ევროპის თეატრების ასოციაციამ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით 715 ფესტივალს შორის დაასახელა 26 ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიის ლაურეატებად.
ამ 26 ქვეყანას და ფესტივალს შორის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია - თბილისი, საქართველო. 
ლაურეატობის კრიტერიუმი ფესტივალების სამაგალითო სამუშაო , თავდადება, ხარისხი და ის როლია, რასაც ეს ფესტივალები ხელოვნების, ქვეყნის, საზოგადოებისა და რეგიონის განვითარებაში თამაშობენ. 
EFEE -ს წოდება (ფესტივალები ევროპისათვის - ევროპა-ფესტივალებისათვის) და პრემია ფესტივალის და თბილისის, საქართველოს საერთაშორისო კულტურულ და და ტურისტულ სივრცეებში რეკლამის ერთერთი მნიშვნელვანი საშუალებაა - საერთაშორისო EFEE ორგანიზაციამ სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა ევროპაში.
პრემიის ლაურეატები დაასახელა საერთაშორისო პრესტიჟულმა  ჟიურიმ: სერ ჯონათან მილსი   (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი) , თამარ ბრუგმანი (ნიდერლანდები), პიტერ ფლორენსი (დიდი ბრიტანეთი), კენგ სენ ონგი (სინგაპური), ჰარის პასოვიცი (ბოსნია-ჰერცოგოვინა), პაველ პოტოროჩინი (პოლონეთი), ნენატო კუალია (იტალია), ირენ როსი (ბელგია), ფურზინა სზეპი (უნგრეთი). 
 
18 სექტემბერს ბრიუსელში ამ 26 ფესტივალიდან და ქვეყნიდან რამდენიმეს მიენიჭება პრესტიჟული პრემია. დაჯილდოვება შედგება BOZAR-ის ცენტრში.
პრემიის გადაცემას დაესწრებიან ევროპაში პრესისა და მედიის წარმომადგენლები,  EU კულტურის კომისარი ტიბორ ნავრასიჩი და პრემიის სპონსორები და ფონდების წარმომადგენლები.