საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 25 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
იასმინ გოდერის, ჰითინ პატელისა და ბენ დიუკის ქორეოგრაფია

სახეში

კონცეფცია, ქორეოგრაფია და დადგმა: იასმინ გოდერი

დრამატურგი: იციკ გიული 

დეკორაციები, სასცენო დიზაინი: გერეთ გრინი

განათების დიზაინი: სეთ რუკ უილიამი

კოსტიუმების მხატვარი: ადამ კალდერონი

ხმის რედაქტორი:   ნეითან ჯონსონი

 ეს დადგმა ერთობლივადაა დაკვეთილი :  ფესტივალის ორიენტე-ოსიდენტესა და ტრინიტის რუდოლფ ლაბანის სახ. ცეკვისა და სამუსიკო კონსერვატორიის  მიერ

 

ხანგრძლივობა: 30 წუთი, უანტრაქტოდ

 

წარმოდგენის შესახებ:

27-წლიანი გამოცდილების, საერთაშორისო აღიარებისა და გასაოცარი ნამუშევრების მქონე ,,კანდოკო“ ფესტივალზე წარმოადგენს დრამატული ხელოვნებისა და ფიქრის აღმძვრელი ქორეოგრაფიის ნაზავს ადგილობრივი მოცეკვავეებისა და ,,კანდოკოს“ დასის შესარულებით, ქორეოგრაფია ბენ დიუკს ეკუთვნის.

იასმინ გოდერის  Face In სენსუალური და ამაღელვებელი ოდაა ადამიანის პირადი განცდებისა და წარმოსახვისადმი, შთამბეჭდავი სახეებითა და ცეკვის გაბედული, უჩვეულო მანერით გამოხატული. სპექტაკლის მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე ქალაქის ინდი-სივრცეში, რომლის წარმოსახვით სამყაროშიც გეპატიჟებათ ,,კანდოკო“ - გულის გასათბობად, სიამოვნების მისაღებად და უხერხულობამდე ნაცნობ, მაგრამ აუხსნელად გაუცხოებულ ატმოსფეროში ჩასაძირად. ამ სამყაროში ,,კანდოკოს“ მოცეკვავეები ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი - წყალში: ცეკვავენ დიდი სიამოვნებითა და სილაღით, არ გვიმალავენ თავიანთი ბუნების უკიდურესობებს  და მოხდენილად იცავენ წონასწორობას, რათა სასაცილო ბანალურისკენ არ გადაიხაროს.  

 

,,კანდოკოს’’ საცეკვაო კომპანია მხარდაჭერისა და ,,თავისუფალი სივრცის პროგრამის“ შექმნისათვის  მადლობას უხდის უეინ მაკგრეგორის სტუდიას . 

,,კანდოკო“ მსოფლიო ლიდერია საცეკვაო ხელოვნების სფეროში.  იგი ერთმანეთს უთავსებს მეინსტრიმულსა და ექსპერიმენტულს. ჩვენი გაბედული მიდგომა და არაერთი შედეგიანი თანამშრომლობა გამორჩულ წარმოდგენებს ქმნის. გვიხარია, რომ სხვაგვარად ვხედავთ, სხვანარად ვართ ხელოვნებაში წარმოდგენილნი და ქმნითაც სხვანაირად ვქმნით. ჩვენზე უკეთ ვერავინ ილაპარაკებს იმაზე, თუ როგორ არღვევს ცეკვა შეზღუდული შესაძლებლობების ზღვრებს.