ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:00 - ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი
მდებარეობა: 
ლაშა ბუღაძე

ანტიმედეა

ლაშა ბუღაძე
ანტიმედეა    


რეჟისორი  –  გურამ მაცხონაშვილი
მხატვარი  –  გურამ მაცხონაშვილი
კომპოზიტორი - HAMATSUKI
რეჟისორის თანაშემწე  –  ლაშა შანიძე
 

მონაწილეობენ:
ლილი ხურითი, არჩილ ბარათაშვილი, ანი იმნაძე, ირაკლი გოგოლაძე,  თეა კიწმარიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე,  უსიტყვო ქორო (ექვსი  მსახიობი)

 

 

პრემიერა შედგა:  1.07.2018
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 17 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:
„რა სურს ამ შემთხვევაში შემოქმედებით ჯგუფს? „გამოძერწოს“ ანტიგმირის ნიღაბი?  მედეას ანტიგმირობა, ჩემთვის, როგოც მკითხველ/მაყურებლისთვის, მისაღებია და რამდენიმე გარემოებითაც აიხსნება, იგი მსხვერპლია ღმერთებისა, ამ შემთხვევაში საზოგადოებისა და გარემოებებისა. მისი სისუსტე კი, დამთრგუნველია მისთვის, თუმცა ეს დაცემა მისი გარდაქმნის წინაპირობაა. მედეა კვდება, როგორც ბრმად შეყვარებული მშვენიერება და ცოცხლდება, როგორც შურისმაძიებელი ბოროტება და „ვინც მას მტრად მოიკიდებს ადვილად ვერ გაიმარჯვებს.“

ზოგადად, ანტი-არტი/ანტი-თეატრი უარყოფს ტრადიციულ ფორმებს, იწუნებს ფართოდ მიღებულ მხატვრულ სტანდარტებს და აკრიტიკებს  კონკრეტულ ასპექტებს. ამ შემთხვევაში, „ანტიმედეას“ შემქმნელების თამაში  შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც თავისუფალი ქმედება, კლასიკური სათეატრო სანახაობისგან რადიკალურად განსხვავებული და ტრადიციულისგან უარყოფილი, რომელიც აღიქმება, როგორც „ისე, უბრალოდ“ ჩადენილი და ჩვეულებრივი ცხოვრების გარეთ მდგომი, მაგრამ ცხოვრებისეული პრობლემებით აღქმული და შენეულად ანუ მოთამაშის მხრიდან დანახული და განცდილი.  ყველაფერი რეალურია და ეს რეალობა, როგორც ცხოვრება გარს ერტყმის მაყურებელს.”

სოხუმის სახელმწიფო ქართულ თეატრს, რომელიც თავის ისტორიას 1885 წლიდან ითვლის, დიდი ისტორიული და შემოქმედებითი ტრადიციები აქვს. მის სცენაზე მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული მსახიობები და რეჟისორები. თეატრის რეპერტუარში მუდამ იყო წარმოდგენილი ქართული და უცხოური კლასიკა, თანამედროვეობის ამსახველი პიესები. თეატრი ყოველთვის ცდილობდა თავისი დროის მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოეჩინა სცენაზე.

XX საუკუნის 90-იან წლებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, თეატრი იძულებული იყო მშობლიური კუთხე დაეტოვებინა და თბილისში დაედო ბინა.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: დავით საყვარელიძე
საკონტაქტო პირი: დავით საყვარელიძე
ტელ:+995 577140000;
E-mail: contact@sokhumitheatre.ge