ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 12:00 - ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი
მდებარეობა: 
ნიკოლოზ საბაშვილი, ბადრი წერედიანი

უღელტეხილი

ნიკოლოზ საბაშვილი, ბადრი წერედიანი
უღელტეხილი

რეჟისორი და მხატვარი  – ნიკოლოზ საბაშვილი
კოსტიუმების მხატვარი – ილია საჯაია
ქორეოგრაფი – გიორგი ქობალია
მუსიკალური გაფორმება  თამაზ იმნაძის
რეჟისორის თანაშემწე – ნონა როგავა
 

მონაწილეობენ:

თეა ცინცაძე, სალომე ბუღაძე, კუკური ხუბუტია, ანდრია შამუგია, ირაკლი სამუშია, მერაბ კაკალია, მზევინარ ჩარგაზია, ზემფირა გუნია, ლანა ფიფია, ნიარა ჭიჭინაძე, ფატიმა აბრახამია, თეიმურაზ გოგინავა, გენა შონია, მაია ჩარბოდაშვილი, მარტინ ღამბარაშვილი, დავით კვარაცხელია, ედიშერ ფაცაცია, ირაკლი ფაცაცია.

 

პრემიერა შედგა:  25.05.2019
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 22 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
უღელტეხილი  – გოლგოთას გზა, რომელსაც ვერ გაუძლეს  ბედნიერი ქალაქის ბედნიერმა მცხოვრებლებმა. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, ამბავი ნაციონალური შოკისა, რომლისგანაც ჯერ კიდევ არ დაგვიღწევია თავი და ვაგრძელებთ ჯადოსნურ წრეზე სიარულს. შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, გთავაზობთ ნიკოლოზ საბაშვილის ვერსიას  ჭუბერის ტრაგედიაზე, ამბავზე რომელიც დოკუმენტური ქრონიკებით შეიქმნა და მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ ,,სულის სარკეში“,  რომ აღარ გავაგრძელოთ ჯადოსნურ წრეზე სიარული და ახალი, სამოქალაქო პასუხისმგებლობით გაცნობიერებული ცხოვრება დავიწყოთ.

ზუგდიდის სახელმწიფო თეატრი დაარსდა 1868 წლის 11 აპრილს. საარქივო მასალებში ნათლად ჩანს, როგორი ინტერესით შეხვდა საზოგადოება პირველ წარმოდგენას. მოლიერის „ძალად ექიმის“ დასადგმელად მოიწვიეს ცნობილი რეჟისორი და თეატრალური მოღვაწე  ვახტანგ გარიკი. რომლმაც შეადგინა თეატრის დასიც 32 მსახიობის შემადგენლობით.

2018 წელს თეატრმა აღნიშნა 150 წლის იუბილე.

ქ. ფოთში თეატრი 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა. წარმოდგენილი იყო  აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ და  ალ. თუთაევის „სოფიო“. 1925 წლის 29 ოქტომბერს თეატრს სახელმწიფო  სტატუსი მიენიჭა და მას სათავეში ჩაუდგა  იუზა ზარდალიშვილი.

1928 წელს ფოთის  სახელმწიფო თეატრი მუშათა სახელმწიფო თეატრად გადაკეთდა.

1936 წლიდან   თეატრმა მუშაობა განაგრძო განახლებულ სათეატრო შენობაში, ნიკო გოძიაშვილის ხელმძღვანელობით. მას შემდეგ თეატრმა არაერთი შენობა გამოიცვალა.

2014 წლის 31 მაისს ფოთის თეატრის  ახალი შენობია გაიხსნა. აქ პირველი პრემიერა 2014 წლის 25 ივლისს შედგა  (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“. რეჟისორი დავით მღებრიშვილი). 

დღეს, ფოთის თეატრი, მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიკურად  განვითარებადი თეატრია. ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა  თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივსალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

თეატრს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, წელიწადში ერთხელ, ჩვენი პარტნიორებისა და სპონსორების დახმარებით ვდგამთ სპექტაკლს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებისა და ახალგაზრდების  მონაწილეობით.

ფოთის თეატრი არის ორგანიზატორი და მასპინძელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს ფოთის თეატრი არის ერთ-ერთი საინტერესეო თანამედროვე თეატრი საქართველოში. თეატრის სპექტაკლებს მიღებული გვაქვს არაერთი ჯილდო, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე საზღვარგარეთ. 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრების სამხატვრო  ხელმძღვანელებიბადრი წერედიანი, თენგიზ ხუხია
საკონტაქტო პირებიბადრი წერედიანი, თენგიზ ხუხია
ტელ:+995 599180976,+995 595 054 054
E-mail:
tseredianibadri@gmail.com
tkhukhia@yandex.ru
www.zugdiditheatre.ge
www.potitheatre.ge

 

ნიკოლოზ საბაშვილი