ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: ბერი გაბრიელ სალოსის 1-ლი შესახვევი #2 (ყოფილი ელექტრო ქარხანა)
მოლიერი

მიზანთროპი

ჟან ბატისტ მოლიერი
მიზანთროპი

რეჟისორი და მხატვარი –  მიხეილ ჩარკვიანი
კოსტიუმების მხატვარი  – ანა გურგენიძე
კომპოზიტორი – ერეკლე გეწაძე

მონაწილეობენ:

გიგა დათიაშვილი, მეგი კობალაძე,თეონა ლეჟავა, კონსტანტინე მაჩიტიძე, ანანო მახარაძე, გიორგი ჩაჩანიძე, გაგი შენგელია, გიორგი წერეთელი.

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  ქართული შოუქეისის ფარგლებში.


ხანგრძლივობა: 120 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 13 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
ალცესტმა სამყარო შეიძულა, მიიჩნევს რომ ადამიანის უმთავრესი მანკიერება თვალთმაქცობაა და ფრანგულ არისტოკრატიას ფარისევლობაში ამხელს. ამტკიცებს, რომ სიმართლე, რაც  უნდა მტკივნეული იყოს, პატიოსნების განუყოფელი ნაწილია. 

შეყვარებულის მერყეობით დაღლილი  წვეულებაზე მიდის, რათა სელემენას ნამდვილი გრძნობები გამოიცნოს. ალცესტი გაიძვერა, ორპირი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდება, რომლებიც, მისთვის, მდაბიო ღირებულებების და პიროვნული  ლპობის ნამდვილ მაგალითებს წარმოადგენენ. როცა ის უსამართლო განაჩენის პირისპირ აღმოჩნდება, მხოლოდ მაშინ გააანალიზებს, რომ გაიძვერობა ერთადერთი გზაა გადარჩენისთვის. ალცესტმა უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, მოიპოვოს ადგილი საზოგადოებაში თუ თავისი პრინციპების ერთგული დარჩეს.

 „მიზანტროპი“  ღია სივრცეში დადგმული პირველი კლასიკური პიესაა.

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ 2016 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.

„ღია სივრცის“ თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც სურთ არაკლასიკური თეატრალური  მეთოდებით იმუშაონ  ალტერნატიულ სივრცეში. 

ღია სივრცის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე არტისტებისგან შედგება, აქტიურად რეაგირებს ქვეყანაში მიდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. კომპანია სწორედ იმ პრობლემებზე ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო ყველაზე მძაფრად დგას (სიღატაკე, უსახლკარობა, მშრომელთა უფლებების უგულებელყოფა, ჰომოფობია, სხვადასხვა სახის ძალადობა). ჯგუფი გვიჩვენებს ადამიანების ცხოვრებას  ამ პრობლემათა ფონზე.  .
„ღია სივრცემ“ შეძლო შეეძინა საკუთარი მაყურებელი და დაეკავებინა ადგილი კულტურულ პროცესებში, როგორც აქტივისტურ დაჯგუფებას, რომლისთვისაც თეატრი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის იარაღია.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელები: მიხეილ ჩარკვიანი, დავით ხორბალაძე
საკონტაქტო პირი: ანა გურგენიძე
ტელ:+995 551 400 403
E-mail:openspaceea@gmail.com
https://www.facebook.com/osoea/

დავით ხორბალაძე

დავით ხორბალაძე - თეატრის რეჟისორი და დრამატურგი, სახელოვნებო ორგანიზაციის „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე.

მუშაობს, როგორც თეატრის რეჟისორი, დრამატურგი და კომპოზიტორი.