურ აქცენტებში, მსახიობ-პერსონაჟთა სპეციფიკურ მეტყველებაში. სპექტაკლი იწყება ორიგინალური და მისტიკურირიტუალის მსგავსი ქორეოგრაფიული ჩანახატით(ქორეოგრაფი მურო გაგოშიძე) - წრეზე სინქრონულადმოძრავი შავი ფიგურები, რომლებიც დრო და დროეცემიან. ამ პლასტიკაში გადაწყვეტილი მეტაფორისარსი საფინალო ეპიზოდში იხსნება, რომელიც აღიქმებაროგორც ეპილოგი, ერთგვარი რეზიუმე - რომკაცობრიობა საუკუნეთა განმავლობაში მუდმივად ერთწრეზე ტრიალებს, რომ ცხოვრება გარკვეულიმარათონია, რომელშიც საბოლოოდ ძლიერიც კი ძირსეცემა და კვდება, რომ არაფრად ღირს ერთი ადამიანისსიკვდილი და გაუბედურება, რადგან ყველანი„სიკვდილის შვილები ვართ“, განურჩევლად სტატუსისადა ღირსების კოეფიციენტისა. ამონარიდი ლაშაჩხარტიშვილის სტატიიდან
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოს უძველეს თეატრად ითვლება, რომლის ისტორიაც მჭირდოდ არის დაგაკვშირებული მეფე ერეკლე მეორის სახელთან და მისი ეპოქის დრამატულ მოვლენებთან. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული თელავში სისტემატიურად იმართება წარმოდგენები, თეატრალური ცხოვრება საზოგადოების განათლებისა და განვითარების ქვაკუთხედად იქცევა. ეპოქის ცვილიებასთან ერთად იცვლება თელავის თეატრიც, მაგრამ მისი როლი და მნიშვნელობა ქალაქისა და ქვეყნისათვის უცვლელი რჩებოდა-იგი კულტურული ცხოვრების კერაა, რომელმაც ქართველი მაყურებელი უძველსი ფესვის მქონე სცენიურ ხელოვნებას უნდა აზიაროს. თელავის თეატრის არსებობის გზაზე გამოჩნდება ისეთი სახელები როგორიცა არის: გაბრიელ მაიორი, დავით ალექსი- მესხიშვილი, მაჩაბელა.. კრწანისის ტრაგედია 55 წლით დაადუმებს თელავის თეატრს, მაგრამ დამდგარი გამოღვიძების შემდგომ, კულტურის ეს კერა უწყვეტ განვითარების გზას დაადგება. 1866 წელს თელავის თეატრში გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგმება. დროთა განმავლობაში ყალიბდება მუდმივი დასი. XIX საუკუნე ახალ სუნთქვას შთაბერავს თელავის თეატრალურ ცხოვრებას. მას ისეთი სახელები დაუკავშირდებიან, როგორებიცაა: ბარბარე ჯორჯაძე, ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე ყაზბეგი. ევროპული განათლების იმდროინდელი ტენდენციები კახეთის დედაქალაქზეც ახდენს გავლენას, ითარგმენბა პიესები. XX საუკუნის დასაწყისი თელავის თეატრის სცენაზე უკვე შექსპირის „ოტელო“-სა და „ჭირვეულის მორჯულების“ გენიალურობით შემოაბიჯებს. თელავის თეატრის ბაზაზე ყალიბდება მოყვარულ მუსიკოსთა ორკესტრიც. 1931 წელს თელავის თეატრს სახელმწიფო სტატუსი ენიჭება. დროთა განმავლობაში, თელავის თეატრი არაერთი ნიჭიერი შემოქმედის ასპარეზი გახდება, მის სცენაზე ნათამაშევი სპექტაკლები შორს გაუთქვამს სახელს როგორც მსახიობებს, ასევე რეჟისორებსაც.
თეატრის დირექტორი: ზაქარია რაზმაძე
სამხატვრო ხელმძღვანელი: ნანა ხუსკივაძე
საკონტაქტო პირი: სოფიო არსენიშვილი ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599580480, sophio.arsenishvili@tesau.edu.ge