ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - კვირა, 06 ოქტომბერი
მდებარეობა: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა)
გურამ ჯახუტაშვილი

ნაბიჯის სტატისტიკა

გურამ ჯახუტაშვილი
ნაბიჯის სტატისტიკა


რეჟისორი  –  თათა თავდიშვილი
მხატვარი  –  ტატო გელიაშვილი
ქორეოგრაფი –  ტატო გელიაშვილი
კომპოზიტორი  –  Michél
რეჟისორის თანაშემწე –  მარინე პაპუშვილი

მონაწილეობენ:

გია კენჭოშვილი, გიორგი მუყმანიანი, შალვა ხვედელიძე, ლელა ქოჩიშვილი, თინა მიქაუტიძე, თამაზ ფანძულიძე, მაკა ცუცქირიძე, გურამ შუკაკიძე, აჩიკო ხვედელიძე, ტატო გელიაშვილი, თათა თავდიშვილი

 

პრემიერა შედგა08.11.2018
ხანგრძლივობა: 40 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 16 ადამიანი

 

სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი „ნაბიჯის სტატისტიკა“ გურამ ჯახუტაშვილის ამავე სახელწოდების ლექსის  მიხედვით დაიდგა .

თემები,რომლებსაც ამ სპექტაკლის დადგმით ვეხმაურებით , როგორც სოციალურ ,ასევე ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხება.

სპექტაკლი „ნაბიჯის სტატისტიკა“  ადამიანის ცხოვრების მიზანს იკვლევს და სვამს კითხვას „და დღის მანძილზე გადადგმული ნაბიჯებიდან , რომელია რეალურად წინგადადგმული?!“,  რას აკეთებს ადამიანი იმისათვის, რომ მის გარშემო მყოფი სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ ან რას არ აკეთებს ?! ეს კითხვა, ჩვენს ქმედებებს  ყოველთვის გასდევს და სწორედ ამ კითხვაზე გაცემული პასუხით შეგვიძლია, დავინახოთ, რამდენად  შედგა ჩვენი ცხოვრება და რამდენად ვართ ადამიანები, რომლებიც  მხოლოდ  ჰაბიტუსით არ  განვსხვავდებით ცხოველებისგან. ამას გარდა, სპექტაკლის დადგმის ხერხი და ესთეტიური ფორმა  ჭიათურის რეპერტუარისთვის სრულიად განსხვავებულია. დღესდღეობით ფიზიკური თეატრი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ჩვენს თეატრალურ  ცხოვრებაში, ამიტომ ამ მიმდინარეობის რეგიონებში გატანა, ჩვენი აზრით, სჭირდება თეატრს, რომლისთვისაც ყოველი ახალი სუნთქვა ძალზედ მნიშვნელოვანია.

 

 

მარგანეცის წარმოებით განთქმულ რაიონში თეატრალური დასის ჩამოყალიბებისა და წარმოდგენების გამართვის მოთხოვნილება ქალაქის დაარსებისთანავე გაჩნდა. იქ 1894 წლის 11 დეკემბერს (საქველმოქმედო წარმოდგენით) დაწყებული თეატრალური ცხოვრება დღემდე არ შეწყვეტილა.

თეატრის ისტორია მნიშვნელოვანი თარიღების, მოვლენებისა და წარმატებებისგან შედგება: 

1901 წელი გამორჩეულია იმით, რომ თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – აკაკი წერეთლის  გახმაურებული პიესა „პატარა კახი“ დაიდგა (დადგმის პროცესს თავად აკაკი ესწრებოდა). 

1910 წლიდან მოყოლებული თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავდა. 

თეატრის ,,ოქროს ხანად“ არის მიჩნეული XX საუკუნის 20–30–იანი წლები, როდესაც რეჟისორ პავლე ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით სცენაზე ეროვნული დრამატურგიის პარალელურად, მსოფლიო შედევრები  (უილიამ შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას და სხვათა პიესები) გაცოცხლდა. 

1949 წელს ჭიათურის თეატრმა ბინა დაიდო შენობაში, რომლის მშენებლობაც 1946 წელს, მეორე მსოლფიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. ნაგებობის მონაპოვარია დარბაზის პლაფონის მოხატულობა, რომელიც ქართველ მხატვარს რობერტს სტურუას ეკუთვნის. თეატრის ფასადს მოქანდაკე ვალერიან თოფურიძის მიერ შექმნილი აკაკი წერეთლის სკულპტურული გამოსახულება ამშვენებს. 
ჭიათურის თეატრს აკაკი წერეთლის სახელი 1949 წელს მიენიჭა. 
XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. თეატრი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალებში, მისი სპექტაკლები და მსახიობები არაერთხელ დაუსახელებიათ საუკეთესოებად. ჭიათურის თეატრი ხშირად მართავს გასტროლებს და მასპინძლობს სხვადასხვა თეატრს. მასთან ინტენსიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები.

2017 წლის დასაწყისში განახლდა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭუვა სცენა. დასი დაკომპლექტებულია სხვადასხვა თაობის მსახიობებით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია მამუკა ცერცვაძე, ხოლოდ დირექტორი –  ნანა წერეთელი.