en_ქრისტიანის სიკვდილი

  • Director: კახა ბაკურაძე
  • Theatre:მოძრაობის თეატრი
  • Hosting Theatre :Movement Theatre
  • Date:

რიუნოსუკე აკუტაგავა

 

რეჟისორი: კახა ბაკურაძე

სცენოგრაფია: კახა ბაკურაძე

ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: სანდრო ნიკოლაძე

რეჟისორის თანაშემწე: ანა გოგიშვილი

 

ხანგრძლივობა: 60 წუთი (შესვენების გარეშე)
ჟანრი: დრამა

 

მსახიობები: -

 

პრემიერა შედგა: 17/09/2026
ჟანრი: დრამა

 

სპექტაკლის შესახებ

მოძრაობის თეატრის გუნდი მუშაობს ახალ კოლაბორაციულ სპექტაკლზექრისტიანის სიკვდილი“, რომელიც რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოების შთაგონებით იქმნება. დადგმა მთლიანად არავერბალურ ფორმაში განავითარებს ამბავს, სადაც სიტყვას ცვლის სხეული, მოძრაობა, ვიზუალური მეტაფორა, რიტმი და სცენური გამოსახულება. სპექტაკლის რეჟისორები არიან კახა ბაკურაძე და იოსებ ბაკურაძე, რეჟისორის ასისტენტი და ანიმაციების მხატვარი - ანა გოგიშვილი, ქორეოგრაფი - ლაშა რობაქიძე. დადგმაში მონაწილეობას მიიღებს ხუთი ახალგაზრდა პროფესიონალი მსახიობი. „ქრისტიანის სიკვდილიიკვლევს რწმენის, მსხვერპლის, სულიერი არჩევანისა და ადამიანური წინააღმდეგობის თემებს. სპექტაკლში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა იაპონური კულტურის ესთეტიკას, მინიმალისტურ გამოსახულებებსა და სიმბოლურ სცენურ ენას. დადგმა გააერთიანებს მოძრაობის თეატრს, ქორეოგრაფიას, ვიზუალურ ხელოვნებასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც შექმნის თანამედროვე, პოეტურ და ინტენსიურ სცენურ გამოცდილებას. სპექტაკლის პრემიერა შედგება Tbilisi International Festival of Theatre-ის მიმდინარეობის პერიოდში, 2026 წლის სექტემბერში.

 

მოძრაობის თეატრი 2000 წელს  კახა ბაკურაძემ  დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლითქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო  ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან  ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი  აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ეკა ბაკურაძე
ტელ:+995 599624034,
E-mail:pr.movementtheatre@gmail.com,
www.movementtheatre.ge

 

 

Gallery

© 2026 All Rights Reserved