Ugly
- Director: Tata Popiahshvili
- Theatre:LEPL Gori Giorgi Eristavi Professional State Drama Theater, Gori
- Date:
- 1 September - 20:00 hr,
მარიუს ფონ მაიენბურგი
რეჟისორი: თათა პოპიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ბარბარა ასლამაზი
კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: თათა პოპიაშვილი
რეჟისორის თანაშემწე: მარიამ ოლგესაშვილი
თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
ხანგრძლივობა: 60 წუთი
ჟანრი: თანამედროვე სატირული დრამა
მონაწილეობენ:
გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრი), სოსო მგალობლიშვილი, ვიქტორია ბოკერია
პრემიერა შედგა: 25/04/2026
სპექტაკლის შესახებ
მან შეცვალა საკუთარი სახე და მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა. მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ ის აღარ არის ერთადერთი. ის აღარ არის განსხვავებული. შესაძლოა, ის საერთოდ აღარ არის „ის“ რამდენად ღირს სრულყოფილება? და რა ფასად მოდის „იდეალური“ ცხოვრება?
XIX საუკუნის ქართული თეატრის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს გორში თეატრის ჩამოყალიბება წარმოადგენს. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს, აქ, სცენისმოყვარეებს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“. სწორედ გორიდან დაიწყო ქართული თეატრის აღდგენის და ქართული დრამატურგიის განვითარების პროცესი. ამ პროცესს სათავეში ედგა გიორგი ერისთავი, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, თბილისში, 1850 წლის 14 იანვარს პირველად წარმოადგინა მისივე პიესა ,,გაყრა“. თანამედროვე კვლევების მიუხედავად, დღემდე, გორის თეატრის ოფიციალური დაარსების თარიღად 1845 წლის 26 ივლისი ითვლება, დღე როდესაც საჯაროდ უჩვენეს გ.ერისთავის კომედია „ძუნწი“. მნიშვნელოვანია, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში თავიდანვე მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ. 1939 წლის დასასრულს, გორში თეატრისათვის აშენდა, ახალი, 500 ადგილიანი შენობა, რომელსაც შემდგომში ეწოდა გიორგი ერისთავის სახელი. დაარსებიდან დღემდე ერისთავის თეატრში არაერთი სახელგანთქმული მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა. თეატრი დღემდე აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.