საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 15:00 - შაბათი, 05 ოქტომბერი
მდებარეობა: 

უეინ მაკგრეგორის სტუდია და პროექტის ადგილობრივი მონაწილეები

უეინ მაკგრეგორის სტუდიამ თბილიდან მოწვევა მიიღო, რათა მომაჯადოებელი თანამონაწილეობითი საცეკვაო დადგმა მოამზადოს იმ სივრცესთან მისადაგებით, სადაც საფესტივალო წარმოდგენა გაიმართება.

 საერთაშორისო აღიარების მქონე ეს ლონდონელი არტისტები სხვადასხვა ასაკის, ინტერესებისა და კულტურის ადგილობრივ მოცეკვავეებთან ერთად იმუშავებენ. თავიანთი ნამუშევრით ისინი თბილისსა და მის ადამიანებს მიაგებენ პატივს.

 უეინ მაკგრეგორის სტუდიას უმაღლესი სტანდარტების, ინოვაციური თანამონაწილეობითი საცეკვაო წარმოდგენების დადგმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და აღმაფრთოვანებელ საღამოს ჰპირდება შემსრულებლებსაც და მაყურებელსაც.
 

 უეინ მაკგრეგორის სტუდია  შემოქმედებითი ძრავაა ქორეოგრაფისა და რეჟისორის, უეინ მაკგრეგორისთვის - ადგილი, სადაც იგი მთელი თავისი ცხოვრების ჩანაფიქრსა და პროექტს ახორციელებს, სადაც სხეული მისთვის ფიქრის ინსტრუმენტიცაა და პროცესიც. ეს იმ პარტნიორთა ერთობაა, ვინც მოძრაობას, შემოქმედებას, აზროვნებასა და პარტნიორობის სულისკვეთებას იკვლევს. თანამშრომლობის ეს ქსელი, რომლის შთამაგონებელი და შემკვრელი უეინია, მოიცავს მოცეკვავეებს, მწერლებს, კომპოზიტორებს, პროდიუსერებს, პროგრამისტებს, ვიზუალურ არტისტებს, მეცნიერებსა და ზოგი სხვა პროფესიის ადამიანებს.
უეინ მაკგრეგორის სტუდია აფართოვებს თავად უეინის შემოქმედებითი სამუშაოს ზღვრებს, რაც აისახება როგორც მსოფლიო კლასის მოცეკვავეებისაგან შემდგარი მისი ანსამბლის - Company Wayne McGregor -ის შემდგომ განვითარებაზე, ისე მათი  ტურნეების გეოგრაფიის გაფართოვებაზე; სტუდიის საერთაშორისო პორტფოლიო მოიცავს ხელოვნების ყველა ჟანრს, ცეკვის, ვიზუალური ხელოვნების, კინოს, თეატრისა და ოპერის ჩათვლით; უეინ მაკგრეგორის სტუდიას შემუშავებული აქვს სასწავლო და სამუშაო პროცესის წამახალისებელი სეპციალიზებული პროგრამები, რომლებიც ხელოვანს საკუთარი გამომსახველობის ხერხების ძიებაში გამბედაობას სძენს, ზრდის და შემოქმედებითად აყალიბებს. სტუდია იკვლევს ცეკვის ინტელექტუალურ შრეებს და საფუძვლებს - მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ხელოვნების ძირებსა და მათ კვეთას; მოძრაობით, ცეკვით აზროვნების  ზოგიერთ უჩვეულო ფენომენს.