საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - პარასკევი, 28 სექტემბერი
მდებარეობა: სიონის ქ. 31/40 სემინარიის ეზო
ფონდი არტ ჯანქშენ

სახლი საზღვარზე

რეჟისორი და ქორეოგრაფები: იაროსლავ სიეჯკოვსკი

ზბიგნევ ოლკევიჩ

ბარბარა პრონდზისკა

დარიუს ბუაშჩიკ

კომპაზიტორი: ანდრიას იზდებსკი და კოლექტივი

ხანგრძლივობა 60 წუთი, უანტრაქტოდ

 

გუნდი:

იაროსლავ სიეჯკოვსკი, ბარბარა პრადზიშკა, ზბიგნევ ოლკევიც, დარიუს ბლასჟიკ  გიორგი ბაბალაშვილი,  ლევან ბეჟანიშვილი, ნინო ბოლქვაძე, არცილ ჭოველიძე, თამო ჩიბილაშვილი, იზო ჩუბინიძე, ნინო დავითაშვილი, ნინო გოჩიაშვილი, ალექს სამხარაძე, რატი ქარელიძე, გიორგი კოშუაშვილი, ბექა ყიფიანი, დიმა კოპაძე, თემო კვიტაიშვილი, თემო ლეჟავა, თაკო მაზმიშვილი, ზურა მძინარაშვილი, ზურა პავლიაშვილი, საბა ქარელი, ანა ქავთარაძე, მარი ტლაშაძე, ანდრიას იზდებსკი და კოლექტივი.

მადლობა: გივი წვერავას- ერისთავის თეატრის დირექტორს, დათო ჩხარტიშვილს -ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს.

 

 

 

წარმოდგენის შესახებ

ქუჩის პერფორმანსი -პროექტი წარმოადგენს პოლონელი და ქართველი არტისტების ერთობლივ ნამუშევარს, რომელიც გამოწვეულია სამაჩაბლოს ოკუპაციის შედეგად შექმნილ მძიმე სოციალური სიტუაციაზე და შთაგონებულია პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით (სახლი საზღვარზე)

ორი ურთიერთსაპირისპირო მცნება, რომელიც შეგვხვდება პერფორმანსში არის:  სახლი- სიმბოლო ერთობის, უსაფრთხოების, მეგობრობის, ტრადიციების და საზღვარი- სიმბოლო გაყოფის, განსხვავებულობის, იზოლაციისა.

ამ ორი მცნების გადაკვეთაზე გადის ბრძოლა ჰუმანურობისა და ტრაგედიის რომელიც მიგვიძღვის, რომ უფრო ღრმად შევიგრძნოთ ადამიანური ბუნება.

პროექტის საფუძვლად დაედო და განვითარდა იმ ადამიანების ისტორიებზე დაფუძნებით, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტურ ზონაში, გორის რეგიონში. მოსახლეობის სოციალურ სიტუაციაზე რომელიც გამოწვეულია სამაჩაბლოს ომის შედეგად.

ეძღვნება ქეთი ბეჟიაშვილის ხსოვნას

 

შთაბეჭდილებები:

-მე ავაშენებ სახლს, რომელიც იქნება სამოთხე.

- ჩემი სამოთხეში, ლომი იქნება ცხვრის გვერდით და მგელი -კრავთან.

- ჩემი სამოთხეში იქნება მარადიული წყარო, სადაც გაგრილდებიან მოგზაურები ცხელ დღეებში. - ჩემს სამოთხეში მინდვრები სავსე იქნება ყვავილებით, რომლებსაც მოვუვლი ჩამს შვილთან ერთად.

 

 

-შეხედე, იქ არის ჩემი ბაღი, მეორე მხარეს. მე მქონდა დიდი ბაღი სხვადასხვა ვაშლის ხეებით. საუკეთესო ვაშლის ხეები მარცხნივაა. და იქ, მარჯვენივ დიდი ვაშლის ხე ავად აა, აქედანვე ჩანს, დაინახავ მის დაავადებულ ფოთლებს.

-ხედავთ, ის ჩემი ძველი სახლია,  იქ დავტოვე ყველაფერი. წყლის თასი,  ყავა მაგიდაზე, საშრობად გაფენილი ტანსაცმელი. ეს არის ჩემი ახალი სახლი, დაუსრულებელი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ვცხოვრობ მრავალი წელია, მაინც მივდივარ და ვუყურებ ხოლმე ჩემს ძველ სახლს.

 

ფონდი არტ ჯანქშენი ორიენტირებულია საზოგადოებაზე, სოციალურ პრობლემატიკის გადაწყვეტაზე,  კულტურატაშორის გაცვლასა და ეროვნული უმცირესობებზე, რომლებსაც შეზღუდული წვდომა აქვს სოციალურ და კულტურულ რესურსებზე.  ფონდი ხელს უწყობს დისკრიმინაციის აღმოფხვრას და საკითხის არტისტული ხერხით გადაწყვეტას.  ფონდი არტ ჯანქშენი თანამშრომლობს დამოუკიდებელ არტისტებთან, რომლებსაც მსგავსი პერფორმენსების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვთ პოლონეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.                                          

ფონდი დაფუძნებულია ბარბარა პრონდზისკა და იაროსლავის სიეჯკოვსკის მიერ, რომლებიც  გამოცდილი არტისტები არიან სოციალური თეატრის კუთხით.  პროექტში სახლი საზღვარზე მათ შეუერთდა დამოუკიდებელი არტისტები ზბიგნევ ოლკევიჩ (აკადემია რუხუ) და დარიუს ბუაშჩიკ მულტიმედია არტისტი. ქართულ მხარეს წარმოადგენს არტ პროდუსერი გიორგი ბაბალაშვილი, ქართველი არტისტების გართიანება და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატირი.  კომპაზიტორი: ანდრიას იზდებსკი და კოლექტივი

 

ფონდი არტ ჯანქშენი 2012 წლიდან ახორციელებს სოციალურ პროექტებს და პერფორმანსებს, პოლონეთში, ქურდისტანში/ირანი, ინდოეთში, რუმინეთი თურქეთი. თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიის არტისტებთან თურქეთი, გერმანია, რუმინეთი, ბულგარეთი და მექსიკა. 2015 ფონდმა განახორციელა ვორქშიფი და ითამაშა პერფორმანსი  სირიაში იძულებით დაგაადგილებულ ქურთ, არაბ, და თურქ ბავშვებთან ლტოლვილტა ბანაკში. 2017 წარმოადგინა პერფორმანსი „ჩვენი საქმე არაა“  ადგილობრივ არტისტებთან ერთად ინდოეთში.

 

დაფინანსებულია კულტურის  და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის  სამინისტროს მერ, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის სუბსიდირებით როგორც ნაწილი "სახელოვნებო ხიდები" პროგრამა ინდეფენდენთ 2017-2021 ფარგლებში.

 

პროგრამა RITA - რეგიონი გარდამავალ პერიოდში

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA - რეგიონი გარდამავალ   პერიოდში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.

 

ქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერია.