მაშ ასე ფესტივალის მეგობრებო, ძვირფასო მაყურებელო, პარტნიორებო - ფესტივალის 2023 პროგრამის მზადების პროცესი საკმაოდ დატვირთულია. სპექტაკლები, ავტორები, რეჟისორები, მსახიობები - ყველაფერს განვიხილავთ; ვათანხმებთ. პროცესი ხანგრძლივია და რთული. ხანდახან "მოთუხთუხე სამზარეულოშიც " ჩაგახედებთ. გპირდებით საინტერესო ამბებს, დიდ და პატარა აღმოჩენებს, ვარსკვლავებს და მომავალ ვარსკვლავებს - გპირდებით რომ ფესტივალის პროგრამა კვლავ შეცვლის თქვენს წარმოდგენას თანამედროვე თეატრზე, ხელოვნებაზე და კულტურაზე; კვლავ გაგაოცებთ არტისტების სითამამე და უსაზღვრო ფანტაზია; თეატრის შესაძლებლობები და ის თუ რამხელა ადგილს იკავებს თეატრი ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად!

© 2024 All Rights Reserved