ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 12:00 - ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი
მდებარეობა: 
ლილე შენგელია

მიაგული

ლილე შენგელია
მიაგული

რეჟისორი –  გიორგი ჩხაიძე
სცენოგრაფია  გიორგი ჩხაიძის
კოსტიუმების მხატვარი – მარინე  ფრანგიშვილი
კომპოზიტორი – მიშა მდინარაძე
რეჟისორის თანაშემწე –  ნანა თოლორდავა
 

მონაწილეობენ:
მერი დიასამიძე, მინდია ჩოხარაძე, სოფო ცინცაძე, ვანო მაღლაკელიძე, მარინე ბულეიშვილი, ნანა თოლორდავა, ნატალია გალოგრე, ირინა ღლონტი, თედო ტუღუში, ზაზა ბასილაძე, გურანდა გელაძე

 

პრემიერა შედგა:  27.04.2019
ხანგრძლივობა: 40 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 14 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
პიესაში  „ მიაგული“,  ამბავი მაღალმთიან  რეგიონში ვითარდება, სადაც ადათ-წესები, ტრადიციები და  სარწმუნოება  უმაღლესი  მსაჯულია. ახალგაზრდა ქალი  მიაგული, შეყვარებულია ბეშქენზე, რომელსაც თავისი ოჯახი  უკვე  ჰყავს. მამაკაციც  არ  არის ქალის  მიმართ  გულგრილი. ისინი „აკრძალულ“ შეხვედრებს  იწყებენ, მათი სიყვარულის ამბავი  უკვე ყველასთვის შესამჩნევი  ხდება.  ამის გამო  მათ  საზოგადოება  უარყოფს.           მიაგული და  ბეშქენი  თავისი გრძნობით  ცდილობენ  არსებულ  ყოფასთან  დაპირისპირებას. თუმცა იქ,  სადაც  თავისუფალი  ნება  დაკარგულია,  იქ,  სადაც  გაიძულებენ ტყუილში იცხოვრო,  იქ,  სადაც ყველა  იტანჯება, მაგრამ  მოცემულობას არ  გადადიან, ძნელია  გამარჯვება.  ქალიც და მამაკაციც  არჩევანის წინაშე  დგებიან.  მიუხედავად უშედეგო  დასასრულისა  არცერთი  მათგანი თავის პიროვნულ  პრინციპს არ  ღალატობს.

ქალაქ ბათუმში თოჯინების თეატრი  XX საუკუნის 30-იანი წლებში დაარსდა . სახელწოდებით  „ტიკინების თეატრი“.  ამ დრომდე ბათუმში არსებობდა მხოლოდ  თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი.
მას შემდეგ თეატრი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის  ფარგლებსა თუ საზღვრებს გარე ფესტივალებში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში ტრენინგებსა და ვორქშოპებში. თეატრში ფუნქციონირებს საბავშვო სტუდია.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: გიორგი ჩხაიძე
საკონტაქტო პირი:  ანა სიხარულიძე
ტელ: +995 571 03 68 08
E-mail:puppettheatre@outlook.com
 

გიორგი ჩხაიძე