ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: სამეფო უბნის თეატრი
ანტონ ჩეხოვი

დუელი

რეჟისორი თემურ ჩხეიძე
სცენოგრაფია გიორგი ალექსი-მესხიშვილი
კოსტიუმების მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი
ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე
მუსიკალური გაფორმება მერი ბეროშვილის
რეჟისორის თანაშემწე მაია სახლთუხუცესი

 

მონაწილეობენ:
ნიკა თავაძე, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, დავით ხურცილავა, თორნიკე გოგრიჭიანი, ლილი ხურითი, ალეკო მახარობლიშვილი, გაგა შიშინაშვილი, ივა ქიმერიძე, გიორგი რაზმაძე, ლევან სარალიძე, ბექა ხაჩიძე

სპექტაკლის შესახებ:

ანტონ ჩეხოვის 1891 წელს დაწერილი მოთხრობაში "დუელი" ცხოვრებაზე სრულებით განსხვავებული შეხედულებები მქონე ორი მამაკაცის ქიშპობა შავი ზღვისპირა პროვინციაში ვითარდება. რუსეთის იმპერიის ცენტრიდან გამოქცეული ლაევსკი ახირებული რომანტიკოსია, უთავბოლო ცხოვრების წესით, ვალებში ჩაფლული... რომელსაც თავისი გათხოვილი საყვარელი, ნადია მობეზრებია და მისგან თავის დახსნას ცდილობს. თუმცა, ამ გზაზე აროგანტული ზოოლოგის, მორალისტი ფონ კორენის წინააღმდეგობას აწყდება. მათი იდეოლოგიური დაპირისპირება აბსურდულ დუელში გადაიზრდება. 
აღიარებული რეჟისორი თემურ ჩხეიძე მაყურებელს ფსიქოლოგიურად მდიდარ, ნიუანსირებულ დადგმას სთავაზობს; ჩეხოვისეული ქვეტექსტები და ირონია რეჟისორის ხელში ფილიგრანულ ნამუშევრად იქცევა. 

 

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
პრემიერის თარიღი: 27.12.2019

 

 

 

სამეფო უბნის თეატრი 1997 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი თეატრი იყო იმ დროის საქართველოში. მის სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური ინიციატივა განხორციელდა.

    ამჟამად თეატრის დასი  ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, ამაზე ნათლად  მეტყველებს ქართველ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები  და თეატრის  საერთაშორისო საგასტროლო რეზიუმე.

     სამეფო უბნის თეატრის მთავარი  პრინციპი ახლის ძიებაა.  იგი მაყურებელს სთავაზობს საქართველოში  ჯერ არ დადგმულ დრამატურგიულ მასალას. ასევე ცდილობს აღმოაჩინოს საინტერესო, ახალი ხედვის მქონე ახალგაზრდები და შემოქმედებითად წაახალისოს ისინი.

      ჯეროვანი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას და ამიტომ თეატრის რეპერტუარში ყოველთვის დიდი ადგილი უკავია ჩვენს მწერალთა შემოქმედებას.  

      სამეფო უბნის თეატრი ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2014 წლიდან გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და დრამატურგები პროფესიულ განათლებას იღებენ.  ამავე ინიციატივის ნაწილია თეატრის მიერ წამოწყებული საგამომცემლო საქმიანობა, რომელის მიზანია თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული თეორიული ლიტერატურისა და დრამატურგიის ქართულ ენაზე გამოცემა.

     თეატრის საერთაშორისო აქტივობები მოიცავს ერთობლივ ვორკშოპებსა თუ ლექცია-სემინარებს, გაცვლით ინიციატივებს ევროპელ პარტნიორებთან.

      თეატრის საერთაშორისო საგასტროლო რუკა ბოლო წლების განმავლობაში მეტად გაფართოვდა. სამეფო უბნის თეატრმა თავისი სპექტაკლები წარმოადგინა  ბელგიის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბელარუსის, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და საფრანგეთის ქალაქებში.