საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატურგიული თეატრი (დიდი სცენა)
დანიელე ფინცი პასკა

დონკა: წერილი ჩეხოვს

აკრობატული თეატრი

 

მწერალი, რეჟისორი, განათების დიზაინერი და ქორეოგრაფი - დანიელე ფინცი პასკა

კომპოზიტორი, ორკესტრირების ავტორი, ხმის ოპერატორი და ქორეოგრაფი - მარია ბონძანიგო

სცენის და კოსტიუმების დიზაინი - უგო გარჯიულო

 

ხანგრძლივობა:   120 წუთი, ერთი ანტრაქტით (გრძელდება 20 წუთი)

 

მონაწილეობენ:

 ანდრე-ან გინგრას-როი; ბეატრიზ საიადი, დავიდ მენესი, ჯეს გარდოლინი, ეველინ ლაფორე, ფელიქს სალა, ფრანჩესკო ლანჩოტი, მარკო პაოლეტი, მელისა ვეტორე, მიკოლ ველია, როლანდო ტარკინი და სტეფანე ჯენტილინი.

 

 

სპექტაკლის  შესახებ:

ცირკისთვის დამახასიათებელი მძლავრი მაგია  ამ წარმოდგენით ანტონ ჩეხოვს  მიაგებს პატივს - ხილვებისმაგვარი შოუთი, ნატიფი ეკვილიბრიუმით, მოცეკვავეების, აკრობატებისა და ჟონგლიორების საუცხოო შესრულებით.

 

 

,, ერთხელ გადავიწყვიტე, ჩეხოვის ხელახლა აღმომეჩინა და მისთვის, მისი სიცოცხლისა და ნაწერების დამახაისათებელი დეტალები, წვრილ-წვრილი თავისებურებები მომეშველიებინა, - თუმცა, მხოლოდ ამას ვერ დავჯერდებოდი. ვიფიქრე, მისი დღიურების გვერდებზე ამოკითხული სიჩუმისთვის ფორმა  მიმეცა და სახეებით ამემეტყველებინა.

  მე ძირები ისეთ თეატრში მაქვს, რომელიც ძალიან მდიდარი იყო კლოუნების, ჟონგლიორების ენით, აკრობატიკის ნატიფი და ჯადოსნური ატმოსფეროთი იყო გაჯერებული. ასე ვაპირებ ჩეხოვის გახსენებას და ამაზე ჩემი ძველი თანამოაზრეების გარემოცვაში ვიმუშავებ, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი და ვისთანაც მხოლოდ საერთო ესთეტიკა და თეატრის ერთნაირი აღქმა კი არ  მაკავშირებს, არამედ ვნებაც - ჩვენი წარმოსახვითი, გამოგონილი სამყაროს ვნებიანად დაცვის სურვილი.

დანიელე ფინცი პასკა

 

პრესა:

'' უცნაური, უცხო, სიურრეალისტური, სასაცილო და თავშესაქვევი ,,დონკა“ გულის დამატყვევებელი წარმოდგენაა“.

The Stage, ლონდონი (გაერთიანებული სამეფო), 07.06.2012              

 

 “შეიძლება ითქვას, რომ ეს სახეები ,,ვიზუალურ ორგაზმს“ იწვევს და პირდაღებულს გტოვებს. (..) მართლაც სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ეს ნამუშევარი ნიშნავს და რაშიც გითრევს.“

 

Bogota.vive.in, ბოგოტა (კოლუმბია), 21.04.2012

 

www.finzipasca.com

ფინცი პასკას გამორჩეული პოეტიკა მისივე დაარსებული ,,ალერსისა და უხილავი ჟესტის თეატრიდან“ იღებს სათავეს. ეს ცნებები 36 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და თანდათანობით უნიკალური ესთეტიკა შეიძინა, ხოლო შემოქმედებისა თუ  პროდუქციის მხრივ - ძალზე ფაქიზი, ყველასგან გამორჩეული სტილი. დასს, ამასთან ერთად, გამომუშავებული აქვს მსახიობის, აკრობატის, მუსიკოსის, მოცეკვავისა და ტექნიკური პერსონალის წვრთნის ფილოსოფია - როგორ უნდა დაეუფლოს მსახიობი, ადამიანი, სივრცეს. ფინცი პასკას ნამუშევარში ყველაფერი ერთმანეთშია შეზრდილი - თეატრი, ცეკვა, აკრობატიკა, ცირკი, ოპერა და დოკუმენტალობა.

კომპანია 2011 წელს დააარსეს ანტონიო ვერგამინიმ, დანიელე ფინცი პასკამ, უგო გარჯულომ, ჟიული ამლენმა და მარია ბონზანიგომ. მუშაობა დასმა ,ტეატრო სუნილთან“ და ჯგუფ Inlevitas-თან ერთად გააგრძელა, ბინა  ლუგანოში ( შვეიცარია) დაიდო და თავისი არსებობის განმავლობაში 3-ჯერ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიური ცერემონიალის დადგმაში  ( ტურინი, 2006; სოჭი 2014 - როგორც ოლიმპიური, ასევე პარაოლიმპიური თამაშების გახსნა), მისი ავტორობითაა შექმნილი  ორი წარმოდგენა ,, Cirque du Soleil’’-ში: Luzia  -2016 წელს, და Corteo – 2005-ში (ამ უკანასკნელს ერთიანად 8,4 მილიონი მაყურებელი ჰყავდა  მსოფლიო ტურებში ( ათი წლის განმავლობაში), მათი მონაწილეობითაა დადგმული 5 საოპერო სპექტაკლი, ამათგან ,,აიდა“ და ვერდის ,,რეკვიემი“ მარიის თეატრის ( სანქტ-პეტერბურგი) ყოველწლიური პროგრამის ოფიციალური ნაწილია; ასევე - ,,კარმენი“ და ,,ჯამბაზები“ ნეაპოლში, ,,შორი სიყვარული“ ინგლისის ნაციონალური ოპერა, ლონდონი), და ბოლოს  Avudo, მულტიმედია შოუ,   ვიდეორუკის, სინათლისა და წყლის შადრევნების ნაზავი ( 249 000 მაყურებელი 4 თვის განმავლობაში).